წიგნები

გამოიცანი ლიტერატურული გმირი (გაიარე ტესტი)

მსოფლიო ლიტერატურა უსაზღვროდ დიდი რაოდენობით ნაწარმოებებს ითვლის.

მათი ნაწილი თანამედროვეობამდე არ მოსულა, თუმცა არის ნაწარმოებები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე ახერხებს ახალი თაობის მკითხველისთვის თავის შეყვარებას.

მეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლიტერატურა დიდ გავლენას ახდენს ცალკეული ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ ხელოვნების ამ დარგს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წარსულშიც და ახლაც.

მართალია, ჯერ კინო -ინდუსტრიის განვითარებამ, შემდეგ კი ინტერნეტის გააქტიურებამ, ლიტერატურას პუბლიკა შეუმცირა, მაგრამ არის ნაწარმოებები, რომლებსაც ყველაზე ზარმაცი მკითხველიც კი სიამოვნებით ეცნობა.

vivus -ის ბლოგის დღევანდელ ტესტში, სწორედ ასეთი ნაწარმოებების პერსონაჟების ამოცნობა მოგიწევთ.

ტესტი მოიცავს 10 შეკითხვას ლიტერატურული გმირების შესახებ.

თითოეულ კითხვას თან ახლავს სამი სავარაუდო პასუხი და იმ მწერლის ფოტო, რომელის შექმნილიც გახლავთ, შეკითხვის მთავარი პერსონა.