როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

სწრაფი ფული შეგიძლიათ მიიღოთ vivus ge –ში, სადაც სწრაფი ონლაინ სესხები მარტივად გაიცემა.

Vivus ge -ში ხელმისაწვდომია სესხები 100 -დან 1200 ლარამდე.

სწრაფი ფული – როგორ მივიღო?

სწრაფი ფულის მისაღებად, უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Vivus ge და შეავსოთ ონლაინ განაცხადი სესხზე.

სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხას მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

ცნობისთვის, Vivus ge -ში სესხის საკომისიო ერთ -ერთი ყველაზე უფრო დაბალია და სულ რაღაც 5,4% -ს შეადგენს.

წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.

Vivus ge -ს კრედიტების კიდევ ერთი ღირსება გახლავთ ის ფაქტი, რომ მსესხებელს არ მოეთხოვება სესხი მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ Vivus ge -სგან მიღებული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სურვილისამებრ, მაგალითად, შეიძინოთ საახალწლო საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის.

თუ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, თუ რას აჩუქებთ ახლობლებს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან გიამბობთ იმის შესახებ თუ როგორი საჩუქრები შეეფერება ძაღლის წელიწადს.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი 2018–ში?

2018 წელი გახლავთ ძაღლის წელიწადი, ამიტომ რეკომენდირებულია, გაითვალისწინოთ, რომ საჩუქარი უნდა გავდეს ძაღლის ხასიათს ანუ უნდა ასოცირდებოდეს:

  • ემოციურ სტაბილურობასთან
  • მეგობრობასთან
  • სამართლიანობასთან
  • გულწრფელობასთან
  • სწორ პრინციპებთან
  • შორსმხედველობასთან
  • გულუხვობასთან
  • კომუნიკაბელურობასთან

რაც შეეხება საახალწლო საჩუქრის ფერს 2018 წელს, სასურველია შეარჩიოთ:

  • ყვითელი
  • მწვანე
  • ყავისფერი
  • ხაკისფერი
  • ოქროსფერი

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

ნებისმიერი ადამიანისთვის, იდეალური საჩუქარი იქნება ძაღლის ან ლეკვის ჩუქება.

ეს გახლავთ ერთდროულად სასიამოვნო და 2018 წლისთვის ყველაზე უფრო მეტად შესაფერისი საჩუქარი.

თუმცა, გაითვალისწინეთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოველები არ უყვართ, მათზე ალერგია აქვთ ან გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ ცხოველის მოვლა.

ასეთი ადამიანისთვის ლეკვის ჩუქება დიდი შეცდომა იქნება, რადგან სიხარულის ნაცვლად დისკომფორტს მოუტანს.

ძაღლის წელიწადში არ არის რეკომენდირებული სუნამოს ან რაიმე სხვა მძაფრი სუნის მქონე საჩუქრის ჩუქება, რადგან ეს ძაღლს არ უყვარს.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

ა ვაჩუქოთ მეუღლეს ან/და შეყვარებულს 2018 წელს?

2018 წელს, ქმრის ან შეყვარებული ბიჭის საჩუქრის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ ორი ფაქტორი:

  1. საჩუქარი უნდა იწვევდეს მასში ინტერესს;
  2. საჩუქარი უნდა იყოს სასარგებლო;

ქმრის ან შეყვარებული მამაკაცისთვის, კარგი საჩუქარი იქნება მისი ჰობისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის გამოსადეგი ნივთების შეძენა.

ცოლის ან შეყვარებული გოგონასთვის საჩუქრის შერჩევისას, ასტროლოგები განსხვავებულ რეკომენდაციებს აძლევენ შეძლებულ და დაბალი შემოსავლის მქონე მამაკაცებს.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები უფლებას გაძლევთ, სასურველია, რომ საყვარელ ქალს, ახალი წლის საჩუქრის სახით მიართვათ:

  • ძვირფასი ბეწვის ქურქი;
  • საიუველირო ნაწარმი. ეს შესაძლოა იყოს სამაჯური, საყურე ან ბეჭედი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ საჩუქარი თქვენს გულუხვობას გამოხატავდეს. ამ ტიპის საჩუქრის შერჩევისას, უარი თქვით ყელსაბამზე, რადგან ძაღლისთვის ის თავისუფლების შეზღუდვასთან ასოცირდება.
  • ელიტური პარფიუმერია. მაღალი ხარისხის პარფიუმერია ხშირად ისეთივე ძვირი ღირს როგორც კარგი სამკაული, ამიტომ ხარისხიანი და ბრენდული კოსმეტიკა თქვენი გულუხვობისთვის ხაზგასმის კარგი საშუალება იქნება.

რაც შეეხება დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მამაკაცებს, მათ შეუძლიათ, რომ შეაჩერონ არჩევანი:

  • სილამაზის სალონის აბონიმენტზე;
  • სპა სალონის აბონიმენტზე;
  • მასაჟის პროცედურის აბონიმენტზე;

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

რა ვაჩუქოთ მშობლებს 2018 წელს?

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, საჩუქარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა უსვამდეს ხაზს თქვენი მშობლის ასაკს.

არ არის საჭირო წნევის საზომი აპარატის ან თქვენი მშობლისთვის აუცილებელი რაიმე სახის სამკურნალო საშუალების ჩუქება.

