vivus ge

პერსონალური დანახარჯების დაგეგმვა

თუ თქვენ ფინანსური პრობლემების წინაშე ხშირად დგახართ, ან უბრალოდ გინდათ რომ მომავალში ასეთი რამ არ შეგემთხვეთ, მაშინ Vivus.ge თქვენი პერსონალური ხარჯების დაგეგმას გირჩევთ. უპირველეს ყოვლისა, იგი მოგეხმარებათ განასხვავოთ ერთმანეთისგან თქვენი საჭიროებები და სურვილები, დაადგინოთ თუ რაში იხარჯება თქვენი შემოსავლის დიდი ნაწილი და მოულოდნელი ხარჯის შემთხვევაში, მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ სად შეიძლება დაზოგოთ თანხა მოულოდნელი ხარჯის გადასაფარად. ამისათვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

  1. ცხადია პირველ პუნქტში შეიტანეთ თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გამოიმუშავებთ რაიმე დაბეგვრის შემდეგ, ანუ თქვენი „სუფთა“ სახარჯი თანხა.

ამის შემდეგ ერთმანეთისგან უნდა განაცალკევოთ  ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადები და სხვა ხარჯები თქვენი პირადი მიზნებისთვის.

  1. მეორე პუნქტში შეიტანეთ ფიქსირებული ხარჯები. რა თქმა უნდა ყოველი ადამიანისთვის ფიქსირებული ხარჯები შეიძლება სხვადასხვა იყოს, ალბათ ადვილად მიხვდებით თუ რა სახის ხარჯებზეა ლაპარაკი:
  • ბინის ქირა (თუ თქვენ ქირაობთ ბინას)
  • კომუნალური გადასახადები
  • ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია…
  • სესხის დაფარვის შესატანი (თუ გაქვთ სესხი)
  • ავტომობილის მომსახურების ხარჯი და საწვავი
  • დაზღვევა
  • სწავლა და ა.შ.

ასეთი ტიპის ხარჯები, როგორც წესი თვიდან თვემდე დიდი მიახლოებით ერთი და იგივეა და ადვილი დასაანგარიშებელია.

  1. მესამე პუნქტი. თუ გამოიანგარიშებთ სხვაობას პირველ და მეორე პუნქტებს შორის, დაგრჩებათ თქვენი სურვილისამებრ ყოველთვიურად განსაკარგავი თანხის ოდენობა. ეს თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ კვებაზე, გართობაზე, მოგზაურობაზე…

თუ მესამე პუნქტში თანხა არ გრჩებათ, ან ძალიან ცოტაა და ხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება საკმაოდ უინტერესოა, მაშინ მოგიწევთ სერიოზული დაფიქრება შეიძლება თუ არა მეორე პუნქტში რაიმე დანახარჯის შემცირება. მაგ: გჭირდებათ თუ არა საკაბელო ტელევიზია, თუ კი თქვენ ვერასოდეს გაერთობით მეგობრებთან ერთად. ან გიღირთ თუ არა ავტომობილზე და მის საწვავზე ამდენი ხარჯი, თუ კი უახლოესი 10 წელი ვერ წახვალთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, გირჩევდით, რომ ძალიან შეზღუდულ ჩარჩოებში ცხოვრებას და მუდმივ სტრესს ჯობია იპოვოთ მეორე პუნქტში დაზოგვის საშუალება. ამისთვის დიდი დრო არ უნდა დაგჭირდეთ, სულ რამოდენიმე თვეში გეგმის შესრულების დაწყებიდან, თქვენ ნათლად დაინახავთ, თუ სად მიდის თქვენი შემოსავლის დიდი ნაწილი. ყოველთვის შეეცადეთ თქვენი გეგმის მესამე პუნქტში რაც შეიძლება დიდი თანხა მოხვდეს, რათა თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და ხალისიანი იყოს.

არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც სწორედ ამ პუნქტებისაგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაცია მობილურში ჩაწეროთ და ასე თქვენი ხარჯთაღრიცხვის წარმოებას მუდამ შეძლებთ.

გარდა ამისა, პერსონალური დანახარჯების დაგეგმვა დაგეხმარებათ ადვილად მოახდინოთ რეაგირება, თუ კი მოხდება ფასების ცვლილება, ან გაიზრდება თქვენი შემოსავლები, ადვილად შეძლებთ თქვენი გეგმის კორექტირებას.