როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

სესხი თუ გჭირდებათ, მისი მიღება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი vivus ge -ში.

აქ ხელმისაწვდომია, 300 -დან 3000 ლარამდე ოდენობის, როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი სესხები, სწრაფად და მარტივად, ონლაინ რეჟიმში.

სესხი vivus -ში – როგორ მივიღო?

სესხის მისაღებად, უნდა ეწვვიოთ ვებგვერდს www.vivus.ge და საიტის საწყის გვერდზე განთავსებულ, სესხის ონლაინ კალკულატორზე, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სესხის ტიპი (გრძელვადიანი ან მოკლევადიანი).

შემდეგ, იგივე კალკულატორზე აფიქსირებთ სესხის თქვენთვის სასურველ ოდენობასა და მისი დაფარვის თქვენთვის ხელსაყრელ პერიოდს.

აღნიშნული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, აკლიკებთ ღილაკს „სესხის აღება“, აკეთებთ სესხის ონლაინ განაცხადს და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად იღებთ, თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე.

გარდა ამისა, შესაძლებელია ფულის ხელზე მიღებაც. ამისათვის უნდა ეწვიოთ vivus ge -ს რომელიმე სერვის ცენტრს, სადაც ოპერატორის დახმარებით აიღებთ კრედიტს და მიიღებთ თანხას, რამდენიმე წუთში.

გეტყვით იმასაც, რომ vivus -ის სესხები გაიცემა გირაოს, თავდების, თანამსესხებლისა და სესხის უზრუნველყოფის გარეშე.

ონლაინ სესხის მისაღებად, საკმარისია, რომ აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოთ 20 -დან 60 წლამდე ასაკის;
  • იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეთ პირად საბანკო ანგარიშს, vivus -ის პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში. (vivus -ის პარტნიორი ბანკებია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი ან ტერაბანკი);
  • იყოთ სესხის გადახდის უნარის მქონე.

სესხის ლიმიტები vivus ge -ში

Vivus -ში გრძელვადიანი სესხის მინიმალური ლიმიტია 500 ლარი, მაქსიმალური კი 3000. მისი გადახდისთვის კი გეძლევათ 3 -დან 24 თვემდე პერიოდი.

რაც შეეხება მოკლევადიან სესხებს, მათი მინიმალური ლიმიტი 300 ლარი გახლავთ, მაქსიმალური კი 1200. მის გადასახდელად, გეძლევათ 30 დღემდე ვადა.

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

ცხოვრება სესხის გარეშე

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ სესხის აღება არასოდეს დაგჭირდეთ, ამისათვის უნდა იცოდეთ საკუთარი ფინანსების სწორად მართვა და მათ გაზრდაზე ზრუნვის მეთოდები.

სირთულის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია და საკუთარი, ცხოვრებისეული ბიუჯეტის ზრდა, უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, გამდიდრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ამისათვის, ლატარიაში ჯეკ -პოტის მოგება, არ არის აუცილებელი?

როგორ? სპეციალისტების აზრით, გამდიდრებისთვის აუცილებელია, შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

რჩევა N1 – შეცვალეთ ფულის მიმართ თქვენი დამოკიდებულება.

რატომ არის თქვენი დამოკიდებულება მცდარი? ამ სტატიას თუ კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ არ გამდიდრებულხართ და სწორედ თქვენი სიღარიბე მიუთითებს, ფულის მიმართ თქვენს არასწორ დამოკიდებულებაზე.

პირველ რიგში, მოეშვით ფულის, უფრო კონკრეტულად კი ფულიანი ადამიანების სიძულვილს. უმჯობესი იქნება თუ ამ ადამიანებს კარგად გაიცნობთ, რადგან ეს ცოდნა დაგეხმარებათ, რომ დაემსგავსოთ მათ ანუ თქვენც გახდეთ ფულიანი.

შეისწავლეთ ფინანსური წარმატების ის გზები, რომლებიც უკვე გაიარეს სხვებმა და სწორედ ასეთი ადამიანები იყოლიეთ მისაბაძ ობიექტებად.

კარგი იქნება თუ ასეთ ადამიანს თქვენს მასწავლებლად აქცევთ ან მისი პროტეჟე გახდებით, ეს წარმატების მიღწევას კიდევ უფრო მეტად გაგიადვილებთ.

მდიდარი ადამიანების გარდა, თქვენ კარგად უნდა გაიცნოთ თავად ფულიც, მისი ბუნება და ის თუ საიდან მოდის და სად მიდის.