სჯობს ორიენტირება მოახდინოთ თქვენი მშობლის ცხოვრების სტილზე და ამის მიხედვით შეარჩიოთ მისთვის საახალწლო სურპრიზი.

საჩუქარი დედას – თუ დედათქვენი დიასახლისია, შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ საოჯახო ტექნიკაზე, კულინარიულ კურსებზე და ა.შ.

თავის მოვლის მოყვარულ დედებს გაახარებთ კოსმეტიკა, სილამაზის ან სპა სალონის აბონიმენტი, ხალათი, სასარგებლო აქსესუარი და ა.შ.

საჩუქარი მამას – შეგიძლიათ შეურჩიოთ ავტომობილის აქსესუარი, შარფი, ქუდი, ლუდის ბოკალი, ხელთათმანები ან სულაც ბილეთები მისი საყვარელი გუნდის თამაშზე.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

ა ვაჩუქოთ ბავშვებს 2018 წელს?

ლეკვის ჩუქება ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო აქტუალურია, რადგან ბავშვებს ცხოველები ძალიან უყვართ.

თუმცა, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ამ საჩუქრის შერჩევა არ შეგიძლიათ, მაშინ შეგიძლიათ რაიმე სხვა მოიფიქროთ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი წელი ბავშვისთვის ნამდვილი ზღაპარი და გრანდიოზული დღესასწაული უნდა იყოს.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

საჩუქარი ბიჭებისთვის – კარგი გადაწყვეტილება იქნება, საჩუქრის სახით, ბავშვის წაყვანა თოვლის ბაბუასთან ან/და საყვარელი მულტფილმის გმირთან შესახვედრად.

წინასწარ და ფრთხილად გაიგეთ მისგან თუ რომელ გმირია მისი კუმირი და შემდგომში მოუწყვეთ შეხვედრა ამ გმირის კოსტუმში გამოწყობილ ადამიანთან.

ეს მისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და დიდი სიხარულის წყარო იქნება.

ასევე კარგი იქნება ინტელექტის გაღვივებისთვის ხელისშემწყობი სათამაშოს ჩუქება.

საჩუქარი გოგონასთვის – კარგი იქნება ორიგინალური ფორმის ტკბილეულის ჩუქება.

ასევე, რეკომენდირებულია ცხოველის ფორმის ან ცხოველის გამოსახულების მქონე ზურგჩანთის ჩუქებაც.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

აჩუქარი ჰოროსკოპის მიხედვით

თუ ზემოთ ჩამოთვლილი კლასიფიკაცია თქვენთვის არასაკმარის ინფორმაციას მოიცავს, მაშინ შეგიძლიათ შეარჩიოთ საჩუქრები, ადრესატის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ასტროლოგთა აზრით, 2018 წელს, საახალწლო საჩუქრის სახით, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის რეკომენდირებულია შემდეგი საჩუქრები:

ვერძებს შეგიძლიათ აჩუქოთ: მოდური სათვალე, მრავალფუნქციური გაჯეტი ან მასტერ კლასი მისთვის საინტერესო სფეროში.

კუროებს  ამ წელს გაახარებთ ძველი ნივთების განახლება, ამიტომ ნუ დახარჯავთ დროს კრეატივზე ფიქრით, უბრალოდ აჩუქეთ ის რაც მას უკვე აქვს, მაგრამ დაუძველდა.

ტყუპებს გაახარებთ ფოტოაპარატით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეული ტრენინგით ან ლამაზი დღიურით.

კირჩხიბშეგიძლიათ აჩუქოთ სპა სალონის ან ფიტნეს კლუბის აბონიმენტი, ბილეთი მისთვის საინტერესო ღონისძიების პრემიერაზე, ტყავის აქსესუარი ან/და სამოტივაციო წიგნი.

ლომიზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთათვის იდეალური საჩუქარი იქნება საიუვილერო ნაწარმის ჩუქება.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი და მივიღოთ სწრაფი ფული?

ქალწულებს გაახარებთ ისეთი ნივთები, რომლებიც სახლში სიმყუდროვის შექმნის საშუალებას მისცემთ.

სასწორებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ტკბილეული, ჩაი, ყავა, ძვირფასი ალკოჰოლური სასმელი, საფულე.

მორიელი გაიხარებს თუ აჩუქებთ მოდურ შლაპას, ავტოკალამს ან რაიმე არასტანდარტულ ნივთს.

მშვილდოსანისთვის სასიამოვნო საჩუქარი იქნება: აუზის აბონიმენტი, არომატული საპნების ნაკრები, მაგიდის თამაში, აგარაკის ეზოსთვის შესაფერისი ავეჯი.

თხის რქა კმაყოფილი იქნება თუ აჩუქებთ ღვინოს, ბრენდულ სამოსს, მისი ჰობისთვის აუცილებელ ნივთს ან აქსესუარებს სამუშაო მაგიდისთვის.

მერწყულს გაახარებს სილამაზის სალონის აბონიმენტი, მკვეთრი ბიჟუტერია ან თანამედროვე გაჯეტი.

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, 2018 წლის საახალწლო საჩუქრის სახით შეგიძლიათ მიართვათ ისეთი ნივთები, რომლებიც ერთდროულად არის ლამაზიც და პრაქტიკულიც.