ფინანსური რჩევები მსოფლიოს პირველი მილიარდერისგან, ჯონ როკფელერი

ფინანსური რჩევები მსოფლიოს პირველი მილიარდერისგან

მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც მილიარდი იშოვა, გახლდათ ჯონ როკფელერი. ის იყო ამერიკელი ბიზნესმენი, მოღვაწეობდა XIX-XX საუკუნეებში და მისი ქონება 318 მილიარდ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით).

ლეგენდარული ბიზნესმენის მოსაზრებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

განსაკუთრებით საინტერესოა როკფელერის გამონათქვამები ფულსა და ბიზნესზე, რომლებსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.

„უზარმაზარი სიმდიდრისკენ მიმავალი გზა პასიურ შემოსავლებზე გადის ანუ შემოსავალზე, რომელიც მოდის შენი ძალისხმევის გარეშე. შექმენი პასიური შემოსავლის მიღების წყარო და იცხოვრე საკუთარი სიამოვნებისთვის.

გააკეთე ფულის ეკონომია. ეძებე ადგილი სადაც შეგიძლია იყიდო უფრო იაფად. შეადგინე საყიდლების სია და შეიძინე მხოლოდ ის რაც გჭირდება.

თუ ცოტა ფული გაქვს, შენ უნდა წამოიწყო ბიზნესი. თუ ფული საერთოდ არ გაქვს, შენ სასწრაფოდ უნდა წამოიწყო ბიზნესი, ამ წამსვე!

შეისწავლე მდიდარი ადამიანების ბიოგრაფია და აზრები.

გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან. ფული შენთან სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ სხვებთან ურთიერთობა ძალიან იშვიათად ხდებიან მდიდრები.

დაეხმარე ადამიანებს! ფულის გამო არა, გულით დაეხმარე.

ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ოცნებები. მნიშვნელოვანია იოცნებო და გწამდეს, რომ ოცნებები ახდება. ადამიანი იწყებს გარდაცვალებას მაშინ, როცა თავს ანებებს ოცნებას!“ – ამბობდა როკფელერი.

ცნობისთვის ახალგაზრდობაში ჯონ როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი.

იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა და 74 ასაკში მისი ქონება უკვე იყო 318 მილიარდი დოლარი.

dzhon-rokfeller

მსოფლიოს პირველი მილიარდერი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა.

როკფელერმა მოღვაწეობა უბრალო ბუღალტრის რანგში დაიწყო.

შემდგომში საბითუმო ვაჭრობის მცირე ბიზნესი წამოიწყო და ბოლოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის Standard Oil-ის დამფუძნებელი გახდა.

მისი კომპანია ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ს ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა.

1911 წელს შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად Standard Oil 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა.

Standard Oil-ის გაყოფამ მეპატრონის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ დაწყებული პირველი სამუშაო ადგილიდან როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად ეკლესიას სწირავდა.

ამას გარდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ისტორიას შემორჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანთროპი.

როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ სანამ ლეგენდარული ბიზნესმენის სტრატეგიებს საკუთარ ცხოვრებაში დანერგავთ და გამდიდრდებით, თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ მცირე ფინანსური პრობლემები vivus ge-ს დახმარებით.

ჩვენთან პირველი სესხი კვლავაც უპროცენტოა, განმეორებითი sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.