ფეხბურთი, ტესტი, გამოიცანი

გამოიცანი საფეხბურთო გუნდი ისტორიით (გაიარე ტესტი)

ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული, ფეხბურთის მსგავსი იმდენი სპორტული თამაში არსებობდა, რთულია ფეხბურთის წარმოშობის ზუსტი ფესვების პოვნა.

დაახლოებითი თარიღებისა და მოვლენების მიხედვით კი თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ითვლება ინგლისი.

როგორც ცნობილია, ინგლისის ყველა კოლეჯში თამაშობდნენ სტუდენტები ფეხბურთს.

თუმცა კოლეჯებს შორის თამაშის გამართვა ყოველთვის რთული იყო, რადგან ყოველ კოლეჯს თამაშის საკუთარი წესები ჰქონდა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით 1863 წელს შეიქმნა ფეხბურთის ასოციაცია, რომელმაც თამაშის საერთო წესები შეიმუშავა.

სწორედ ამიტომ, ფეხბურთის დაბადებაც 1863 წლით თარიღდება.

პირველი საფეხბურთო კლუბი გახლდათ „შეფილდი“ და ის ჯერ კიდევ ასოციაციის შექმნამდე ჩამოყალიბდა ინგლისში.

ინგლისს უკავშირდება ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში არსებული პროფესიონალური საფეხბურთო ბურთების 80% პაკისტანში მზადდება.

მოგეხსენებათ, ტერიტორია, რომელზეც დღეს პაკისტანი არსებობს, წარსულში ინდოეთის საკუთრება იყო.

ინდოეთი კი წლების განმავლობაში გახლდათ ინგლისის კოლონია და პაკისტანის ცალკე ქვეყანად ჩამოყალიბების გადაწყვეტილებაც სწორედ ინგლისის ჩარევით იქნა მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის სამშობლო ინგლისია, ლეგენდარული ეროვნული, საფეხბურთო ნაკრების მფლობელი მაინც ბრაზილია გახლავთ.

ლათინურ ამერიკაში კი ფეხბურთი ისე უყვართ, რომ 1970 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ფანების ფიზიკური დაპირისპირება, ორ ქვეყანას შორის ომშიც კი გადაიზარდა.

რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე სამარცხვინო დამარცხებას ფეხბურთში, ეს სირცხვილი მადაგასკარის ჩემპიონატზე დამარცხებულ გუნდს Stade Olympique l’Emyrne -ს ხვდა წილად, რომელსაც საფეხბურთო კლუბმა AS Adema-მამ ერთ თამაშზე 149 გოლი გაუტანა და მოუგო ანგარიშით 149:0.

მსოფლიოს ყველაზე ტრაგიკული საფეხბურთო მატჩი კი გახლდათ 1942 წელს, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ კიევში გამართული თამაში.

მოედანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კიევის დინამო და გერმანიის ბუნდესლიგის გუნდი.

მატჩი კიევის დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

გერმანელებმა, მათ მიერ ოკუპირებული ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება არ აპატიეს და ფეხბურთელები დახვრიტეს.

swrafi sesxebiფინანსური პრობლემის სწრაფად მოგვარების საუკეთესო საშუალება

ფეხბურთის პოპულარობიდან გამომდინარე, მის შესახებ კიდევ ბევრი საინტერსო ფაქტის გახსენება არის შესაძლებელი, თუმცა სჯობს, ჩვენი დღევანდელი პოსტის მთავარ ნაწილზე გადახვიდეთ და Vivus ge -ს ბლოგის მიერ მომზადებული ტესტის დახმარებით, გამოსცადოთ საკუთარი თავი ფეხბურთის ისტორიის ცოდნაში.

და სანამ უშუალოდ ტესტზე გადახვალთ, შეგახსენებთ, vivus 4finace -ში swrafi sesxebi ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ პროცენტში გაიცემა.

ჩვენთან სესხის საკომისიო 5,4% -ია.

წლიური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.

სესხები გაიცემა 30 დღის ვადით, თავდებისა და თანამსესხებლის გარეშე, სწრაფად და მარტივად.

vivus credit -ის მინიმალური ლიმიტი გახლავთ 100 ლარი, მაქსიმალური კი 1200.