როგორ-გავხადოთ-საახალწლო-„შოპინგი“-კომფორტული-და-ეკონომიური

როგორ გავხადოთ საახალწლო „შოპინგი“ კომფორტული და ეკონომიური?

ახალი წელი მოახლოვდა და თუ სადღესასწაულო საყიდლებზე ჯერ არ წასულხართ, მაშინ ეს სტატია გამოგადგებათ.

დღეს vivus.ge-ს ბლოგი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელთა დახმარებითაც თქვენ წინასაახალწლო „შოპინგის“ პროცესს სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია ეკონომიურად განახორციელებთ.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ,  არ არის საჭირო ახალ წელს სასურველი დღესასწაულის მოწყობაზე უფულობის გამო უარის თქმა.

ფულის ნაკლებობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus ge-ს რომელიც ბევრად უფრო უკეთეს პირობებს გთავაზობთ ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციბი.

Vivus.ge-ში პირველი სწრაფი სესხი უპროცენტოა, განმეორებით sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

აქ თქვენ შეგილიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე თანხა სწრაფად და მარტივად, ონლაინ რეჟიმში ან ჩვენს სერვის ცენტრებში.

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%9d

რაც შეეხება საახალწლო საყიდლების დაგეგმვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ რჩევებს, პირველ რიგში გირჩევთ სუფრისთვის საჭირო ინგრედიენტები წინასწარ შეიძინოთ.

ამ გზით თქვენ გამოითავისუფლებთ დროს და 31 დეკემბერს უფრო სასიამოვნო საქმით, საზეიმო განწყობის შექმნით, საკუთარი გარეგნობის მოწესრიგებით ან უბრალოდ საახალწლო ტელეგადაცემების ყურებით დაკავდებით.

გარდა ამისა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღაზიებში ხალხის რაოდენობა და ხშირშემთხვევაში პროდუქტის ფასებიც. სალაროსთან რიგში დგომის თავიდან არიდების მიზნით არაფუჭებადი პროდუქტები შეიძინეთ ნაადრევად.

მაგალითად: გაყინული ქათამი, თევზი და ზღვის პროდუქტები; თხილეული, ზეთისხილი, ფქვილი და მსგავსი მშრალი ინგრედიენტები, სუნელები, კონსერვები და ა.შ.

%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d

ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი, საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები ეკონომიის მიზნით შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

გამონახეთ დრო და შვილებთან ერთად მიუჯექით იუთუბს, სადაც მრავლად მოიძებნება იაფფასიანი ნივთებისგან ლამაზი მოსართავების დამზადების ვიდეო-გაკვეთილები.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ეშმაკობა, 31 დეკემბერს, როცა ყველა ნაძვის ხე უკვე მორთულია, მაღაზიების ნაწილში საახალწლო მოსართავების ფასი საგრძნობლად ეცემა დაბლა და თქვენ შეგიძლიათ ამ მომენტოთ ისარგებლოთ.

მართალია ახალი სათამაშოები თქვენ ნაძვის ხეზე დაგვიანებით გაჩნდება, მაგრამ სამაგიეროდ კარგ ეკონომიას გააკეთებთ.

%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%9d

საახალწლო საჩუქრები – ეს დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახლავთ.

წინასწარ გაარკვიეთ რა სურთ თქვენს ახლობლებს, რათა თავი დაიზღვიოთ მათთვის უსარგებლო ნივთის შეძენისგან.

ბავშვების შემთხვევაში ეს მარტივია, თოვლის ბაბუისთვის დაწერილ წერილში ხომ ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი.

აი უფროსების შემთხვევაში კი თადარიგი კარგა ხნით ადრე უნდა დაიჭიროთ.

დაიწყეთ დაკვირვების წარმოება რამდენიმე თვით ადრე და ერთხელ მაინც მოკრავთ ყურს თქვენი საჩუქრის ადრესატის სურვილს, დაიმახსოვრეთ მისი ნათქვამი და სწორი საჩუქრის შერჩევა უმარტივესი იქნება.

პროდუქტების მსგავსად, საჩუქრების ყიდვაც ნაადრევად უნდა დაიწყოთ და ამ შემთხვევაშიც უნდა დაიცვათ თავი გაზრდილი ფასებისა და სალაროსთან რიგში დგომისგან.

Santa Claus with huge bag of presents

გახსოვდეთ ისიც, რომ არც საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყოთ.

საახალწლო საჩუქარი თქვენთვისაც შეიძინეთ და გარდა ამისა მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ 31 დეკემბერს თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ.

ამბობენ ახალ წელს როგორც შეხვდები ზუსტად ისე გაატარებ მომდევნო 12 თვესო.

გარდა ამისა, არსებობს ინდური ცრურწმენა, რომლის თანახმადაც თუ 31 დეკემბერს ლამაზად არ გამოიყურები და მოწესრიგებული გარეგნობა არ გაქვს, მომდევნო წელი შენთვის უიღბლო იქნება.

და ბოლო რჩევა, ნუ გახდებით საახალწლო ფასდაკლებების მსხვერპლი!

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დაფიქრდით და შეადარეთ სხვადასხვა მაღაზიის ფასები ერთმანეთს.