სესხები უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ამასთან ერთად უფრო მარტივი ხდება გაუცნობიერებლად ვალებში ჩაფლობა. ასეთ სიტუაციაში, თქვენ დაგეხმარებათ 6 მარტივი ხერხი თქვენი ფინანსური ცხოვრების განსატვირთად, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ. მთავარია დაისახოთ გეგმა და მას ყველა შემთხვევაში მიყვეთ.

დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპით ყველა ისტრესება, ხოლო ფულთან დაკავშირებული პრობლემები ამ სტრესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე რეალური გზა თქვენი ფინანსური ცხოვრების განსატვირთად. მიყევით მათ, რათა მოიშოროთ ფულთან დაკავშირებული სტრესი და იყოთ უფრო ბედნიერი და კმაყოფილი თქვენი ფინანსური მდგომარეობით.

1.    დაფარეთ თქვენი სესხი

ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ფაქტია, როდესაც კრედიტორი კომპანია სესხის დაფარვის მოთხოვნით გირეკავთ.

ამის მიუხედავად, ზარების არ პასუხი და დამალვა პრობლემას ნამდვილად არ გადაჭრის; პირიქით, ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი სიტუაცია.

თუ თქვენ, მაგალითად, იპოთეკის გადასახადზე ნერვიულობთ, უბრალო ზარი თქვენს კრედიტორთან შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. საკმაოდ ბევრი ბანკი, თუ სხვა ტიპის კრედიტორი მომხმარებელს საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, რათა მათ შეძლონ ფინანსური სირთულეების გადაგორება და სესხის დაფარვის გაგრძელება, მაგრამ თქვენი შანსები ნაკლები იქნება, თუ მათ უკვე დაგვიანებული გადახდების შემდეგ დაუკავშირდებით.

თუ თქვენ ბინას ქირაობთ, მაშინ თქვენი ქირის გადასახადი პრიორიტეტი უნდა იყოს თქვენთვის.

კიდევ ერთი გზა, სესხებთან დაკავშირებულ სტრესთან გასამკლავებლად, მათი ერთი სესხის ქვეშ გაერთიანებაა, რათა თქვენ სისტემატურად გამოთვლების ჩატარება და უამრავ თარიღზე ფიქრი არ გჭირდებოდეთ.

  1. დაიწყეთ ფულის გადადება

შეიძლება ამ ეტაპზე ეს თქვენთვის არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ სულ ცოტა ფულის გადადებაც კი დიდ ცვლილებას შეიტანს თქვენს ცხოვრებაში. თვითონ ის ფაქტი, რომ თქვენ დაიწყეთ დაგროვება დიდ სტიმულს მოგცემთ, თანაც ბანკები უამრავ სადეპოზიტო პროგრამებს სთავაზობენ მომხმარებელს და ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად მოერგება თქვენს ინტერესებს.

  1. მონახეთ უკეთესი შემოთავაზება

გრძნობა, რომ შეიძლება უფრო ნაკლების გადახდა გვიწევდეს სხვა გზით, ყოველთვის გვაწუხებს. გაეცანით ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა დარწმუნდეთ, რომ არჩევანს საუკეთესოზე აკეთებთ.

  1. დაიცავით საკუთარი თავი

როდესაც ისედაც უამრავი ფინანსური პრობლემა გაქვთ, დამატებითი ხარჯები შეიძლება გაუმართლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით. ჯანმრთელობის დაზღვევა სწორედ ისაა, რაც თქვენს სტრესს ოდნავ მაინც შეამსუბუქებს. ის აზრი, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი დაცული ხართ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, ძალიან ბევრს ცვლის… და არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან  _ სახლში მოულოდნელი ხანძრის შემთხვევაში, დაზღვევის გარეშე თქვენ შეიძლება სრულ ფინანსურ უფსკრულში აღმოჩნდეთ. ასევე, მანქანის დაზღვევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

არ დაგავიწყდეთ ყველა შემოთავაზების კარგად შემოწმება, რათა საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ.

  1. მიაქციეთ ყურადღება კომუნალურ გადასახადებს

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ეს ის ხარჯია, რასაც ვერ გაექცევიან, მაგრამ თუ მაგალითად ელექტროენერგიას სწორად მოიხმართ, საკმაოდ დიდი ეკონომიის გაკეთება შეიძლება. ნუ დატოვებთ შუქს ანთებულს და სხვადასხვა ხელსაწყოებს ჩართულს, როცა ისინი არ გჭირდებათ. როგორც კი ეს ელემენტარული მოქმედებები ჩვევაში გადაგეზრდებათ, შეამჩნევთ, თუ როგორ დაიკლო თქვენმა გადასახადებმა.

  1. მოიხმარეთ სწრაფი სესხები თქვენს სასარგებლოდ

თვის ბოლოს უფულოდ დარჩენა ნამდვილად დიდი სტრესია. ამას კი მოყვება ის, რომ თქვენ ფულის შოვნა ახლობლებში გიწევთ, მაგრამ რამდენჯერ? ამიტომაც, უხერხული მდგომარეობისთვის და სტრესისთვის თავის არიდების მიზნით მიმართეთ სწრაფ სესხებს, მაგალითად Vivus.ge-ს ონლაინ სესხს.

მიყევით ამ 6 ხერხს და თქვენ მალევე მიხვდებით, რომ თქვენი ფინანსური ცხოვრება არც ისე სტრესული ყოფილა.