ფინანსური რჩევები ქალებს

vivus -ის ფინანსური რჩევები ქალებს

Vivus.ge გახლავთ კომპანია სადაც თანამშრომელთა 78% ქალია, ამიტომ რთული წარმოსადგენი იქნებოდა, ჩვენი ბლოგის ტრადიციად ქცეული სტატიების სიას, რომლებშიც სხვადასხვა ფინანსური რჩევებია წარმოდგენილი, არ მიმატებოდა სტატია, რომელიც ქალებს ფულის ეკონომიასა და სწორად ხარჯვასთან დაკავშირებულ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ შეგახსენებთ, vivus ge თქვენი მეგობარი კომპანიაა, რომელიც 50-დან 650 ლარამდე სესხს სწრაფად და მარტივად დაგიმტკიცებთ. ჩვენთან პირველი სწრაფი სესხი უპროცენტოა, მომდევნო sesxebi კი საქართველოში ყველაზე უფრო დაბალ პროცენტში გაიცემა.

რაც შეეხება სპეციალურად ქალბატონებისთვის განკუთვნილ ფინანსურ რჩევებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველ რიგში, ნუ იქნებით სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული. გამუდმებით შეისწავლეთ ფულის მართვისა და სწორად ინვესტირების ხელოვნება.

ფულის დაკარგვის შიშის გამო, არ თქვათ უარი ინვესტიციაზე. გახსოვდეთ წარუმატებლობისა და წარმატების შანსი ყველა საქმეს აქვს, მთავარია შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი.

women-and-money

გახსოვდეთ, თქვენს ფინანსურ უსაფრთხოებას განსაზღვრავს: თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ და საკუთარი ფინანსური მომავლის ხელში აღების მზადყოფნა.

დაისახეთ ფინანსური მიზნები. ეს ფინანსური წარმატების საწინადარია.

ხარჯეთ იმაზე ნაკლები ვიდრე გამოიმუშავებთ. ეს ფინანსური კეთილდღეობის ძირითადი კანონია და შესაბამისად, მისი შესრულება აუცილებელი გახლავთ.

არავინ გთხოვთ საოცნებო, ძვირადღირებულ ჩანთაზე უარის თქმას, მაგრამ სასურველია მის შესაძენად საჭირო თანხა ნელ-ნელა მოაგროვოთ. ამით თქვენს თვიურ ბიუჯეტს თვალშისაცემი დარტყმისგან დაიცავთ.

თუ ახალი ნივთის შეძენის დაუძლეველმა სურვილმა შეგიპყროთ, აიძულეთ თავი და მოითმინეთ მეორე დღემდე. ნუ მიიღებთ მსგავს გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე.

Woman with pile of money

შეწყვიტეთ iPhone6-ზე ოცნება თუ თქვენი iPhone5 ჯერ კიდევ გამართულად მუშაობს და აუცილებელ ფუნქციებს შეუფერხებლად ასრულებს.

გახსენით ბანკში სპეციალური ანგარიში დანაზოგისთვის და ინტენსიურად გადადეთ ფული.

ეს თანხა სამსახურის ან შემოსავლის წყაროს დაკარგვის შემთხვევაში გამოგადგებათ, რადგან ახალი სამსახურის/შემოსავლის წყაროს შოვნამდე სიღარიბის, სასოწარკვეთის, ვალის აღებისა და სხვა უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი ფული, თქვენ ვალდებული ხართ სასწრაფოდ შეიმუშავოთ (ან ფულის გაჩენამდე გქონოდათ მზად) მისი გონივრულად მოხმარების გეგმა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული შესაძლოა ისე შემოგეხარჯოთ, რომ ვერც კი მიხვდეთ სად წაიღეთ.

excited businesswoman holding two paper bags with money and smiling. photo in studio over grey background

მიიღეთ ფინანსური განათლება. გაეცანით შესაბამის ლიტერატურას და გაიგეთ მეტი ფულის შესახებ, ეს ძალიან ხშირად გამოგადგებათ ცხოვრებაში.

ოჯახური ბიუჯეტი მართეთ მეუღლესთან ერთად. წინასწარ შეადგინეთ ხარჯების გეგმა. გაითვალისწინეთ როგორც ოჯახის, ასევე პირადად თქვენი მოთხოვნილებები.

ქორწინებამდე თქვენც და თქვენი რჩეულიც გათავისუფლდით ვალებისგან.

ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და ნუ გაიმეორებთ წარსულში მიღებულ, არასწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს.