ფულის ტომარა

რა უნდა იცოდეთ sesxebi -ს აღებამდე და ფულის გასესხებამდე?

sesxebi და კრედიტები თანამედროვეობის განუყრელი ნაწილია, რადგან სხვადასხვა სერვისებისა და პროდუქტების შეძენის საუკეთესო საშუალება გახლავთ მათთვის ვისი მოთხოვნილებები და ფინანსური შესაძლებლობებიც ერთმანეთს არ ემთხვევა.

სწორედ სესხებისა და კრედიტების საშუალებით არის შესაძლებელი, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი მატერიალური ღირებულებები დღეს და გადაიხადოთ მათი საფასური მოგვიანებით.

კომფორტულობასთან ერთად სესხები საფრთხილოც გახლავთ, რადგან არაგონივრულად ნასესხები თანხა შესაძლოა პრობლემად იქცეს.

გონივრულად სესხებისთვის კი საჭიროა, ფლობდეთ ინფორმაციას სესხთან დაკავშირებული დეტალების შესახებ, რათა თავი დაიზღვიოთ მოულოდნელი პროცესებისა და პრობლემებისგან.

ფული

5 ნაბიჯი sesxebiს აღებამდე

sesxebiს აღება გონივრული იქნება ისეთი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, როგორიცაა:

ნაბიჯი N1 – 100% -ით დარწმუნდით იმაში, რომ კრედიტი გახლავთ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება.

ნაბიჯი N2 – ზუსტად განსაზღვრეთ თქვენთვის საჭირო თანხის ოდენობა. არ ღირს იმაზე მეტი ფულის სესხად აღება ვიდრე გჭირდებათ.

როგორც წესი, ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელს საშუალებას ისეთი კრედიტების აღების საშუალებასაც აძლევენ, რომელთა დასაფარადაც, ყოველთვიური შენატანი შეადგენს ყოველთვიური ხელფასის 50% -ს ანუ ნახევარს.

იმ შემთხვევაში თუ მარტოხელა ადამიანი ხართ, შესაძლოა მისცეთ კიდეც საკუთარ თავს ასეთი თანხის გადახდის უფლება, მაგრამ მათთვის ვისაც საკუთარი თავის გარდა, ოჯახიც ჰყავს შესანახი, ყოველთვიური შემოსავლის 50% -ის ბანკში შეტანა რთული იქნება.

სპეციალისტების რეკომენდაციების თანახმად, ბანკში ყოველთვიურად შესატანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 30% -ს.

ნაბიჯი N3 – გაეცანით ყველა ფინანსური ორგანიზაციის პირობებს.

ზუსტად გაიგეთ რა საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ ესა თუ ის ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რათა თქვენთვის ყველაზე უფრო შესაფერისი პროდუქტის შერჩევა შეძლოთ.

გახსოვდეთ, პროცენტის მინიმალურ სხვაობასაც კი შეუძლია თვალშისაცემად შეგიმციროთ ხარჯები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური ორგანიზაციის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის იმიჯსაც.

ნუ ისესხებთ ფულს ისეთი კომპანიისგან, რომელიც არ არის სანდო და არ გაძლევთ მაღალი ხარისხის მომსახურებისა და უსაფრთხოების გარანტიას.

ფული

ნაბიჯი N4 – სწორად შეარჩიეთ ვალუტა.

გამოცდილი ექსპერტების აზრით, ყველაზე უფრო გონივრულია სესხის იმ ვალუტაში აღება, რომელ ვალუტაშიც გერიცხებათ ხელფასი, ჰონორარი, ბიზნეს მოგება და ა.შ.

ეს ნაბიჯი დაგიცავთ ვალუტის კურსის ცვლილებისა და ინფლაციისგან გამოწვეული ისეთი პრობლემებისგან, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება.

ნაბიჯი N5 – კარგად შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი, რომელზეც ხელის მოწერას გთხოვენ.

ეს გახლავთ პროცესების თქვენთვის მოულოდნელი გზებით წარმართვისგან თავის დაცვის კიდევ ერთი გზა.

ნუ იქნებით მესამე!

კიდევ ერთი და ძალზედ აუცილებელი ინფორმაცია გახლავთ ის, რომ არ ღირს მესამე პირის სტატუსის საკუთარ თავზე აღება.

რაც იმას ნიშნავს, რომ:

  • არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სესხი სხვისთვის, რადგან თუ თქვენი მეგობარი, ნათესავი ან ახლობელი ვალის გადახდას ვერ შეძლებს, კრედიტის დაფარვა თქვენ მოგიწევთ და საკრედიტო ორგანიზაციას, თქვენთვის ფულის მოთხოვნის ყველანაირი უფლება ექნება.
  • ნუ იქნებით თანამსესხებელი, რადგან თანამსესხებელი გახლავთ პირი, რომელიც მთავარი მსესხებელის უპასუხისმგებლობის შემთხვევაში, ხდება მისი ვალდებულებების მემკვიდრე.
  • ნუ იქნებით თავდები, რადგან მთავარი მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ ფინანსური ვალდებულებები.

