ტესტი

გამოსცადე ზოგადი განათლება (თებერვლის ტესტი)

პარასკევი დღე, vivus -ის ბლოგზე სახალისო და შემეცნებითი ტესტის დღეა და ეს ტრადიცია არც დღეს არ დაირღვევა.

როგორც ყოველთვის, ჩვენი ბლოგის მკითხველს ისევ ვთავაზობთ 10 მარტივი შეკითხვისგან შემდგარ ტესტს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი ტესტი ორმაგად ტრადიციულია. რადგან წარმოადგენს ჩვენი ბლოგის ყოველთვიური ტრადიციის ნაწილს, რომლის მიხედვითაც მკითხველებმა საკუთარი ზოგადი განათლება უნდა გამოსცადონ.

იგივე ტრადიციის თანახმად, ზოგადი განათლების გამოსაცდელი ტესტი თვეების მიხედვით მზადდება და მოიცავს შეკითხვებს იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ტესტის გამოქვეყნების თვეს არიან დაბადებულნი.

დღეს მოგიწევთ უპასუხოთ 10 შეკითხვას, თებერვლის თვეში დაბადებულ ცნობილ ადამიანებზე.

თითოეულ შეკითხვას თან ახლავს სამი სავარაუდო პასუხი და შეკითხვის მთავარი გმირის ფოტო.