ფინანსური

ფინანსური რჩევები 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს

ადამიანი ყველა ასაკში სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპს გადის.

წლებთან ერთად იცვლება მისი შეხედულებები, მდგომარეობა და ვალდებულებები, რის გამოც, საჭიროა ცხოვრებისა და მისი ცალკეული მხარეების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაც.

მრავლ სხვა ცვლილებას შორის, წლების მატებასთან ერთად საჭიროა ფინანსური გეგმებისა და ქცევის საკუთარ ასაკთან მისადაგება.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენმა ბლოგმა უკვე შემოგთავაზათ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფინანსური რჩევები და ახლა, 30 წელს გადაცილებულთა ჯერია.

სწორედ ამიტომ, დღეს, გაგაცნობთ ფინანსური ექსპერტების მიერ, სპეციალურად 30 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის შემუშავებულ ფინანსურ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

პირველ რიგში გეტყვით, რომ 30 წლის შემდეგ, ადამიანი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და ამ სიახლეს საკუთარი ბიუჯეტიც უნდა მოარგოს, რისთვისაც საჭიროა ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა:

ნაბიჯი N1 – გაანალიზეთ საკუთარი ბიუჯეტი!

ზედმიწევნით ზუსტად დათვალეთ თქვენი შემოსავალი და ხარჯები, რათა გქონდეთ თქვენი პირადი ფინანსური მდგომარეობის ზუსტი სურათი.

სწორედ ეს სურათი უნდა გახდეს თქვენი სამომავლო გეგმების საძირკველი.

ნაბიჯი N2 – გადაიხადეთ ძველი ვალები.

ყველა რესურსი მიმართეთ ვალების დაფარვისკენ და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდით მათგან.

მომავალში კი ფრთხილად მოეკიდეთ კრედიტებს და ისესხეთ გონივრულად.

გამართლებულია კრედიტის აღება სახლის შესაძენად ან ბიზნესის წამოსაწყებად.

ყულაბა

ნაბიჯი N3 – გადაანაწილეთ ხარჯები ისე, რომ მოახერხოთ ფულის გადადება.

აუცილებელია, რომ ყოველთვიურად გადადოთ გარკვეული თანხა:

  • საპენსიო ფონდისთვის;
  • ფულადი დანაზოგისთვის (რეკომენდირებულია შემოსავლის 15% -ის გადადება;
  • შვილების განათლებისთვის (არ გეგონოთ, რომ ეს ჯერ ადრეა, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან. ექსპერტების აზრით, უმჯობესია თუ თანხის შეგროვებას ახლავე დაიწყებთ).

ნაბიჯი N4 – არ დაინანოთ ფული საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

ნუ გაგაოცებთ ამ პუნქტის ფინანსურ გეგმებში მოხვედრა.

იმ შემთხვევაში თუ 30 წლიდან დაიწყებთ საკუთარ ორგანიზმზე ხარისხიანად ზრუნვას, მომავალში დაზღვეული იქნებით იმ დაავადებებისგან, რომელთა მკურნალობაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ნაბიჯი N5 – რაოდენობის ნაცვლად, გაზარდეთ ხარისხი.

30 წლის ასაკში, ადამიანს გასულ წლებთან შედარებით უფრო მაღალი ფინანსური შემოსავალი აქვს.

ნუ მიუდგებით ამ ფაქტს მცდარი კუთხით და გაზრდილი შემოსავლის გამო, ნუ გაზრდით თქვენს ხარჯებსაც.

უმჯობესი იქნება თუ ასაკთან ერთად, გონიერებას შეიძენთ და დაიწყებთ ფულის ხარისხიანად ხარჯვას.

ამ ნაბიჯის სისრულეში მოყვანა უფრო გაგიმარტივდებათ თუ გაიხსენებთ აქამდე გაწეულ არაგონივრულ ხარჯებს, რომლებსაც დღეს ნანობთ.