დღე, როდესაც კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენი ყველაზე საყვარელი ადამიანების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში, დაუვიწყარი და განსაკუთრებული უნდა იყოს. ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ რა აჩუქოთ დედას ან როგორ გაატაროთ ეს დღე მასთან ერთად ისე, რომ მოგონებები დიდი ხნით გაგყვეთ? ისარგებლეთ ჩვენი რჩევებით და თუ საჩუქრების საყიდლად ფინანსები არ გყოფნით, გახსოვდეთ, რომ Vivus.ge ყოველთვის თქვენ გვერდითაა.

  • ფოტოალბომი – რას შეუძლია დედისთვის ძველი მოგონებების ისე გამოღვიძება, როგორც თქვენი ბავშვობის ფოტოების გადათვალიერება? შეაგროვეთ თქვენი ყველაზე საყვარელი ფოტოები და მოათავსეთ ერთ ალბომში, რომელიც სპეციალურად დედისთვის იქნება განკუთვნილი. ფოტოალბომები საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ბევრ ადგილას შეგიძლიათ შეიძინოთ: ჰიპარმარკეტებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში, ფოტოსტუდიებში…
  • ღვინო – ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული, თუმცა განსაკუთრებული საჩუქარი ძვირადღირებული ღვინოა. მოაწყვეთ მყუდრო პაემანი სადაც მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზრდასრულ ადამიანებს დედასთან დროის გატარება სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვეხერხება.
  • წიგნი – საჩუქარი, რომელიც ოჯახში თაობების განმავლობაში ინახება ერთ-ერთი საუკეთესოა. წიგნის, როგორც საჩუქრის დადებითი მხარე ისიც არის, რომ მისი ყიდვა საკმაოდ შეღავათიან ფასებში შეიძლება. ქვეყნის მასშტაბით კი უამრავი წიგნის მაღაზიაა, რომელშიც ქართულად ნათარგმნ თუ ორიგინალურ ენაზე დაბეჭდილ წიგნებს იყიდით.
  • პერსონალიზირებული ჩაის/ყავის ყუთი – მსგავსი ყუთი სამზარეულოს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდება. ჩაის/ყავის ყუთი შიგთავსის გემოს და სურნელს გაცილებით დიდი ხნით ინარჩუნებს.
  • ქოთნის ყვავილი/ოთახის მცენარე – ჩვეულებრივი ყვავილების ჩუქება ბანალურია. სჯობს დედა ქოთნის ყვავილით ან ოთახის მცენარით გაახაროთ, რომელიც სახლში წლების განმავლობაში დარჩება და პატარა ბავშვივით მზრუნველობას მოითხოვს.
  • ფოტოგულსაკიდი – ალბათ ყველას გვაქვს ნანახი ძველებური სტილის გულსაკიდები ნოსტალგიური სურათებით. თუ გინდათ დედას ემოციური საჩუქარი გაუკეთოთ, გულსაკიდში თქვენი და მისი სურათი გვერდიგვერდ ჩადეთ.
  • სპა სეანსი – დედა პირველ რიგში ქალია. ასაკის მიუხედავად ნებისმიერ ქალს სურს რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. ამის ერთ-ერთი გზა გამაჯანსაღებელი სპა სეანსია.
  • საგზური – გაზაფხული სამოგზაუროდ ყველაზე კარგი პერიოდია. აჩუქეთ დედას ტური საქართველოს გარშემო ან ბილეთი მის საოცნებო ქვეყანაში. ეს სიურპრიზი მისთვის ნამდვილად დაუვიწყარი იქნება.

საჩუქრების ორიგინალური იდეების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. აქ ყველაფერი თქვენს წარმოსახვასა და მონდომებაზეა დამოკიდებული, თუმცა არ დაგვავიწდეს, რომ ყველაზე საყვარელი მოგონებები დედასთან ერთად გატარებულ წუთებში აისახება იმიტომ, რომ ის უბრალოდ გვიყვარს.