vivus ge

როგორ და რატომ უნდა გადავრიცხოთ დამადასტურებელი გადასახადი 1 თეთრი?

Vivus.ge მომხმარებელს მაქსიმალურად მოსახერხებელ და გამარტივებულ პირობებს უქმნის. ეს ბევრ ისეთ დეტალში გამოიხატება, როგორიცაა ონლაინ აპლიკაცია, სწრაფი პასუხი, სესხის გადავადება, სესხის დაფარვის სხვადასხვა გზები, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება და ა.შ.

Vivus.ge-ს სესხის მიღების პროცესი სამი მარტივი საფეხურისაგან შედგება. სესხის პირობების (რაოდებონა და ვადა) არჩევა, აპლიკაციის ფორმის შევსება და Vivus.ge-ის ანგარიშზე 1 თეთრის გადარიცხვა, რაც ხშირად ბადებს სხვადასხვა კითხვას, ამიტომაც გადავწყვიტეთ აგიხსნათ, თუ როგორ და რატომ უნდა გადმორიცხოთ დამადასტურებელი გადასახადი.

თქვენს მიერ სესხის აღების სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციისა და სესხის აპლიკაციის დადასტურების შემდეგ, საჭიროა, რომ ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხოთ 1 თეთრი. სავალდებულოა, რომ ანგარიში გეკუთვნოდეთ თქვენ. სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხა ჩაგერიცხებათ ამავე ანგარიშზე.

აღნიშნული პროცედურა, პირველ რიგში, თქვენი უსაფრთხოებისა და იდენტიფიკაციისთვის არის აუცილებელი, რათა დავრწმუნდეთ, რომ სესხი ნამდვილად თქვენს მიერ არის მოთხოვნილი. ამ გადარიცხვით თქვენ ადასტურებთ, რომ გსურთ სესხი მიიღოთ თქვენს პირად ანგარიშზე. გარდა ამისა, თავიდან აიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და სესხის ჩარიცხვის დაგვიანებას; აღარ დაგჭირდებათ მითითება, თუ რომელ ანგარიშზე გნებავთ სესხის ჩარიცხვა. ავტომატურად გამოირიცხება თქვენი პირადი მონაცემების არასწორად მითითების შანსიც. თუ სესხი დაგიმტკიცდათ, თანხა ჩაგერიცხებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც გადმორიცხავთ 1 თეთრს.

ფულის გადმორიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად,   ონლაინ ბანკინგით სარგებლობის შემთხვევაში, ან თქვენი მომსახურე ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან. ქვემოთ ჩამოთვლილია ჩვენი ანგარიშების რეკვიზიტები 4 სხვადასხვა ბანკში: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა და ტერაბანკი. თუ თქვენ გსურთ სესხისთვის გამოიყენოთ თქვენი პირადი ანგარიში, რომელიც რომელიმე ამ 4 ბანკში გაქვთ გახსნილი, მაშინ გირჩევთ, რომ 1 თეთრი გადმორიცხოთ ჩვენს ანგარიშზე იმავე ბანკში. შიდა გადარიცხვა  უფრო მარტივია და დააჩქარებს სესხის მიღებას.

მიმღები: შ.პ.ს. 4ფინანსი

ჩვენი საბანკო ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000291155601

თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE70TB7296736080100004

ბანკი რესპუბლიკა
ბანკის კოდი: REPLGE22
ანგარიშის ნომერი: GE32BR0000010880556094

ტერაბანკი
ბანკის კოდი: KSBGGE22
ანგარიშის ნომერი: GE40KS000000036080061

გადარიცხვის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი.

მას შემდეგ, რაც გადმორიცხული თანხა აისახება ჩვენს ანგარიშზე და თქვენ დაგიმტკიცდებათ სესხი, თანხა ჩაგერიცხებათ 15 წუთის განმავლობაში, თუ თქვენ თანხა გადმორიცხეთ რომელიმე აღნიშნული ბანკიდან. სესხის ჩარიცხვა ხორციელდება ყოველდღე 08:00-22:00 საათამდე კვირის გარდა, კვირას: 09:00-22:00 საათამდე.

თუ თქვენ სარგებლობთ ნებისმიერი სხვა ბანკის მომსახურებით, გადარიცხული თანხა აისახება 24 საათის განმავლობაში.