vivus ge

რჩევები უსაფრთხო ონლაინ ბანკინგისათვის

დღეს ჩვენ ტექნოლოგიური წინსვლის მომსწრენი ყოველდღიურად ვხდებით. ნელ-ნელა ყველაფერი სიმარტივისაკენ მიდის და კომფორტზეა ორიენტირებული. ინტერნეტ ბანკინგმაც აქ აიღო დასაბამი. დაფიქრდით რამდენჯერ დაგიკარგავთ უამრავი დრო ბანკის რიგში დგომით, როცა რეალურად მხოლოდ 2 წუთის მარტივი საქმე გქონდათ. ასეთ დროს ონლაინ ბანკი იდეალური ალტერნატივაა. თქვენ სახლიდან გაუსვლელად  მომენტალურად შეგიძლიათ სასურველი ოპერაციის შესრულება, მაგრამ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სიფრთხილე სჭირდება. თქვენ შეიძლება არაერთხელ მოუსმინეთ სხვადასხვა ჭორებს ონლაინ ბანკინგის საშიშროებებზე, თუმცა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ საშიში მართლაც არაფერია. მიყევით ქვემოთ მოყვანილ რამდენიმე რჩევას, რათა უსაფრთხოთ მოიხმაროთ ონლაინ ბანკი:

  1. გამოიყენეთ ძლიერი პაროლი – ნუ გამოიყენებთ მარტივად გამოსაცნობ პაროლს, მაგალითად თქვენს დაბადების თარიღს ან ტელეფონის ნომერს, შვილების სახელებს ან ცოლის სახელს. შეეცადეთ, რომ პაროლი რაც შეიძლება კომპლექსური იყოს და სხვადასხვა ტიპის სიმბოლოებისაგან შედგებოდეს. იდეალური პაროლი შემდეგი კომბინაციის უნდა იყოს:
  • რიცხვები
  • დიდი და პატარა ასოები
  • 6 სიმბოლოზე მეტი
  1. გააქტიურეთ ორ-ნაბიჯიანი ავტორიზაციის მეთოდი – საქართველოში ბანკების უმეტესობა თავის მომხმარებელს ავტორიზაციის რამდენიმე მეთოდს სთავაზობს, მათ შორის ორ-ეტაპიანებსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ პაროლის შეყვანის შემდეგ, ბანკი ასევე მოგთხოვთ დამატებით ერთჯერად კოდს, რომელიც ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილურზე გამოგეგზავნებათ.
  2. არასდროს მიყვეთ ბმულებს – თუ კი ონლაინ ბანკით სარგებლობა გსურთ აუცილებლად მიუთითეთ ონლაინ ბანკის URL მისამართში ან შედით ბანკის ოფიციალურ გვერდზე და შემდეგ გადადით ონლაინ ბანკინგის გვერდზე. არავითარ შემთხვევაში არ მიყვეთ სხვადასხვა ბმულებს, რომელიც ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური შეტყობინების სახით მოგივათ. ჰაკერები ხშირად აგზავნიან ცრუ მისამართებს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
  3. ხშირად შეცვალეთ თქვენი პაროლი – მაქსიმუმ სამ თვეში ერთხელ.
  4. არასდროს გაუზიაროთ სხვას თქვენი ონლაინ ბანკის ან ბარათის მონაცემები.
  5. მოერიდეთ საზოგადოებრივ კომპიუტერებს – ნუ შეხვალთ თქვენს ონლაინ ბანკის ანგარიშზე საზოგადოებრივი დაწესებულების კომპიუტერიდან. გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი პერსონალური კომპიუტერი ან მობილური. ასევე მოერიდეთ ონლაინ ბანკის გამოყენებას საზოგადოებრივი უკაბელო ინტერნეტით სარგებლობისას.

ინტერნეტ ბანკინგი უდაოდ მოსახერხებელი და სწრაფი ალტერნატივაა მათთვისაც, ვისაც ბანკის რიგებში დგომის დრო არ აქვთ. თუმცა ყველას გვსმენია მითები იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია ონლაინ ბანკინგი. სინამდვილეში, უსაფრთხოებისათვის უბრალოდ ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებაა საჭირო. Vivus.ge გარწმუნებთ, რომ თუ თქვენ ამ რჩევებს მიყვებით და ელემენტარულ უსაფრთხოების ზომებს მიიღებთ, მაშინ ინტერნეტ ბანკის კომფორტსა და უსაფრთხოებაშიც მალევე დარწმუნდებით.

წყაროები:

http://www.pcmag.com/article2/0,2817,2465491,00.asp

https://www.cibc.com/ca/legal/olb-safety-tips.html 

http://pctechmag.com/2015/11/8-tips-for-safe-and-secure-online-banking/