მიმდინარე კვირის ივენთ კალენდარი

მიმდინარე კვირის ივენთ კალენდარი

მიმდინარე კვირის ივენთ კალენდარის გარეშე, Vivus.ge-ს ბლოგისთვის უკვე წარმოუდგენელია ორშაბათი დღე.

ეს ტრადიცია ჩვენი ბლოგის უცვლელ ნაწილად იქცა და დღესაც გთავაზობთ 27 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

სანამ ივენთ კალენდარს გაეცნობით, შეგახსენებთ, vivus-ში ონლაინ სესხები ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, სულ რაღაც 5,7%-ად გაიცემა.

სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.vivus.ge/

რაც შეეხება მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ღონისძიებებს, ამ პერიოდის პირველი საღამო შეგიძლიათ სამეფო უბნის თეატრში გააატაროთ.

ორშაბათს, 27 თებერვალს, აქ დაგეგმილია სპექტაკლი ფრეკენ ჯული.

წარმოდგენა საღამოს 8 საათზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 10 ლარი გახლავთ.

ამავე დღეს, თავისუფალ თეატრში წარმოდგენილი იქნება ტრაგი-კომედია „მსხვერპლნი“.

სპექტაკლი საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი და ბილეთის მინიმალური ფასი გახლავთ 6 ლარი.

თებერვლის ბოლო დღეს, საღამოს 7 საათზე შეგიძლიათ ესტუმროთ რუსთაველის თეატრს და იხილოთ სპექტაკლი „გაბრაზებული ჩიტი“

წარმოდგენა საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი და ბილეთის ფასები 6 ლარიდან იწყება.

კულტურული ღონისძიებებით დატვირთული დღე იქნება და ფართო არჩევანი გელით 3 მარტს.

დედის დღეს შეგიძლიათ აირჩიოთ:

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბერლინელი დიჯეი Phonique-ს საღამო, რომელიც სასტუმრო ინტურისტ პალასში 22 საათზეა დაგეგმილი.

საქველმოქმედო კონცერტი ივენთ ჰოლში, რომელიც საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი.

საბავშვო სპექტაკლი „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“ რომელიც გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შუადღის 12 საათზე.

რეჟისორ ნინო ბურდულის სპექტაკლი „ეკლიფსი“ რომელიც მოძრაობის თეატრში საღამო 8 საათზე გაიმართება.

პანტონიმის თეატრი, სადაც Cantsleep events-პანტომიმის თეატრთან ერთად წარმოგიდგენთ, ბგერების და მოძრაობის სრულიად განსხვავებული კოლაბორაციას.

ან წახვიდეთ მტკვარზე, სადაც ღამის თორმეტ საათზე კლუბური მუსიკისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებს ელის ივენთი „Makam/Third Soul /Gio Shengelia/Denis Lebedev“

4 და 5 მარტს ნამდვილი დღესასწაული ელის საოპერო მუსიკის ყველა თაყვანისმცემელს, რადგან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილია სპექტაკლი „აიდა“.

მასში მთავარ პარტიებს ასრულებენ: ანიტა რაჭველიშვილი, იანო თამარი, გიორგი ონიანი და ბალეტის თეატრის გუნდი.

წარმოდგენა საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი.

კვირა დღეს შეგიძლიათ თქვენი პატარებისთვის მოაწყოთ სასიამოვნო გასეირნება, მათთან ერთად კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას ესტუმროთ და სუფთა ჰაერზე დროის გატარების შემდეგ დაესწროთ სპექტაკლს „უფრო რაღაცნაირი ვინი პუჰი“.

წარმოდგენა შუადღის 12 საათზეა დაგეგმილი და ბილეთის მინიმალური ფასი გახლავთ 7 ლარი.