როგორ გამოვიყენოთ Vivus.ge-ს სესხის კალულატორი?

როგორ გამოვიყენოთ Vivus.ge-ს სესხის კალულატორი?

სესხის აღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია (ცხადია, თავად სესხის აღების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ) სწორად შეარჩიოთ სესხის რაოდენობა და ვადა.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს შემოსავლებზე და მის პერიოდულობაზე.

პირველი სესხის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა, რადგან ჩვენთან იგი უპროცენტოა, ანუ თქვენ დააბრუნებთ ზუსტად იმდენს, რამდენსაც ისესხებთ! გაითვალისწინეთ, რომ პირველი სესხის მაქსიმალური ოდენობა 250 ლარია.

ერთადერთი ხარჯი, რაც პირველ სესხს შეიძლება თქვენთვის ჰქონდეს არის საკომისიო, რომელსაც ბანკები, ან სწრაფი გადახდის აპარატები ითხოვენ თანხის გადარიცხვისას.

აქ ლაპარაკია ისეთ მიზერულ თანხაზე, როგორიცაა 50 თეთრი ან 1 ლარი. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაინცდამაინც პროცენტიან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შეარჩევთ სესხის დასაფარად.

აპარატით სესხის დაფარვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ შეიტანოთ აპარატის მიერ ნაჩვენები საკომისიოც, რათა სესხი მთლიანად დაიფაროს.

განმეორებითი სესხის შემთხვევაში ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული კალკულატორი დაგეხმარებათ სესხის დაგეგმვაში:

  1. აირჩიეთ „განმეორებითი სესხი“ კალკულატორის ზედა მარცხენა კუთხეში.
  2. შემდეგი ეტაპი თანხის არჩევაა. თუ ეს თქვენი მეორე სესხია, ლიმიტი 450 ლარი იქნება. დააყენეთ მოძრავი ნიშანი თქვენთვის სასურველ თანხაზე.
  3. სესხის ვადის შერჩევა: თუ თქვენთვის ზუსტად არის ცნობილი როდის მიიღებთ სესხის დასაფარად საჭირო შემოსავალს, დააყენეთ ვადის მოძრავი ნიშანი დღეების შესაბამის რაოდენობაზე.

კალკულატორის მარჯვენა ნაწილში თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას სესხის მოცულობაზე, საკომისიოზე და ჯამურ თანხაზე, რომლის დაბრუნებაც მოგიწევთ შერჩეულ ვადაში.

თუ თქვენი შემოსავლის თარიღი სავარაუდოა, მაშინ ალბათ უმჯობესია 2-3 დღე „დაიტოვოთ“ თადარიგში და ისე შეარჩიოთ სესხის ვადა.

ეს თავიდან აგაცილებთ სესხის გადავადების საჭიროებას. Vivus.ge ითვალისწინებს, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ყველა ვარდება.

შეიძლება, თქვენ დროულად არ ჩაგერიცხათ თანხა, ან უფროსმა ხელფასი დაგიგვიანათ ან უბრალოდ თავიდან ამოგივარდათ, რომ დღეს სესხის დაფარვის ბოლო ვადაა.

სწორედ ამიტომ, Vivus.ge პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელს არ აკისრებს ჯარიმას სესხის დაფარვის ვადის გადაცილებაზე.

მაგრამ, თუ სესხს არც რამდენიმე დღის შემდეგ დაფარავთ, მაშინ ეს თანხა ერთბაშად დაემატება თქვენს დასაფარ თანხას.

თუ  ხვდებით, რომ სესხის დაფარვას დროულად ვერ ახერხებთ, არც ეს არის პრობლემა.

შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადავადების სერვისით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავიდან აირჩევთ სასურველ ვადას არსებული სესხის დასაფარად (მოითხოვთ მეტ დროს) და ამ პერიოდში  არ დაგეკისრებათ პროცენტი.

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით და  მიიღებთ სათანადო კონსულტაციას.

ჩვენი საინფორმაციო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაციას  ნახავთ Vivus.ge-ის ვებ გვერდის მთავარ გვერდზე.