ფული

როგორ შევარჩიო საკრედიტო ბარათი?

საკრედიტო ბარათები გახლავთ სესხის ერთ -ერთი ნაირსახეობა.

ჩვეულებრივი კრედიტებისგან განსხვავებით, საკირედიტო ბარათზე თქვენ წინასწარ გაქვთ დარიცხული გარკვეული თანხა და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

საკრედიტო ბარათის შერჩევისას კი უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

შეარჩიეთ ის ბარათი, რომელიც ყველაზე უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამისათვის, საჭიროა, ბარათის აღებამდე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ და არჩევანი შეაჩეროთ იმ ბარათზე, რომელსაც დაბალი საკომისიოები აქვს.

აიღეთ ისეთი საკრედიტო ბარათი, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით გატყობინებთ არსებულ მდგომარეობას ანუ დახარჯული თანხისა და ბარათზე დარჩენილი ბალანსის ოდენობას. ამით თქვენ საშუალება გექნებათ, აკონტროლოთ საკუთარი თავი და არ დახარჯოთ ზედმეტად ბევრი ფული.

ფული

თუ გასესხება მოგიწევთ…

სესხის აღების პარალელურად, ცხოვრებაში ხშირად არის მომენტები, როდესაც თავად გვიწევს კრედიტორის როლში ყოფნა.

ყველას ჰყავს მინიმუმ ერთი ნათესავი, მეგობარი, ახლობელი ან უბრალოდ ნაცნობი, რომელიც ერთხელ მაინც მიადგება ფულის სასესხებლად.

ზემოაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ამ სტატიაში სესხების მეორე მხარეც განვიხილოთ და მოგცეთ რჩევები იმ შემთხვევებისთვის, როცა ფულის სესხების კი არა გასესხების აუცილებლობის წინაშე დადგებით.

რჩევა N1 – განიხილეთ სხვა ვარიანტები.

ფულის მიცემა ყოველთვის არ ნიშნავს დახმარებას, შესაძლოა თქვენი ახლობლის პრობლემის მოსაგვარებლად სხვა უფრო უკეთესი გზაც არსებობდეს.

გაესაუბრეთ მას. დაეხმარეთ ამ გზების მოძიებაში და მიეცით ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენგან ვალის აღება მისთვის ერთადერთი გამოსავალია.

რჩევა N2 – ფრთხილად განსაზღვრეთ თანხის ოდენობა.

გაასესხეთ ფულის მხოლოდ ის რაოდენობა, რა რაოდენობის დაკარგვასაც ადვილად შეეგუებით.

რატომ? ყოველთვის არსებობს საშიშროება იმისა, რომ ვალი არ დაგიბრუნონ და ამ საშიშროებისგან წინასწარ და შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვათ თავი.

რჩევა N3 – ზუსტად განუსაზღვრეთ პოტენციურ მევალეს თანხის დაბრუნების დრო და აუცილებლობა.

სასურველია იმაზე საუბარიც თუ რა მოხდება თქვენს მიერ განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში.

რჩევა N4 – კარგი იქნება თუ თქვენ და თქვენი მოვალე, თქვენს შორის არსებულ ფინანსურ ვალდებულებებს წერილობით ფორმას მისცემთ და დოკუმენტს ორივე მხარის ხელმოწერებსაც დაურთავთ.

გვერწმუნეთ, შესაძლოა ეს დოკუმენტი ძალიან საჭირო გახდეს თქვენთვის მომავალში.

რჩევა N5 – არ მოგერიდოთ მევალისთვის ფულის თხოვნა ან გადახდის დროის წინასწარ შეხსენება.

ამით თქვენ საკუთარ თავსაც დაიცავთ პრობლემებისგან და შესაძლოა მეორე მხარისთვისაც სასარგებლო იყოს, რადგან წინასწარ მოახერხებს თადარიგის დაჭერას.

vivus

sesxebi vivus –ში

და ბოლოს, ჩვენი ბლოგის სტატია წარმოუდგენელი იქნებოდა vivus ge -ს sesxebiის შესახებ ნათქვამი რამდენიმე სიტყვის გარეშე.

ჩვენმა ერთგულმა კლიენტებმა მართალია კარგად იციან, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ vivus ge -ში სწრაფი ონლაინ სესხები ერთ -ერთ ყველაზე უფრო დაბალ პროცენტში, 30 დღის ვადით გაიცემა.

აქ სესხის საკომისიო გახლავთ 5,4%.

წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღმატება 99,4% -ს.

რაც იმას ნიშნავს, რომ vivus -ში 100 ლარიანი სესხის აღების შემთხვევაში, 30 დღის შემდეგ თქვენ აბრუნებთ სულ რაღაც 105 ლარსა და 40 თეთრს, ანუ მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარითა და 40 თეთრით მეტ თანხას.

სპეციალურად მათთვის, ვინც კრედიტის დროულად დაფარვას ვერ მოახერხებს, vivus ge –ში არსებობს სესხის გადავადების სერვისი.