ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

სწრაფი ფული შეგიძლიათ მიიღოთ vivus ge -ში. აქ გაიცემა 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი ონლაინ სესხები 30 დღის ვადით.

Vivus -ში sesxis ageba შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც:

  • არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის;
  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობს პირად საბანკო ანგარიშს vivus ge -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში;
  • შეუძლია ვალის გადახდა.

Vivus -ის ონლაინ სესხის მისაღებად არ არის საჭირო არც თავდები, არც გირაო, არც თანამსესხებელი და არც სესხის უზრუნველყოფა.

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

სწრაფი ფული – როგორ მივიღო?

სწრაფი ფულის მისაღებად, თქვენ უნდა ეწვიოთ vivus -ის ოფიციალურ ვებგვერდს ან სერვის ცენტრს.

ვებგვერდის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ სესხის ონლაინ განაცხადის შევსება და სესხის დამტკიცების შემდეგ, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

ხოლო თუ აირჩევთ ვიზიტს სერვის ცენტრში, თქვენ მოგემსახურებიან Vivus -ის მაღალკვალიფიციური ოპერატორები და მოახერხებთ ფულის ხელზე აღებას.

რაც შეეხება ჩვენი სტატიის მეორე თემას, მდიდარი ადამიანების ფინანსურ რჩევებს, შემოგთავაზებთ რამდენიმე მილიონერის გამონათქვამებს, რომლებიც ბოლო ათწლეულში ითქვა და რომლებიც ოდნავ განსხვავდება წარსულში გაბატონებულ, ფულთან დაკავშირებულ მიდგომებისგან.

ფრაზებთან ერთად, სტატიაში გიამბობთ ამ ფრაზების ბექრაუნდებს და მათი ავტორების შესახებ საინტერესო ფაქტებს.

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

რჩევა N1

„ისწავლეთ ფულის გადადება პირადი სიამოვნებისთვის.“  – ამ ფრაზის ავტორია ამერიკელი ფინანსური მრჩეველი და პირადი ფინანსების ექსპერტი სუზი ომანი.

ავტორის განმარტებით, წარმატებული ფინანსური დანაზოგის მთავარი საიდუმლო არის ის, რომ მისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ.

„არასწორია შეკითხვა „როდის დავხარჯო ჩემი დანაზოგი?“ რადგან მთავარი შეკითხვა გახლავთ „როგორ მოვიქცე, რომ საკუთარმა ფულმა სიამოვნება მომანიჭოს“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ფულის ხარჯვას ისე გადაეჩვიოთ, რომ ამის სურვილიც კი არ გაგიჩნდეთ.

ამ ყველაფრის შედეგს კი ალბათ თავადაც მიხვდებით“ – განმარტავს სუზი ომანი, რომლის ქონებაც 35 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სუზი ომანი გახლავთ ადამიანი, რომელსაც საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს.

ინტერნეტში მრავლად შეხვდებით სტატიებს, რომლებიც ქალბატონი ომანის რჩევების გათვალისწინების სავალალო შედეგებზე გიამბობთ და უფრო მეტიც, სუზი ომანის მოწინააღმდეგეები იმასაც ამბობენ, რომ ეს ქალბატონი ხშირად თავადაც კი არ ითვალისწინებს საკუთარ მოსაზრებებს და სწორედ ამიტომ მოახერხა გამდიდრება.

თუმცა ფაქტი სახეზეა, სუზი ომანს ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს და ის მსოფლიოს გავლენიანი ქალების ასეულში, საპატიო ადგილზეა.

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

რჩევა N2

„ყველა შესაძლო ინვესტიციას შორის, საუკეთესო გახლავთ ინვესტიცია საკუთარ თავში“ – ამ ფრაზის ავტორია მილიარდერი უორენ ბაფეტი.

„ვერავინ შეძლებს თქვენთვის იმის წართმევას რაც გახდა თქვენი პიროვნების ნაწილი“ – განაცხადა ბაფეტმა ფინანსური გამოცემა ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში 2017 წელს.

ცნობისთვის უორენ ბაფეტი გახლავთ დედამიწის ყოფილი ყველაზე მდიდარი ადამიანი.

