vivus ge

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ სწრაფი სესხების შესახებ

საქართველოში სწრაფი სესხებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სესხის არჩევა საჭიროა მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეთ: რა არის სწრაფი სესხი, ვინ გვთავაზობს მას საქართველოში, რა თანხის სესხება არის შესაძლებელი და რა არის ამისათვის საჭირო.  თქვენ ასევე გაიგებთ, როგორ აიღოთ სწრაფი სესხი.

ბოლოს წლების განმავლობაში მოკლევადიანი სესხები, იგივე სწრაფი სესხები, საქართველოში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწრაფი სესხები ნამდვილად სწრაფი და საკმაოდ მოსახერხებელია, როცა ფული უცებ გვჭირდება. მოკლევადიანი სესხი სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დასჭირდეს ადამიანს. მაგალითად, კომუნალურების გადასახდელად, მანქანის შესაკეთებლად ან უბრალოდ სასურველი ნივთის საყიდლად. სწრაფი სესხი განსხვავდება ბანკის სესხისაგან და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის მიღება სახლიდანვე შეგიძლიათ, რიგებში დგომისა და საბუთების მოგროვების გარეშე.

რა არის სწრაფი სესხი?

სწრაფი სესხი არის მოკლევადიანი სესხი, რომელსაც მომხმარებელს არა ბანკები, არამედ კრედიტორები სთავაზობენ. სრწაფი სესხის არსი შემდეგია: სესხისათვის არ არის საჭირო რაიმე სახის გირაო ან გარანტია. მნიშვნელოვანია თანხა მოკლე ვადებში დაფაროთ. ონლაინ სესხის მისაღებად მხოლოდ ინტერტენტი და საბანკო ანგარიშია საჭირო და იგი სამომხმარებლო კრედიტების და საკრედიტო ბარათების იდეალური ალტერნატივაა.

სწრაფი სესხები საქართველოში

საქართველოში ონლაინ სესხები დაახლოებით 2005-2006 წლებში შემოვიდა. ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობისთვის სწრაფი სესხები ხელმისაწვდომი გახადა 4ფინანსის ბრენდი Vivus.ge იყო. სხვა მსგავს კომპანიებთან შედარებით, Vivus.ge სანდოობითა და სიმარტივით გამოირჩევა, რადგან კომპანიას ამ ბაზარზე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იგი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმატებულად დამკვიდრებული.

რა თანხის სესხებაა შესაძლებელი სწრაფი სესხით?

თანხის ოდენობა კონკრეტულ კომპანიაზე არის დამოკიდებული, მაგრამ საშუალოდ 50-2000 ლარამდეა.

ზოგ კრედიტორებთან გამონაკლისის სახით 5000 ლარამდე ფულის სესხებაც არის შესაძლებელი.

 

რა ვადაში უნდა დაფაროთ სწრაფი სესხი?

სრწაფი სესხი, არის მოკლევადიანი სესხი და როგორც წესი, მისი დაფარვა 5-დან 30 დღემდე პერიოდში უნდა მოხდეს. კონკრეტული დღეების რაოდენობას მომხმარებელი თავად ირჩევს სესხის მოთხოვნისას. ონლაინ სესხების ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, სესხი ერთი გადახდით იფარება. რიგი კომპანიები მომხმარებელს სესხის გადავადებასაც სთავაზობენ, თუკი ისინი დათქმულ დროში სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ.

 

რისთვის იყენებენ სწრაფ სესხებს?

სწრაფი სესხის მიღებისათვის არ არის საჭირო წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული მიზანი. მომხმარებელს მიღებული თანხის სურვილისამებრ გამოყენება შეუძლია. როგორც წესი, ყველაზე ხშირად სწრაფ სესხს გაუთვალისწინებელ ხარჯებთან გასამკლავებლად  მიმართავენ, მაგალითად, სამედიცინო ხარჯებთან, მანქანის შესაკეთებლად, კრედიტის დასაფარად, ყოველდღიურ ხარჯებთან გასამკლავებლად და უბრალოდ გასართობად.

 

რა არის საჭირო სეხის მისაღებად?

  • ასაკი – 20-65 წლამდე
  • საქართველოს მოქალაქეობა
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • კარგი საკრედიტო ისტორია

 

როგორ აიღოთ სწრაფი სესხი?

სეხის მიღება კომპანიის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი. თქვენ მიუთითებთ სასურველ თანხას, დაფარვის ვადას და მიჰყვებით მარტივ ონლაინ აპლიკაციას. დასტურის მიღების შემდეგ, თანხა რამდენიმე წუთში საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანხის პირდაპირ ხელზე აღება გსურთ, შეგიძლიათ Vivus.ge-ს სერვისით „მიიღე ფული ხელზე“ ისარგებლოთ.

 

სწრაფ სესხებს დღეს საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა ყველა ინფორმაციის კარგად გადამოწმება, რათა არჩევანი თქვენთვის ყველაზე შესაფერის შემოთავაზებაზე გააკეთოთ.