საათი, საფულე,სამაჯური

მაჯის საათების ფასები, შერჩევის მეთოდი და ისტორია

მართალია მობილურმა ტელეფონებმა მაჯის საათები მეტ -ნაკლებად ჩაანაცვლეს, მაგრამ აღნიშნული აქსესუარი აქტუალობას მაინც არ კარგავს.

ისევ ბევრი ადამიანი ეთანხმება, წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საათი მისი მფლობელის იმიჯსა და სტილს განსაზღვრავს. ზოგიერთებს კი აღნიშნული მოსაზრება არაგონივრული გადაწყვეტილებების მიღებისკენაც უბიძგებს და საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებისთვის შეუფერებელ საათებს ყიდულობენ.

მართალია აინშტაინი Petek Philippe -ს მაჯის საათს ატარებდა, ჰემინგუეი და ფიდელ კასტრო კი Rolex -სა და Omega -ს, მაგრამ აღნიშნული ბრენდის აქსესუარების შეძენით, თქვენ ვერც გენიოსი გახდებით, ვერც დიდებული მწერალი და ვერც ცნობილი რევოლუციონერი.

სწორედ ამიტომ, სჯობს შეარჩიოთ ხარისხიანი მაჯის საათი, რომელიც თქვენს გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებს შეესაბამება.

მაჯის საათი

როგორ შევარჩიოთ მაჯის საათი?

მაჯის საათის შერჩევისას, პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ თუ როგორი მექანიზმის მქონე საათი გირჩევნიათ, ამისათვის კი საჭიროა ფლობდეთ ინფორმაციას საათის მექანიზმის ორივე ტიპის, კვარცისა და მექანიკის შესახებ.

მექანიკური საათის პლიუსები:

  • არ არის დამოკიდებული ელემენტზე;
  • არის საიმედო;
  • ნაკლებად არის დამოკიდებული ტემპერატურის ცვალებადობაზე;
  • ადვილია მისი შეკეთება;
  • არის მფლობელის სტატუსის მაჩვენებელი.

მექანიკური საათის მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • სჭირდება რეგულარული მოვლა და მექანიზმის გაწმენდა;
  • საჭიროებს ხელით დაქოქვას;
  • მოიკოჭლებს სიზუსტეში (ყოველდღიურად დაახლოებით 40 -20 წამით სცდება რეალურ დროს).

მაჯის საათი და მობილური

კვარცის საათის პლიუსები:

  • დაბალი ფასი;
  • მსუბუქი წონა;
  • დარტყმა -გამძლეობა;
  • აჩვენებს მექანიკურ საათზე უფრო ზუსტ დროს. (რეალურ დროს სცდება მაქსიმუმ 20 წამით თვეში).

კვარცის მინუსები:

  • მთლიანად დამოკიდებულია ელემენტზე;
  • თუ მის გარშემო, ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსზე უფრო დაბალი ან 40 გრადუსზე უფრო მაღალია მწყობრიდან გამოდის;
  • რთულია მისი რემონტი.

მაჯის საათი

საათის შერჩევისას, ასევე აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ მისი ფუნქციები. შესაძლოა თქვენ გჭირდებოდეთ საათი, რომელსაც აქვს თავისი კალენდარი, ღამის განათება და მაღვიძარა.

მექანიკური საათი ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან მხოლოდ ერთს ან ორს, კერძოდ კალენდარსა და ღამის განათებას შემოგთავაზებთ. მაღვიძარა და სხვა ფუნქციები კი კვარცის ტიპის მექანიზმის მქონე საათებში უნდა ეძებოთ.

მაჯის საათის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი გახლავთ მისი მინა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამძლე და მაღალი ხარისხის, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საათი მალე გახდება სარემონტო ან გადასაგდები.

ამასთანავე, მაჯის საათის მინა არ უნდა იკაწრებოდეს მარტივად და უნდა ექვემდებარებოდეს ადვილად წმენდას.

მაჯის საათი, საფულე, ფული

რა ღირს მაჯის საათი?

უცხოურ ონლაინ მაღაზიებში მაჯის საათების ფასი 1 დოლარიდან იწყება. ყველაზე მაღალ ფასიანი საათის ფასი კი 200 ათას ამერიკულ დოლარს აღემატება.

საქართველოში მაჯის საათის მინიმალური ფასია 20 ლარი, მაქსიმალური კი 6 ათასი ლარი.

მათი ფასი დამოკიდებულია არამხოლოდ ხარისხსა და ვიზუალურ მონაცემებზე, არამედ მწარმოებელი კომპანიის ავტორიტეტზეც.

ქართულ ბაზარზე, დაბალ ფასიან მაჯის საათებს შორის უმეტესობა გახლავთ იაპონური მულტინაციონალური კომპანია Casio -ს მიერ წარმოებული საათები სახელწოდებით „Casio General“.

