new-years-eve-party-copy

საახალწლო „ივენთ“ კალენდარი

Vivus.ge-ს ბლოგის ტრადიციულ ივენთ კალენდარს დღეს განსხვავებული ფორმით შემოგთავაზებთ.

სადღესასწაულო განწყობის შექმნაში თქვენი დახმარების მიზნით, კვირის „ივენთ“ კალენდრის ნაცვლად, დღეს საახალწლო „ივენთ“ კალენდარს წარმოგიდგენთ და მოგიყვებით იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ამ თემატიკაზე და ამ პერიოდში არის დაგეგმილი.

სანამ ახალი წლის დღეებში სახლში ჯდომას უფულობის გამო გადაწყვეტდეთ გირჩევთ, არ ღირს სიამოვნებაზე უარის თქმა, სჯობს მიიღოთ სასურველი დღესვე, რაშიც სიამოვნებით დაგეხმარებათ vivus ge.

ჩვენთან შეგიძლიათ 50-დან 650 ლარამდე swrafi sesxi ყველაზე დაბალ პროცენტში.

რაც შეეხება საახალწლო „ივენთ“ კალენდარს, პირველ რიგში გიამბობთ საბავშვო ღონისძიებებზე.

dba00c92-6e93-44c0-b2e9-395d638aa112

29-31 დეკემბერს ზალიკოს ცენტრში ბავშვებს „საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი“ ელით.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 35 ლარი გახლავთ.

30 დეკემბერს პატარებს უმასპინძლებს „ჰეფი ლაუნჯი“ სადაც „საახალწლო ზეიმი“ გახლავთ დაგეგმილი.

წარმოდგენა დატვირთულია საახალწლო თამაშებით, ცეკვებით ჯინის, სანტას, ფიფქიას, გრინჩის და ელფის მონაწილეობით.

ბილეთის ფასი 30 ლარი გახლავთ.

2, 3 და 4 იანვარს სპორტის სასახლეში ბზიკებისტუდიო წარმოგიდგენთ საახალწლო შოუს “გოზინაყი ფართი”

მონაწილეობენ: 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი , 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე LIZI POP.

d70e9ad4-5d1a-4196-b175-93d5f190eb80

2 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ბასტი ბუბუ“ პატარებისთვის ორ კონცერტს გამართავს.

პირველი შუადღის 3 საათზეა დაგეგმილი, მეორე – საღამოს ექვსზე.

რაც შეეხება უფროსებისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებს, ისინიც არანაკლებს საინტერესო გახლავთ.

31 დეკემბერს შატბში იკრიბებიან ლაშა გურულის მუსიკის მოყვარულები.

ღონისძიება საღამოს 10 საათზე დაიწყება და ორგანიზატორები კარგ გართობას გვპირდებიან.

ახალ წელს ორდღიანი წვეულებაა დაგეგმილი ფაბრიკაში.

ორგანიზატორთა განცხადებით აქ გელით კარგი მუსიკა, უგემრიელესი ვახშამი, თბილი გლინტვეინი და ბევრი ცეკვა.

ბილეთის ფასი გახლავთ 59 და 95 ლარი.

0970cfc6-603f-45d0-bc53-5070a8793123

ვისაც კლუბურ მუსიკას ქართული ჰანგები ურჩევნია, მათთვის კლუბ ტრიუმფში 31 დეკემბერს მერაბ სეფაშვილი იმღერებს ალილოსთან ერთად.

ღონისძიებაზე დასწრების საფასური 150 ლარო გახლავთ.

ამ თანხაში საახალწლო სურფაც შედის.

ორიგინალურობას ცდილობს თბილისის ივენთ ჰოლი, სადაც 31 დეკემბერს მაიკლ ჯექსონის საღამო გაიმართება.

ორგანიზატორთა განცხადებით სპეციალურად გერმანიიდან მოწვეულია ჯექსონის ორეული საშა პაზდერა.

ის ბენდთან, ბექ-ვოკალისტებთან და მოცეკვავეებთან ერთად გამართავს გრანდიოზულ 3 საათიან შოუ-პროგრამას.

პოპის მეფის საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 200 ლარი გახლავთ.

56daa1e8-7c69-4d43-9d1d-dd14d2b28750

ახალი წლის პირველი დღის გენიალურ მუსიკასთან გატარების შანსს გაძლევთ ბერნი რესტორანი.

აქ პირველ იანვარს დათო ევგენიძის კონცერტია დაგეგმილი.

ორგანიზატორთა განცხადებით თქვენს საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ დათო ევგენიძე ბენდთან ერთად ახალი პროგრამით “ციდან ცვივა ნოტები ”

ასევე გელით საახალწლო სიმღერების პრემიერები. საღამოს დაასრულებს Dj Grotask.

ბილეთის ფასია 250 ლარი და მასში შედის 100 ლარიანი დეპოზიტი ბერნის მენიუზე.