ახალი წელი 500 ლარად

ახალი წელი 500 ლარად

ახალი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი და გრანდიოზული დღესასწაულია მთელს მსოფლიოში.

საახალწლო წესების დაცვა და სადღესასწაულო განწყობის შექმნა კი დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან.

უფულობის გამო დღესასწაულის გაფუჭების თავიდან არიდების მიზნით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 500 ლარიანი სესხი Vivus-ში და შეხვდეთ ახალ წელს ისე როგორც გსურთ.

რა შეიძლება გააკეთო 500 ლარად?

ვარიანტი N1 – გააწყო საახალწლო სუფრა, რასაც ქართულ ბაზარზე არსებული ფასებიდან გამომდინარე 200 -დან 500 ლარამდე თანხა სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ მთელ თანხას სუფრაზე არ დახარჯავთ, შეგიძლიათ დარჩენილი ფული ოჯახის წევრებისა და თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შესაძენად გამოიყენოთ.

ვარიანტი N2 – გაატაროთ ახალი წელი რომელიმე წვეულებაზე.

ანონსებს თუ გადავხედავთ, თბილისში დაგეგმილ საახალწლო წვეულებებზე მაგიდის დაჯავშნის საფასური 150 -დან 400 ლარამდე მერყეობს.

ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, დარჩენილი თანხით, შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი სამოსი, რათა წვეულებაზე არამხოლოდ მხიარულად არამედ ლამაზად და მოდურადაც გამოიყურებოდეთ.

ვარიანტი N3 – შეხვდეთ ახალ წელს საზღვარგარეთ.

ქუთაისის აეროპორტიდან იაფი რეისების დანიშვნისა და უვიზო მიმოსვლის გამო, საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა საოცრად დაბალ ფასად არის შესაძლებელი.

ქუთაისის აეროპორტიდან ავიაბილეთების ფასი 70 ლარიდან იწყება, ევროპის სასტუმროებს შორის კი მრავლად არის ისეთი დაწესებულებები, სადაც ერთი ღამის გათენების საფასური 30 დოლარიდან იწყება.

ქართული ტურისტული სააგენტოები კი მრავლად გვთავაზობენ საახალწლო ტურებს, რომელთა საფასურიც 500 ლარს არ აღემატება.

ვარიანტი N4 – ახალი წელი ტელევიზორთან.

თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც ახალი წლის სახლში გატარება სურთ და საახალწლო ფილმებისა და ტელეგადაცემების ყურებას აპირებენ, მაშინ 500 ლარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ტელევიზორის ან ახალი კომფორტული სავარძლის შესაძენად.