%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%98

ფინანსური რჩევები მათ ვისაც დაბალი ხელფასი აქვს

ფინანსური პრობლემების სწრაფად მოსაგვარებლად, თქვენ გყავთ თქვენი მეგობარი კომპანია  vivus ge, რომელიც ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ.

vivus ge-ში online credit-ის აღება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.

აქ პირველი Sesxi უპროცენტოა, განმეორებითი Sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

ფულის სესხების პარალელურად, თქვენი მეგობარი კომპანია, საკუთარი ბლოგის საშუალებით სასარგებლო ფინანსურ რჩევებსაც ხშირად გაძლევთ.

ეს სტატიაც სწორედ ასეთი რჩევების მორიგი კრებულია.

ამჯერად შემოგთავაზებთ ფინანსურ რჩევებს, რომლებიც სეციალურად იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც დაბალი ფინანსური შემოსავალი აქვთ.

%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%98

რჩევა N1: გააკეთეთ დანაზოგი.

ფულის გადადების საუკეთესო ვარიანტად ითვლება, ყოველთვიურად, ხელფასის 10%-ის გადადება.

თუ თქვენ თქვენი ყოველთვიური ხარჯებისთვის ამ თანხის მოკლების ფინანსური და მორალური მზაობა ჯერ არ გაქვთ, დაიწყეთ შედარებით ნაკლები თანხის გადადება და ნელ-ნელა გაზარდეთ ის შემოსავლის 10%-მდე.

გახსოვდეთ ფულის გადადების საუკეთესო პერიოდია ხელფასის აღების დღე.

რადგან თვის ბოლოს თქვენ ისედაც მცირე თანხა გაქვთ დარჩენილი და დანაზოგის ყუთში რაიმის ჩადება ამ დროს უფრო გაგიჭირდებათ.

რჩევა N2: უარი თქვით ზედმეტ ხარჯებზე.

ამ რჩევის გათვალისწინებისა და მისი სისრულეში მოყვანის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მეთოდს:

ორი-სამი თვის განმავლობაში, ჩაიწერეთ ყველა თქვენი ხარჯი.

თვის ბოლოს გადახედეთ ჩანაწერს და ის რაც აუცილებლობად არ მიგაჩნიათ, შემდეგ თვეში ხარჯების სიიდან ამოიღეთ.

%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%98

რჩევა N3: ისარგებლეთ საბანკო მომსახურებით.

ნუ შეინახავთ ფულს სახლში, ამის ნაცვლად გახსენით საბანკო ანგარიში, სადაც დაგერიცხებათ პროცენტი.

ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა.

რჩევა N4: დააბანდეთ ფული.

ინვესტირება ეს გახლავთ ქმედება, რომელსაც ფინანსისტები ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს ურჩევენ.

დააბანდეთ იმდენი რამდენიც შეგიძლიათ და რაც მთავარია დააბანდეთ ჭკვიანურად.

%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%98

რჩევა N5: ეძებეთ დამატებითი შემოსავალი.

დაუთმეთ სამსახურისგან თავისუფალი დრო ისეთ საქმეს რომელიც ფულს მოგიტანთ.

დაფიქრდით, იქნებ თქვენს ჰობისაც კი შეუძლია გახდეს თქვენი შემოსავლის წყარო.

დაიწყეთ რეპეტიტორობა, გაყიდეთ თქვენი ნახატები ან ხელნაკეთი ნივთები.

თუ კარგად ფლობთ უცხო ენას იმუშავეთ თარჯიმნად და ა.შ.

რჩევა N6: მიმართეთ არასტანდარტულ მეთოდებს.

ასეთი მეთოდები თავად უნდა მოიფიქროთ, რადგან ის თქვენი ცხოვრებისა და თქვენს ხელში არსებულ რესურსებზე მორგებას საჭიროებს.

თუმცა ერთ მაგალითს მაინც მოგიყვანთ.

ფულის შოვნის არასტანდარტულ მეთოდებს შორის პოპულარობით სარგებლობს, საკუთარი ბინის ან სახლის გაქირავება და თავად ნაკლებად პრესტიჟულ უბანში მდებარე ან უფრო მცირე ზომის ბინის ქირაობა.

%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%98

რჩევა N7: არ დაგავიწყდეთ ხარჯვა.

ეს განსაკუთრებით ეხებათ ახალგაზრდა ოჯახებს.

ზოგიერთი მათგანი ისეა გართული ფულის ეკონომიით, რომ ავიწყდება გართობა, საკუთარი თავისა და მეუღლის განებივრება და ა.შ.

ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას და ახალგაზრდობის წლებს ფულის გამო ნუ გაინაცრისფერებთ.

ხარჯეთ ზომიერების ფარგლებში.

თორემ სიბერეში გექნებათ ფული, მაგრამ არ გექნებათ ხალისი და ენერგია გართობისთვის.

11.01.2017