ასევე, ნუ შეხედავთ ფულს ისე როგორც მარტივად მოსანადირებელ ცხოველს. გაითავისეთ, რომ ფულის შოვნას სჭირდება მოქმედება და შრომა. სწორედ ეს გახლავთ ფულისადმი ყველაზე უფრო სწორი და მომგებიანი დამოკიდებულება.

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

რჩევა N2 – გაათვითცნობიერეთ დაბალი რიცხვების მნიშვნელობა.

მცდარია მოსაზრება, თითქოს დიდი ფულის შოვნა, მხოლოდ და მხოლოდ დიდი ინვესტიციით არის შესაძლებელი.

რეალურად, ბიზნესის წამოწყება მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება.

„შენ არ გჭირდება, რომ იყო დიდებული იმისათვის, რომ დაიწყო, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა დაიწყო, იმისათვის, რომ გახდე დიდებული“ – ეს ფრაზა, გაყიდვების ერთ -ერთი ყველაზე უფრო ცნობილ და წარმატებული სპეციალისტს, ზიგ ზიგლარს ეკუთვნის, რომელსაც კარიერის მანძილზე, მრავალ წარმატებულ ბიზნესმენთან უმუშავია და ბიზნესის სფეროში უდიდესი გამოცდილება ჰქონდა.

დაუჯერეთ ბატონ ზიგლარს, ნუ დაივიწყებთ, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი მცირედით იწყება და სწორი განვითარების შემთხვევაში იძენს დიდ მასშტაბებს.

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

იგივეს თქმა შეიძლება ფინანსურ დანაზოგზეც, არა აქვს მნიშვნელობა, რა თანხის გადადება შეგიძლიათ ყოველთვიურად, მთავარია, რომ რაღაც თანხა გამოყოთ და დროთა განმავლობაში, თქვენი დანაზოგი მსხვილ ფულად იქცევა. ფულად, რომელიც შესაძლოა ბიზნესის წამოწყებისთვისაც კი გამოდგეს.

დაბალი რიცხვების მნიშვნელობის სრულად გათვითცნობიერებისთვის, აუცილებელია, იცოდეთ, რომ უსარგებლო და არაგონივრული ხარჯები მაშინაც კი აზიანებს თქვენს ბიუჯეტსა და შესაბამისად, თქვენს ფინანსურ მომავალს, როცა ისინი ძალიან მაღალი თანხებისგან არ შედგება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფულის გონივრული და სწორი ეკონომია, გახლავთ ფინანსური წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ყოველდღიურად უნდა გადადგათ. დაზოგეთ მცირე თანხებიც კი.

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

რჩევა N3 – შენ თავად ქმნი საკუთარ მდგომარეობას.

გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრება თქვენი, თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია.

არ დაივიწყოთ ეს და არასოდეს, რათა საკუთარი პრობლემების ან თქვენთვის არასასურველი მდგომარეობის სხვა რაიმეზე ან ვინმეზე გადაბრალება არ დაიწყოთ.

ასევე, გახსოვდეთ ისიც, რომ ფინანსური კეთილდღეობა სულაც არ არის მემკვიდრეობის საკითხი.

შესაძლოა თქვენი მშობლები ღარიბები იყვნენ, მაგრამ დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ მემკვიდრეობაზე უარის თქმა და საკუთარი მდგომარეობის თავად შექმნა.

აიღეთ მართვის სადავეები ხელში და მოტივაციისთვის, გამოიყენეთ ამერიკელი ბიზნესმენის, დეივ რემსის სიტყვები, რომელმაც თქვა: „აკონტროლეთ საკუთარი ფული, თორემ, მისი ნაკლებობა დაიწყებს თქვენს კონტროლს.“

როგორ გავმდიდრდეთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს სესხი?

რჩევა N4 – მიიღეთ ფინანსური განათლება.

არ არის აუცილებელი ფინანსისტის მაგისტრის დიპლომი, მთავარია, რომ გაეცნოთ ყველა იმ წესს, რომელიც პირადად დაგჭირდებათ და გამოგადგებათ.

ბოლო რჩევა – არ ინერვიულოთ!

ეს რჩევა გამოგადგებათ არამხოლოდ ფულთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც.

ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. პირიქით, ის დაგაკარგვინებთ დროს და ხელს შეგიშლით კონცენტრირებაში, რამაც შესაძლოა არასწორი ნაბიჯები და შეცდომები გამოიწვიოს.

სჯობს, ცივი გონებით, უსარგებლო ემოციების გარეშე, საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მოაგვაროთ პრობლემები და გადადგათ გარკვეული ნაბიჯები!