როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

დღევანდელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ტენდენციური გახლავთ მცირე ზომის ბინები, რაც მათი დაბალი ფასით არის გამოწვეული.

პატარა მოცულობის სახლს კი თავისთავად, სამზარეულო, საძინებელი და მისაღები ოთახიც მცირე ზომის აქვს.

ასეთ ბინებს, განსაკუთრებული ინტერიერი სჭირდება, რადგან ერთდროულად ლამაზიც უნდა იყოს, ტევადიც, ფუნქციურიც და თანაც სივრცის ან სივრცის ვიზუალური შთაბეჭდილების დატოვებაც სასურველია.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

ინტერიერის გამოცდილი დიზაინერებისთვის ამ ყველაფრის მიღწევა, მარტივია, მაგრამ მათი სერვისი საკმაოდ ძვირადღირებული გახლავთ და მცირე ბინის მეპატრონეებს, ძირითადად თავად უწევთ საკუთარი სახლის ოთახების ინტერიერის მოფიქრებაც და მოწყობაც.

გაგახარებთ და გეტყვით, საჭირო ინფორმაციის, ინტერიერის დიზაინში საბაზისო ცოდნისა, გემოვნებისა და ფანტაზიის უნარის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ სპეციალისტის მომსახურებაზე და თავადაც მშვენივრად მოაწყოთ თქვენი პატარა ზომის საცხოვრებელი.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

მოგეხსენებათ, საცხოვრებელი სახლის ერთ -ერთი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კუთხე გახლავთ საძინებელი ოთახი, რომელიც ლამაზიც უნდა იყოს, კომფორტულიც, ფუნქციური და რაც მთავარია, თქვენს ჯანსაღ ძილს უნდა უზრუნველყოფდეს, რადგან ჯანსაღი ძილის გარეშე, ადამიანის ორგანიზმისა და ფსიქიკის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია.

როგორ უნდა მოაწყოთ მცირე ზომის სამზარეულოს ინტერიერი? ამას ჩვენი დღევანდელი პოსტიდან შეიტყობთ, რომელიც სპეციალისტების რჩევებს მოიცავს.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ საძინებლის რემონტის ან ავეჯისთვის საჭირო თანხა, შეგიძლიათ მიიღოთ vivus ge -ს გრძელვადიანი სესხის მეშვეობით, რომელიც სწრაფად და მარტივად, ონლაინ რეჟიმში გაიცემა.

(vivus -ის გრძელვადიანი სესხის ოდენობის, გადახდის ვადებისა და საპროცენტო განაკვეთის შესახებ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე)

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

საბაზისო რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

ინტერიერის დიზაინერების აზრით, ყველამ ვისაც მცირე ზომის საძინებელი ოთახი ან ოთახები აქვს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:

რჩევა N1 – სწორად შეარჩიეთ ფერები.

მცირე ზომის საძინებლისთვის, რეკომენდირებულია ისეთი ღია ფერები, როგორებიცაა: თეთრი, კრემისფერი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ღია ნაცრისფერი, ღია ვარდისფერი და ა.შ.

ფერთა ასეთი გამა და თამაში, ვიზუალურად უფრო დიდს წარმოაჩენს ოთახს.

არ ღირს ფერების რაოდენობის გადაჭარბება, ორი ფერი უკვე საკმარისია, თუმცა, მოწყენილობისა და ერთფეროვნებისთვის თავის არიდების მიზნით, შეგიძლიათ, ერთი კედელი მუქი პასტელის ფერში გადაღებოთ ან მკვეთრი ნახატების მქონე შპალერი შეარჩიოთ.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

იგივე მიზნით, დასაშვებია მკვეთრი ფერის, გარე ბალიშები საწოლზე ან რამდენიმე განყოფილების მქონე კარადის ერთ -ერთი განყოფილების კარის პასტელის ფერში გადაწყვეტა.

ასევე, აუცილებელია, რომ საწოლის თეთრეულიც ღია ფერის იყოს. კარგი იქნება თუ მას კედლის ფერებთანაც შეახამებთ. ეს საძინებელში სიმშვიდისა და ჰარმონიის აურას შექმნის, თანაც ინტერიერი ძალიან აჭრელებული არ იქნება.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

ღია ფერის კანონი ეხება საძინებელი ოთახის ფარდებსაც.

მოკრძალებულ ფერთან ერთად, სასურველია, პატარა საძინებლის ფარდებს ზომა და სტილიც მოკრძალებული ჰქონდეს.

მოერიდეთ ზედმეტად დიდ და პომპეზურ ფარდებს.

კარგი ვარიანტია თხელი, მსუბუქი ფარდები ან ჟალუზები.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

ფერებზე საუბრისას, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საძინებლის ინტერიერს ძალიან უხდება ღია ფერს, ხის ზედაპირის ფერი, ამიტომ შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ ავეჯზე, რომელსაც საღებავის ნაცვლად, მხოლოდ უფერული ლაქი აქვს გადასმული.

გახსოვდეთ, მუქი ფერის ავეჯი და კედლები დასაშვებია მხოლოდ იმ საძინებელში, რომელსაც დიდი ფანჯრები აქვს და მზის შუქი ხშირად უდგება.

ფსიქოლოგთა აზრით, მუქ ფერებში გადაწყვეტილი პატარა საძინებელი, ცუდი განწყობისა და ზოგჯერ დეპრესიისკენაც კი უბიძგებს ადამიანს.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

რჩევა N2 – სწორად შეარჩიეთ განათება.

