დედოფალი, ტესტი

გამოიცანი დედოფალი (გაიარე ტესტი)

დედოფალი გახლავთ ტიტული, რომელსაც ატარებენ მონარქიული სახელმწიფოს მმართველების ცოლები ან თავად მმართველები.

აღნიშნული ტიტულის მფლობელები, ჩართულნი არიან მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში და ხშირად მეუღლეებთან ერთად ქვეყანასაც კი მართავენ.

დღევანდელ მსოფლიოს სულ რამდენიმე დედოფალიღა შემორჩა, რადგან მონარქიული წყობილება პლანეტის უმეტეს ნაწილში წარსულს ჩაბარდა.

თანამედროვე დედოფლებს შორის, ყველაზე ცნობილი გახლავთ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, რომელიც 92 წლისაა და უკვე 65 წელიწადზე მეტია რაც ქვეყნის მთავარი მონარქის სტატუსს ატარებს.

სამეფო ტახტი ელიზაბეტმა მამისგან, მეფე ჯორჯ მეექვსისგან მიიღო.

დღეისათვის მოქმედ დედოფლებს შორის ასევე არიან: ესპანეთის დედოფალი ლეტისია, დანიის დედოფალი მარგრეტ მეორე, ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა და სხვები.

ჩვენი ბლოგის დღევანდელ სტატიაში კი მოგიწევთ გამოიცნოთ სხვადასხვა დროში მოღვაწე დედოფლები, რომელთა სახელიც ისტორიას შემორჩა.

ტესტი მოიცავს 10 შეკითხვას.

თითოეულ შეკითხვას თან ახლავს 3 სავარაუდო პასუხი და ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია სწორედ ის დედოფალი, რომელიც უნდა ამოიცნოთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ vivus ge -ს ბლოგი სხვადასხვა შინაარსის ტესტებს ყოველკვირეულად აქვეყნებს.