აღნიშნული სტატუსი მან 2010 წელს დაკარგა, რადგან საკუთარი ქონების 50% -ზე მეტი, კერძოდ 37 მილიარდი აშშ დოლარი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა.

მას შემდეგ მისი სიმდიდრე კიდევ უფრო გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, 87 წლის უორენ ბაფეტის ქონება 84 მილიარდი აშშ დოლარია და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე პოზიციაზეა.

როგორც ცნობილია, გარდაცვალების შემდეგ, უორენ ბაფეტი, საკუთარი ფულის 99% -ს უტოვებს საქველმოქმედო ფონდს.

სავარაუდოდ ეს ფონდი იქნება ბილ და მელისა გეითსების საქველმოქმედო ფონდი, რადგან ბაფეტი და მსოფლიოს ამჟამინდელი უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეითსი ახლო მეგობრები არიან.

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

რჩევა N3

„ნუ შეგეშინდებათ სხვისი ფულის გამოყენების“ – ამ რჩევას კი ამერიკელი კინო -პროდიუსერი სპაიკ ლი გვაძლევს.

„მე ძალიან მშვიდად ვთხოვ ადამიანებს ფულს, რადგან მაქვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ვიცი, ამ ფულით კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნას მოვახერხებ“ – განმარტავს სპაიკი, რომლის ქონებაც, ბოლო მონაცემებით, 40 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.

ცნობისთვის, სპაიკ ლი 61 წლისაა.

1983 წლიდან დღემდე, მას 35 ფილმი აქვს გადაღებული და არის რამდენიმე წიგნის ავტორი.

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

რჩევა N4

„შეიძინეთ ბითუმად და ფასდაკლებით“ – ამ რჩევის ავტორი გახლავთ ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი მარკ ქიუბანი.

„თუ სადმე წააწყდებით 50% -იან ფასდაკლებას ხარისხიან პროდუქტზე, უნდა შეიძინოთ ის მაშინაც კი თუ არ გჭირდებათ.

ეს გახლავთ ფულის შოვნის არაჩვეულებრივი მეთოდი, რადგან ფასები სწრაფად იზრდება და მომავალში ამ ნივთს ბევრად უფრო ძვირად გაყიდით“ – განაცხადა მილიარდეტმა კიუბანმა ჟურნალ ვენითი ფაიარისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, მაკრ ქიუბანი 59 წლისაა და მისი ქონება 3,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სხვა ბიზნესებთან ერთად, ქიუბანს აქვს საკუთარი საკალათბურთო ასოციაცია, საკუთარი ტელევიზია და ფილმების სადისტრიბუციო კომპანია.

ფინანსური რჩევები მდიდრებისგან და სწრაფი ფული

რჩევა N5

„არ დაგავიწყდეთ, რომ ფული არ არის ყველაფერი“  – ამ სიტყვების ავტორია კაცი, რომელმაც მოახერხა და 5 წელიწადში გახდა მილიონერი.

საუბარია ბიტკოინების მილიონერად წოდებულ გრანდ საბატიეზე, რომელმაც 31 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ იმაზე მეტი ფული სჭირდებოდა ვიდრე ჰქონდა, ამიტომ მიზნად დაისახა მილიონის შოვნა და 5 წელიწადში მილიონერიც გახდა.

„მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, იმდენად ბევრს, რომ ხანდახან დასვენების დღეებსაც კი ოფისში ვატარებდი.

ამის გამო ახლობელ ადამიანებს სათანადო დროს ვერ ვუთმბოდი, არაერთი მეგობარი დავკარგე, ჩემი მოუცლელობის გამო.

სწორედ ამ, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ცხოვრებაში ფული არ არის ყველაფერი.

ფულს ნუ შესწირავთ საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახსა და მეგობრებს“ – განაცხადა მილიონერმა, რომელიც მსოფლიო სენსაციად იქცა, ნოლიდან დაწყებული ბიზნესით, 5 წელიწადში მილიონების შოვნის გამო.

ცნობისთვის, გრანდ საბატიე გახლავთ ვებგვერდს „MillennialMoney” – ს დამფუძნებელი და პირველი მილიონი სწორედ ამ საიტით გამოიმუშავა.