Lyhytaikainen laina netistä

გზამკვლევი მიკრო მეწარმეობისთვის

დამატებითი შემოსავლის შოვნა არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც ეს 21-ე საუკუნეშია შესაძლებელი მიკრო მეწარმეობის მეშვეობით. ახლა უკვე ყველა ცდილობს თავისი ფანტაზიითა და სახსრებით  შექმნას რაღაც ისეთი ან შესთავაზოს ხალხს ისეთი მომსახურება, რაც სრულიად ახალი და უცხოა, ან უბრალოდ კარგად დავიწყებული ძველია. თუ თქვენც გაქვთ მსგავსი საინტერესო იდეა დროა განხორციელებას შეუდგეთ, რადგან ასე დამატებითი შემოსავლის შოვნა ძალზედ მარტივია. თუ ახლა იმაზე ფიქრობთ, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები ფართის  საქირავებლად ან საყიდლად იმისათვის, რომ მოაწყოთ ის, ან მაღაზიის ელფერი მისცეთ, ნუ ნერვიულობთ. დღესდღეობით საკუთარი მაღაზიის ქონა არ არის პროდუქტის გასაღების ერთადერთი გზა. ეს თქვენ  სრულიად უფასოდ   შეგიძლიათ გააკეთოთ, შემდეგნაირად:

  • ონლაინ – ონალინ შოპინგი უკვე არაერთი წელია რაც პოპულარულია. ბევრს ურჩევნია მარტივად შეადაროს ფასები და პროდუქტები და სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ თქვენი პროდუქტის ონლაინ გაყიდვას რამდენიმე არჩევანი გაქვთ. ასეთი გაყიდვების ყველაზე მარტივი ფორმა Facebook-ის საშუალებით ვაჭრობაა. თქვენ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ მაღაზიის გვერდის შესაქმნელად. ეს სრულიად უფასოა. ასევე თავად ან პროფესიონალის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ სპეციალური ვებ გვერდი,  სადაც განათავსებთ თქვენს პროდუქტებს, ინფორმაციას ბრენდზე, სხვადასხვა სიახლეებს და ა.შ. ონლაინ გაყიდვების კიდევ ერთი გზა- სხვადასხვა პოპულარულ ვებ გვერდებზე თქვენი პროდუქტების განთავსება. ამან შეიძლება თქვენს ბრენდს საერთაშორისო პოპულარობაც მოუტანოს. ასეთი ვებ გვერდებია Etsy, eBay, Amazon და ა.შ.
  • ფლი მარკეტი – საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ფლი მარკეტი, ანუ ძველმანების ბაზარი, რომელიც კვირაში ერთხელ სხვადასხვა ადგილას იმართება. დასაწყისში დედაენის ბაღში ტარდებოდა, ხოლო ახლა ფლი მარკეტმა მთაწმინდის პარკში გადაინაცვლა. აქ ყველას შეუძლია გამოიტანოს თავისი ძველი ტანსაცმელი, აქსესუარები, ავეჯი ან ხელნაკეთი ნივთები. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენი პროდუქტისთვის  სტენდი, განათავსოთ ის უბრალოდ მაგიდაზე ან თუნდაც მიწაზე გაშლილ პლედზე.

მიკრო მეწარმეობის ასეთ გზას უკვე ძალიან ბევრი ქართველი მიმართავს და გასაკვირ პოპულარობასაც აღწევს. არ არის აუცილებელი ეს იყოს რაღაც დიდი და ძვირადღირებული, ორიგინალურმა წინდებმაც კი შეიძლება ფურორი მოახდინოს. მთავარია თქვენი იდეა იყოს განსხვავებული და იცოდეთ, როგორ მიაწოდოთ ის მომხმარებელს სწორად.

VIVUS.GE წარმატებას გისურვებთ!