კომპანია, რომლის თანამშრომელთა 78% ქალია, vivus

კომპანია, რომლის თანამშრომელთა 78% ქალია

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის ქალების პროცენტული მაჩვენებელი უკვე 24% -ს აღემატება და ამ მაჩვენებლის პარალელურად, იზრდება ზოგადად დასაქმებულ ქალთა და მაღალანაზღაურებად თანამშრომელ ქალთა რაოდენობაც.

აშშ-ში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1920 წელს მიანიჭეს. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში აღნიშნული შესწორების შეტანიდან ჯერ 100 წელიც არ გასულა და ამერიკელების დიდი ნაწილი, უკვე ქალი პრეზიდენტის არჩევისთვის ემზადება.

სწორედ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ კარგავს მნიშვნელობას სქესის ფაქტორი თანამედროვე მსოფლიოში.

ქალებმა დომინირება დაიწყეს ბიზნესშიც.  ამის მარტივ მაგალითს  წარმოადგენენ ისეთი ქალები როგორებიც არიან:

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი მარი ბარა. კომპანია ჯენერალ მოტორსის გენერალური დირექტორი, რომელმაც 2014 წელს, მის მმართველობაში არსებული კომპანიის კრიზისიდან გამოყვანით, მსოფლიო გააოცა.

1411659038000-time-cover-mary-barra-the-mechanic

ტრანსნაციონალური კორპორაცია PepsiCo-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ინდრა კრიშნამურთი ნუუი.

ავიამშენებელი კომპანია Lockheed Martin-ის პრეზიდენტი მერლინ ნიუსონი, რომელიც მსოფლიოს გავლენიან ქალთა სიაში მესამე პოზიციას იკავებს.

women-test3_236317s

კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის IBM-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯინი რომეტი.

ასევე, ჰარვარდის კურსდამთავრებული ებიგეილ ჯონსონი, რომელიც  ფინანსური მომსახურებების სფეროში მოღვაწე ტრანსნაციონალურ კორპორაცია Fidelity Investments-ს ხელმძღვანელობს.

ლიდერ, წარმატებულ ქალთა სია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიზნესში მიღწეული წარმატებით არ განიზასღვრება. მაგალითად, აღსანიშნავია 14 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაის ისტორია, რომელმაც ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა განათლების უფლებების დასაცავად.

2014 წელს, 17 წლის მალალა იუსაფზაი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

img

გავლენიან ქალთა სია საქართველოშიც იზრდება, როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევარ კაცთა რაოდენობა, უმუშევარ ქალთა რაოდენობაზე 3,3 ერთეულით  მაღალია.

დასაქმების კუთხით საქართველოში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე, დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაში.

ამის ნათელი მაგალითია კომპანია „4 ფინანსი“, რომელიც საქართველოში Vivus.ge-ის ბრენდით არის წარმოდგენილი.

კომპანია „4 ფინანსი“ მსოფლიოს 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოს ბაზარზე Vivus.ge-ის ბრენდი 2013 წელს გამოჩნდა და მოსახლეობას სწრაფი ონლაინ სესხები შესთავაზა.

კომპანიამ დაარსების დღიდან ლიდერის პოზიცია მოიპოვა და დღემდე ინარჩუნებს.

განსაკუთრებით საამაყო და აღსანიშნავია კომპანიაში დასაქმებულ პირთა სქესობრივი გადანაწილება.

კომპანიაში დღეისათვის თანამშრომელთა 78%-ს ქალები წარმოადგენენ. მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ ქალთა რაოდენობა კი 70%-ს უტოლდება.