სპეციალისტთა აზრით, საძინებლის განათება ინტიმური და ადეკვატური უნდა იყოს.

დიდი ზომის ნათურები, პატარა საძინებელში უაზრო სანახავი იქნება, ძალიან პატარა კი საჭირო განათებას ვერ უზრუნველყოფს. იდეალური ვარიანტია საშუალო ზომის ნათურები და ჭაღები.

არ დაგავიწყდეთ, საწოლთან სანათების დამონტაჟება, ეს კომფორტულიც არის, ლამაზიც და თქვენი თვალებისთვის სასარგებლოც.

რჩევა N3 – სწორად შეარჩიეთ საწოლი

მცირე ზომის საძინებელში, სივრცის ეკონომიის მიზნით, რეკომენდირებულია საწოლი, რომელსაც არ აქვს ე.წ. საწოლის თავი (მისაყურებელი).

კარგი იქნება თუ შეარჩევთ ისეთ საწოლს, რომელსაც საკუთარი სათავსო აქვს. (მატრასის ქვეშ სტანდარტული სათავსო, უჯრები ან თაროები გვერდებზე.)

თქვენი საჭიროებების მიხედვით, შეგიძლიათ საწოლი შეუკვეთოთ და აღნიშნული სათავსოები თქვენი საძინებლის ზომებსა და თქვენს საჭიროებებს მოარგოთ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არავითარ შემთხვევაში არ ღირს ეკონომიის გაკეთება ჯანსაღი და სასიამოვნო ძილის ხარჯზე, ამიტომ შეარჩიეთ მაქსიმალურად კომფორტული საწოლი, მატრასი და თეთრეული.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

რაც შეეხება, პატარა საძინებელში საწოლის ადგილმდებარეობას, ხშირ შემთხვევებში საუკეთესო ვარიანტია, მისი ფანჯრის კედელთან მიტყუპება.

ამით თქვენ, ოთახში სივრცესაც გაათავისუფლებთ და თანაც, მზის შუქით უზრუნველყოფთ საკუთარ თავს.

დილის მზის სხივები კი მოგეხსენებათ ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მეცნიერთა აზრით ისინი კარგად მოქმედებენ არამხოლოდ სხეულის არამედ ფსიქიკის ჯანმრთელობაზეც.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

რჩევა N4 – შეიძინეთ მრავალ-ფუნქციური ავეჯი.

ეს რჩევა ეხება არამხოლოდ საძინებელს, არამედ მცირე ფართის მქონე ნებისმიერ სახლს.

ავეჯის მწარმოებლები საკმაოდ საინტერესო და კომფორტულ ვარიანტებს გვთავაზობენ და მაქსიმალურად გამოიყენეთ ისინი.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

რჩევა N5 – სარკეები.

სარკე გახლავთ არამხოლოდ ფუნქციური ნივთი, არამედ სივრცის ვიზუალურად გაზრდის არაჩვეულებრივი საშუალება.

ამიტომ, მაქსიმალურად დატვირთეთ თქვენი საძინებელი მისით.

იდეალური ვარიანტია, კარადა, რომლის ზედაპირზეც დიდი სარკე ან სარკეებია განთავსებული, რადგან სარკის კედელზე განთავსებით, დაკარგავთ ადგილს, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო სათავსო.

თუ ფენ შუის წესების გჯერათ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ჰარმონიის მიღწევის ამ მეთოდის თანახმად, საძინებელში სარკეების განთავსებას ფრთხილად უნდა მიუდგეთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუჩინოთ სარკეს ადგილი საწოლის პირდაპირ.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

დამატებითი რჩევები საძინებლის ინტერიერთან დაკავშირებით

საძინებლის ჭერის სიმაღლე თუ საშუალებას მოგცემთ, ძალზედ მოდური, ფუნქციური და კომფორტული იქნება ანტრესოლის ან ანტრესოლის მსგავსი შემაღლებული ადგილის გაკეთება, რომელზეც საწოლს დადგამთ, ქვემოთ კი კარადებს განათავსებთ.

აუცილებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსართულიანი ან გასაშლელი საწოლი, თუმცა ორივე მათგანი საკმაოდ არაკომფორტულია. ერთი ძილის დროს და მეორე ძილამდე და ძილის შემდეგ.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

უპირატესობა მიანიჭეთ მინიმალიზმს, რადგან ის დიდ სივრცეშიც კი ელეგანტურია და მითუმეტეს პატარა ოთახში, სადაც უბრალოდ არ არის ადგილი ზედმეტი დეკორაციებისთვის. მინიმალისტური სტილის აუცილებლობა შეეხება როგორც კედლებს, ასევე ავეჯსაც.

ნახატების ნაცვლად, კედლები თაროებითა და კარადებით დატვირთეთ.

როგორ მოვაწყოთ მცირე ზომის საძინებელი?

მაქსიმალურად დიდი ოდენობით სხვადასხვა სათავსოები, მცირე ზომის სახლის აუცილებელი ატრიბუტია, რადგან საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს, ეს კი სახლის სწრაფად და მარტივად დალაგების საუკეთესო საშუალებაა.

თუ საწერი მაგიდა თქვენთვის აუცილებლობას წარმოადგენს, მაშინ შეარჩიეთ ისეთი, რომელიც კარადის ფუნქციასაც შეითავსებს.

უპირატესობა მიანიჭეთ მაღალ კარადებს, რადგან ისინი უფრო ნაკლებ ადგილს იკავებენ იატაკზე და უფრო მეტ ტანსაცმელს იტევენ.