აღნიშნულ საათებს აქვს სადა დიზაინი და მომხმარებელთა მხრიდან დადებითად არის შეფასებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ Casio -ს იგივე პროდუქციის ფასები უცხოურ მაღაზიებში 11 ამერიკული დოლარიდან იწყება.

ცნობისთვის, Casio -ს მიერ წარმოებული საათები შეგიძლიათ იხილოთ ფასის ყველა კატეგორიაში, რადგან მას აქვს როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი ფასის მქონე პროდუქტი.

მაჯის საათი, თითები

საშუალო ფასის მაჯის საათები საქართველოში

300 -დან 1000 ლარამდე ოდენობის თანხით კი საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდების, კომპანიებისა და დიზაინერების მიერ შექმნილი საათები, როგორიცაა:

  • საათებისა და საიუველირო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია cluse;
  • იაპონური გლობალური კორპორაცია CITIZEN;
  • მრავალწლიანი ისტორიის მქონე, ამერიკული მანუფაქტურული კომპანია Timex;
  • ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საიუვილერო ნაწარმისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Espirit:
  • რობერტო კავალის ფრთის ქვეშ შექმნილი ბრენდი Just Cavalli;
  • ქალისა და მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი GUESS;
  • ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი იტალიური კომპანია Diesel;
  • ქალის, მამაკაცისა და ბავშვების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი Oxygen;
  • ამერიკული ბრენდი Skagen;
  • მოდის სახლი DKNY;
  • ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Nautica;
  • ამერიკული ბრენდი Fossil Group;
  • Daniel Wellington
  • Casio;
  • ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი;

ზემოაღნიშნული საათების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ vivus ge, სადაც ხელმისაწვდომია 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი ონლაინ სესხები.

თანხის მისაღებად, გააკეთეთ სესხის განაცხადი ონლაინ რეჟიმში vivus.ge/ -ში და თქვენ მიიღებთ ფულს სწრაფად და მარტივად.

მაჯის საათების ფასები, შერჩევის მეთოდი და ისტორია

სესხის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, აქვს საქართველოში მოქმედი პირადი საბანკო ანგარიში და შეუძლია სესხის დაფარვა.

Vivus -ში ონლაინ სესხები გაიცემა სულ რაღაც 5,4% -ში. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.

სესხის დასაფარად გეძლევათ 30 დღე, თუმცა თუ ვერ მოახერხებთ ვალის დროულად გადახდას, შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადავადების სერვისით.

ქალის მაჯის საათი

მაჯის საათების ისტორია

მაჯის საათები გაჩნდა XVI საუკუნეში და ისინი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი აქსესუარები იყო.

მამაკაცები მოგვიანებით მიხვდნენ, რომ მაჯის საათი უფრო კომფორტული იყო ვიდრე ჯიბის საათი, რომელსაც ჯიბით ატარებდნენ ან სპეციალური ჯაჭვის მეშვეობით იმაგრებდნენ შარვალზე.

მაჯის საათი ორივე სქესის წარმომადგენელთა აქსესუარი გახდა დაახლოებით XVII საუკუნეში, როდესაც მამაკაცებმაც გადაწყვიტეს მისი მორგება.

დღეისათვის კი მაჯის საათი როგორც აქსესუარი მამაკაცებს უფრო მეტად უყვართ ვიდრე ქალებს.

სოლიდური მამაკაცი, საათი

მსოფლიოში, მაჯის საათების მწარმოებელ ბრენდებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახლავთ Patek Philippe.

მეორე პოზიციაზეა ბრენდი სახელწოდებით Vacheron Constantin, რომლის პროდუქციის ფასებიც Patek Philippe -ს დიდად არ ჩამოუვარდება.

მესამე ადგილს კი იკავებს შვეიცარიული კომპანია Breguet. დღეისათვის მის მიერ წარმოებული ყველაზე ძვირადღირებული საათის ფასი 200 ათას ამერიკულ დოლარს აღემატება.

სახელგანთქმულ როლექსს კი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საათების ათეულში მხოლოდ და მხოლოდ მეათე ადგილი უკავია.

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საათის სტატუსს კი ფლობს ბრილიანტებისგან დამზადებული საათი სახელწოდებით „Graff Diamonds Hallucination“ რომელიც 2014 წელს 55 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Graff Diamonds Hallucination ქალის მაჯის საათია და მოპირკეთებული გახლავთ 110 კარატიანი, ფერადი და იშვიათი ბრილიანტის თვლებით.

საათი დამზადებულია ბრიტანული იუველირის ლორენს გრაფის მიერ, რომელიც ფლობს მდიდრული საიუვილერო ნაწარმის ბრენდს Graff.

ავტორის განმარტებით, Graff Diamonds Hallucination არის სკლუპტურული შედევრი და სწორედ ეს ფაქტი გახლავთ მისი მაღალი ღირებულების განმსაზღვრელი მთავარი მიზეზი.