21-ე საუკუნის ფილმები, რომლებიც მაყურებელმა შეიყვარა

ფილმები გახლავთ ხელოვნების ის ნიმუშები, რომელთა მიმართაც გულგრილი არავინაა, თუმცა ყოველ ჩვენგანს საკუთარი გემოვნება აქვს, შესაბამისად არსებობს ფილმები, რომლებიც მოგვწონს და რომლებიც არ მოგვწონს.

საუკეთესო ფილმის სტატუსის მოპოვებას კი ახერხებენ ის კინო -ნამუშევრები, რომლებიც მაყურებლის ყველაზე დიდი ნაწილის სიმპათიების ღირსნი ხდებიან.

ასეთი ფილმები მრავლადაა მსოფლიო კინემატოგრაფიის არქივში, თუმცა ამ სტატიაში ამ არქივის ბოლო მონაკვეთზე ვისაუბრებთ.

უფრო კონკრეტულად კი, დღეს, vivus ge -ს ბლოგი გიამბობთ იმ ფილმების შესახებ, რომლებიც 21 -ე საუკუნეში ანუ ბოლო 18 წლის განმავლობაშია გადაღებული და რომლებმაც მაყურებლის დიდი ნაწილის გულები მოიგეს.

ასეთი ფილმები გახლავთ:

პიანისტი, ენდრიუ ბოუდი, ფილმი

The Pianist / პიანისტი

2002 წელს გადაღებული ფილმი, რომლის სიუჟეტიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება.

მისი მთავარი გმირია პოლონეთში მცხოვრები, ებრაელი პიანისტი.

გერმანელების დევნისგან თავის დაცვის მიზნით, მას უწევს დამალვა და არაერთი წარმოუდგენელი სირთულის გადატანა.

ფილმის ხანგრძლივობა 2 საათს აღემატება და ის სავსეა ომისთვის დამახასიათებელი ემოციური კადრებით.

The Pianist ეკრანებზე გამოვიდა 2003 წლის იანვარში.

მისი რეჟისორი გახლავთ რომან პოლანსკი, მთავარ როლს კი ედრიან ბროუდი ასრულებს, რომელსაც თავბრუდამხვევი წარმატება სწორედ ამ ფილმმა მოუტანა.

გოგონა მილიონ დოლარად

Million Dollar Baby / გოგონა მილიონ დოლარად

ეს ფილმი 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

მისი რეჟისორი და ერთ -ერთი მთავარი როლის შემსრულებელია ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი კლინტ ისტვუდი.

მილიონ დოლარიანი გოგონას როლს კი ჰოლივუდის შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავი ქალბატონი, ოსკაროსანი მსახიობი ჰილარი სვონკი ასრულებს.

ფილმის კიდევ ერთი ვარსკვლავი გახლავთ მსახიობი მორგან ფრიმენი.

სიუჟეტი კი გიამბობთ მოკრივე გოგონასა და ვეტერანი მწვრთნელის მიერ, გამარჯვებისკენ მიმავალი გზის გავლის ისტორიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ „Million Dollar Baby“ 21 -ე საუკუნის საუკეთესო ფილმად აღიარა არამხოლოდ მაყურებელმა, არამედ გავლენიანმა გამოცემამ „The New York Times“ -მაც.

ზოდიაქო, ფილმი, კინო

Zodiac / ზოდიაქო

ეს გახლავთ მძარფსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც გიამბობთ გამომძიებლისა და რეპორტიორის საერთო საქმეზე.

ისინი იძიებენ სერიული მკვლელის, ზედმეტსახელად ზოდიაქოს საქმეს და ცდილობენ დამნაშავის ამოცნობას.

ფილმის მთავარ გმირებს განასახიერებენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, რეჟისორი კი გახლავთ დევიდ ფინჩერი.

ფილმის ხანგრძლივობა 2 საათს აღემატება და ის ეკრანებზე გამოვიდა 2007 წელს.

ფეისბუქი

The Social Network / სოციალური ქსელი

დრამატული ჟანრის ფილმი, რომელიც უახლეს ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული და გვიამბობს მსოფლიოს ყველაზე უფრო პოპულარული სოციალური ქსელის ფეისბუქის შექმნის ისტორიას.

ფილმში აღწერილია ფაქტები, რომლებსაც ფეისბუქის დამფუძნებლის, მარკ ცუკენბერგის ცხოვრებაში სოციალური ქსელის შექმნამდე ჰქონდა ადგილი.

The Social Network არის ორსაათიანი ფილმი და მისი რეჟისორია დევიდ ფინჩერი.

მთავარ როლებს კი ასრულებენ: ჯეს ეისენბერგი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ენდრიუ გარფილდი, არმი ჰამერი და აარონ სორკინი.

არგო, ფილმი, ბენ აფლეკი

Argo / არგო

აღნიშნული ფილმის რეჟისორი, ერთ -ერთი პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია მსახიობი ბენ აფლეკი.

სწორედ არგოს რეჟისურისთვის მიიღო მან ოსკარის ჯილდო.

არგო ეკრანებზე გამოვიდა 2012 წელს და მისი სიუჟეტი გიამბობთ აშშ -ს საელჩოს თანამშრომლების გადარჩენის ისტორიას.

