vivus ge

როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ხშირად დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს თავდაპირველად გქონდათ გათვლილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ინფორმაციის ნაკლებობაა.

თუ თქვენ არ სარგებლობთ საგზურით და მთლიანი მოგზაურობა თქვენი დასაგეგმია, გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად და პერსონალური ხარჯების დასაგეგმად შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ:

რეკომენდაცია N1 – სასტუმრო

აირჩიეთ რომელიმე ვებ გვერდი სასტუმროს დაჯავშნისთვის და შესაბამისი მონაცემების შევსების შემდეგ, მიიღებთ ხელმისაწვდომი სასტუმროების სიას.

მათ შორის არჩევანი გააკეთეთ: მდებარეობით – ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლის მონახულებასაც აპირებთ, ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ დანახარჯს ტრანსპორტზე და დაზოგავთ დროსაც; სასტუმროში რეგისტრაციის (CHECK-IN) და ნომრის განთავისუფლების (CHECK-OUT) დროს.

ცხადია უმჯობესია რაც უფრო ადრე შეძლებთ ნომრის დაკავებას და რაც უფრო გვიან დატოვებთ მას. ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს თქვენი ფრენის დროიდან გამომდინარე.

გაითვალისწინეთ, რომ ნომრის დროზე ადრე დაკავება ან გვიან დაცლა შეიძლება მისი დღიური ღირებულების ნახევარი დაგიჯდეთ.

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში ქართული „კარგი, რა მოხდა 2 საათით ადრე შემიშვით ნომერში (ან დავცლი)“ როგორც წესი არ ჭრის.

გაარკვიეთ სასტუმროს ფასში შედის თუ არა დილის საუზმე. არის კიდევ ერთი მოხერხებული ვარიანტი: სასტუმროს ტიპის ბინების დღიური გაქირავება.

ეს ვარიანტი საშუალებას მოგცემთ სურვილის შემთხვევაში თანხა დაზოგოთ კვებაზე. რადგან უცხო ქალაქში არ იცით სად შეიძლება იკვებოთ გემრიელად და შედარებით იაფად, აქ საშუალება გექნებათ იყიდოთ პროდუქტი სუპერმარკეტში და ძირითადად სახლში მიირთვათ, ხოლო რესტორნებს ეწვიოთ მხოლოდ რაიმე ადგილობრივი ეროვნული კერძების დასაგემოვნებლად.

რეკომენდაცია N2 – ბილეთები

მათი მოძიების ორი ხერხი არსებობს, შეგიძლიათ მიხვიდეთ სააგენტოში, ან დაჯავშნოთ ბილეთები ონლაინ რეჟიმში.

ორივე შემთხვევაში ცდილობთ ყველაზე იაფი მარშრუტი იპოვოთ.

თუ ირჩევთ სიიაფის გამო არაპირდაპირ რეისს ერთი ან ორი გადაჯდომით.

ყურადღება მიაქციეთ რა დრო გიწევთ მოცდა სატრანზიტო აეროპორტ(ებ)ში ორივე მხარეს ფრენისას.

თუ ეს დრო 3-4 საათზე მეტია, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ დროის განმავლობაში თქვენ ვერ გაუძლებთ ცდუნებას დრო მოკლათ აეროპორტის კაფეში ან ბარში.

თუ თქვენს მიერ ბილეთებზე „დაზოგილი“ თანხა 20-30 დოლარს არ აღემატება, შეიძლება ეს დანაზოგი არც გეყოთ, რადგან აეროპორტებში მსგავსი სერვისი უფრო ძვირია ვიდრე ქალაქში.

სასტუმროსა და ბილეთების დაჯავშნის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოგზაურობისთვის მზადება (იმედია თუ ვიზა გჭირდებათ, ეს პრობლემა უკვე მოგვარებული გაქვთ).

ადგილზე ჩაფრენისას ნუ იჩქარებთ ტაქსის რიგის დაკავებას.

მსოფლიოს დიდი ქალაქების უმეტესობაში აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე დიდი სიხშირით მოძრაობს მატარებლები და ავტობუსები. ეს ვარიანტი ბევრად იაფია, ვიდრე ტაქსი.

რეკომენდაცია N3 – კვება.

ცხადია, იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში მოგზაურობთ, რჩევებიც ძალიან განსხვავებული იქნება.

ამიტომ მხოლოდ ზოგად რჩევას მოგცემთ: სანამ რაიმეს შეუკვეთავთ, კარგად დაუკვირდით მენიუს, გაარკვიეთ რა ღირს თქვენს მიერ არჩეული კერძი.

ზოგ შემთხვევაში მენიუში შეიძლება მითითებული იყოს 100 გრამის ღირებულება (მაგ:თევზი).

მთლიანი კერძი კი რამოდენიმეჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდეს, ვიდრე მენიუში მითითებული თანხა.

 

Vivus.ge  სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!