ბენ აფლეკთან ერთად, ფილმის ერთ -ერთი პროდიუსერი გახლავთ კინოვარსკვლავი ჯორჯ კლუნი.

წიგნის ქურდი, ფილმი

The Book Thief / წიგნის ქურდი

ფილმის მოქმედება ხდება 1938 წელს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ პატარა ქალაქში.

სიუჟეტის მთავარი გმირია პატარა ობოლი გოგონა, რომელიც ასაკოვანმა წყვილმა იშვილა და წიგნების მიმართ სიყვარული ჩაუნერგა.

საინტერესო ნაწარმოებების მიმართ ინტერესი პატარა გოგონას წიგნების არასტანდარტული გზით მოპოვებისკენ უბიძგებს, თუმცა ის ამას არ აკეთებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ჯეფრი რაში, ემილი უოტსონი და სოფი ნელისი.

„The Book Thief“ ეკრანებზე გამოვიდა 2013 წელს.

ლეონარდო დიკაპრიო, უოლ სტრიტის მგელი, ფილმი

The Wolf of Wall Street / უოლ სტრიტის მგელი

ამ ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მთელს მსოფლიოში და მალევე გაჰიტდა.

სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და გვიამბობს კაცზე, რომელიც უოლ სტრიტზე უკანონო მეთოდებით გამდიდრდა.

„The Wolf of Wall Street“ – ის რეჟისორია ლეგენდარულ მარტინ სკორსზე, მთავარ როლს კი სკორსეზეს საყვარელ მსახიობად აღიარებული ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

ფილმში ასევე მონაწილეობენ: მეთიუ მაკონაგი, ჯონა ჰილი და მარგო რობი.

„The Wolf of Wall Street“ 3 საათიანი ფილმია, ეკრანებზე გამოვიდა 2014 წლის იანვარში. მისი ბიუჯეტი იყო 100 მილიონი აშშ დოლარი, მისმა შემოსავალმა კი 400 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

თავდაყირა, ანიმაციური ფილმი, მულტფილმი

Inside Out / თავდაყირა

ანიმაციური ფილმი, რომელმაც მოიგო არამხოლოდ პატარა მაყურებლის, არამედ უფროსების გულებიც.

ფილმის მთავარი გმირები პატარა, 11 წლის გოგონას გოგონას ემოციები არიან, რომლებიც მის გონებაში ცხოვრობენ და მის ცხოვრებას წარმართავენ.

ფილმის სიუჟეტი გახლავთ დიდი ფანტაზიის ულამაზესი ნაყოფი, რომელიც აზრობრივად ძალიან დატვირთულ, ფერად სურათს ქმნის.

Inside Out ეკრანებზე გამოვიდა 2015 წლის ზაფხულში.

მისი შექმნა 175 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, მისმა შემოსავალმა კი თითქმის 900 მილიონ დოლარს მიაღწია.

ფილმით მოხიბლული იყო არამხოლოდ მაყურებელი, არამედ ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიაც.

სწორედ ამიტომ, Inside Out -მა საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში აიღო ოსკარი და წარდგენილი იყო საუკეთესო სცენარის ნომინაციაშიც.

ფილმი, მოზარდი

Boyhood / მოზარდი

2014 წელს გადაღებული დრამა, რომლის სანახავადაც თითქმის სამი საათი დაგჭირდებათ, რადგან ეს ფილმი ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივია.

სიუჟეტი გიამბობთ ერთი ბიჭისა და მისი ოჯახის ისტორიას.

მასში აღწერილია მოვლენები, რომელთა განვითარებასაც 12 წელი დასჭირდა.

Boyhood -ში ნაამბობი ისტორია, იმდენად ახლოა რეალობასთან, რომ ამ კინო -ნამუშევარმა სწრაფად და მარტივად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიები.

ამ კინოს გადაღება 4 მილიონი დოლარი დაჯდა, მისმა შემოსავალმა კი 44 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

Boyhood -ის რეჟისორია რიჩარდ ლინკლეითერი.

ფილმი, კინო, ედი მერფი

Mr. Church / ბატონი ჩარჩი

ეს ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და გიამბობთ საოცარი მეგობრობის ისტორიას.

მისი მთავარი გმირი გახლავთ სასიამოვნო და კეთილი სიურპრიზებით სავსე მზარეული, რომელიც მძიმე სენით დაავადებული მარტოხელა დედის სახლში იწყებს მუშაობას.

მაყურებელთა შეფასებით, „Mr. Church“ გახლავთ საოცრად კეთილი ფილმი, რომელიც ადამიანური ურთიერთობების მთავარ ფასეულობებს უსვამს ხაზს და მაყურებელში სენტიმენტებს აღვიძებს.

მასში მთავარ როლს ასრულებს კომედიური ჟანრის ვარსკვლავი, მსახიობი ედი მერფი.

Mr. Church ეკრანებზე გამოვიდა 2016 წელს და მისი ხანგრძლივობაა 1 საათი და 45 წუთი.

ცნობისთვის, სატატია შედგენილია არა კინო კრიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით, არამედ იმ გამოცემების მონაცემებით, რომლებმაც მაყურებელთა აზრი გამოიკვლიეს.