სად დავისვენოთ აგვისტოში და მივიღოთ გრძელვადიანი სესხი

სად დავისვენოთ აგვისტოში და სად მივიღოთ გრძელვადიანი სესხი?

გრძელვადიანი სესხი უკვე ხელმისაწვდომი გახლავთ vivus ge -ში.

ჩვენთან უკვე გაიცემა 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის გრძელვადიანი სესხები 3 -დან 24 თვემდე ვადით.

გრძელვადიანი სესხი – როგორ მივიღო?

გრძელვადიანი სესხის მისაღებად, უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.vivus.ge და განახორციელოთ რამდენიმე, მარტივი, ონლაინ პროცედურა, კერძოდ:

  1. საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულ, სესხის ონლაინ კალკულატორზე, უნდა მიუთითოთ „გრძელვადიანი სესხი“;
  2. იგივე კალკულატორზე მონიშნოთ, თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა და მისი გადახდის, თქვენთვის კომფორტული პერიოდი;
  3. დააკლიკოთ ღილაკს სესხის აღება.

ამის შემდეგ, კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, თქვენ მომენტალურად მიიღებთ ფულს, პირად საბანკო ანგარიშზე.

Vivus -ში გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყო

მიღებული თანხით, თქვენ შეგიძლიათ წამოიწყოთ მცირე ბიზნესი, განაახლოთ ავეჯი და ტექნიკა ან მოიწყოთ დაუვიწყარი შვებულება.

ავეჯისა ტექნიკის განახლებაზე სხვა დროს გიამბობთ, დაუვიწყარი შვებულების მოწყობაში კი ეს სტატია დაგეხმარებათ, რადგან ის აგვისტოს თვისთვის შესაფერის კურორტებს ეხება.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, მიმდინარე წლის აგვისტო, საქართველოში წვიმიანი იქნება, ამიტომ ზღვაზე დასვენების მსურველებს, მოუწევთ ქვეყნის გარეთ გასვლა.

სად შეიძლება ზღვისპირა დასვენება 2018 წლის აგვისტოში?

ზღვისპირა კურორტებითა და კარგი ამინდით, 2018 წლის აგვისტოში, გაგიმასპინძლდებიან შემდეგი ქვეყნები:

ქვეყანა N1 – ისრაელი

აგვისტოში აქ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი და ღამით პლიუს 22 -23 გრადუსი იქნება. წყლის ტემპერატურა კი +28 გრადუსი დაგხვდებათ..

ისრაელში გელით არამხოლოდ ცხელი მზე, გამართული ინფრასტრუქტურის მქონე პლიაჟები და ზღვა, არამედ საინტერესო საექსკურსიო ტურებიც, რაც თქვენს დასვენებას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.

ბიუჯეტის შედგენის გამარტივების მიზნით, გეტყვით იმასაც, რომ თბილისიდან ისრაელამდე, თვითმფრინავის ბილეთის ფასები 450 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება ღამის გათენების საფასურს, ისრაელში საშუალო დონის სასტუმროში, ერთი ღამით დარჩენის მინიმალური ფასი 55 ევროა.

ქვეყანა N2 – ეგვიპტე

ეგვიპტე ძალზედ პოპულარულია ქართველებში, რადგან მაღალი ხარისხის საკურორტო სერვისს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს.

ქართული ტურ -ოპერატორების შემოთავაზებების მიხედვით, აგვისტოს თვის შვებულების ეგვიპტეში გატარების მინიმალური ფასი 800 ლარია, მაქსიმალური კი 2 500 ლარი.

ამინდის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, 2018 წლის აგვისტოში, ეგვიპტეში ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსი ინება, წყლის ტემპერატურა კი 30 გრადუსი. ეს საზღვაო დასვენებისთვის იდეალური ამინდი გახლავთ, რადგან ლამაზი რუჯის მისაღებად ყველა პირობაა ბუნების მიერ შექმნილი.

ეგვიპტეში, გარუჯვის პარალელურად, საშუალება გექნებათ, რომ დაკავდეთ: სერფინგით, დაივინგითა და სხვა საწყალოსნო აქტივობებით.

ქვეყანა N3 – თურქეთი

არაჩვეულებრივი და ქართველი დამსვენებლებისთვის, ასევე კარგად აპრობირებული კურორტები გახლავთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, თურქეთის დასასვენებელი ტერიტორიებიც.

ჰაერის ტემპერატურა აქ ისეთივე მაღალი დაგხვდებათ როგორც ეგვიპტეში. ეგვიპტის წყლებთან თითქმის გათანაბრებული ტემპერატურა ექნება თურქეთში წყალსაც.

თურქული კურორტების პოპულარობიდან გამომდინარე, ალბათ თავადაც იცით, მაგრამ მაინც გაგიმეორებთ, რომ აქაური სასტუმროები გამოირჩევა მაღალი სერვისით და მორგებულია ყველა ასაკის დამსვენებელზე.

ქართული ტურისტული კომპანიები, თურქეთში ერთკვირიან დასვენებას საკმაოდ დაბალ ფასად გვთავაზობენ. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ტურის საფასური 700 ლარიდან იწყება.

სად დავისვენოთ აგვისტოში და სად მივიღოთ გრძელვადიანი სესხი?

სხვა საზღვაო კურორტები

აგვისტოს თვეში, შვებულების გასატარებლად, ასევე რეკომენდირებული და ქართველებისთვის შედარებით უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახლავთ, შემდეგი ქვეყნები:

  • არაბთა გაერთიანებული საემიროების კურორტები, რომელთა საგზურების საფასურიც 1000 ლარიდან იწყება;
  • ბაჰამის კუნძულები – მინიმალური ფასი 1500 ლარი;
  • ბულგარეთი – ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 700 ლარიდან იწყება;
  • ესპანეთი – დასვენების საფასური 700 ლარიდან იწყება;
  • ინდოეთი (გოა) – ტურის მინიმალური ღირებულება 1400 ლარი გახლავთ;

და რა თქმა უნდა, ზღაპრული მალდივები, სადაც, ზემოაღნიშნული ქვეყნების კურორტებთან შედარებით, 2 -ჯერ უფრო ძვირია გამგზავრება.

მალდივებზე, 1 კვირიანი ტურის მინიმალური ფასი 3 ათასო ლარი გახლავთ, თუმცა ის რაც იქ დაგხვდებათ, ამ თანხად ნამდვილად ღირს.

აგვისტოს საინტერესო ფესტივალები

მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შვებულებისთვის მაინც და მაინც მზე და ზღვა არ სჭირდებათ და სხვა ემოციებით დატვირთულ დღეებს გეგმავენ.

ასეთ ადამიანებს, აუცილებლად დააინტერესებთ 2018 წელს დაგეგმილი ფესტივალები, რომლებიც შესაძლოა ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის ინსპირაცია გახდეს.

სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლო პერიოდის რამდენიმე საინტერესო ივენთის შესახებაც გიამბობთ.

8 -დან 15 აგვისტომდე პერიოდში, ბუდაპეშტში გაიმართება მუსიკალური ფესტივალი Sziget.

ეს გახლავთ ყოველწლიური ფესტივალი, რომლის სტუმართა რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ Sziget -ზე ყოველთვის საუკეთესო არტისტები გამოდიან მსმენელის წინაშე.

წლევანდელი Sziget -ის ლაინაფში კი წააწყდებით ისეთ მუსიკოსებს, როგორიცაა ფინქი, არქთიქ მანქის, დუა ლიპა, გორილაზ, პაროვ სტელარი, ლემარი და სხვა ვარსკვლავები.

Sziget -ის სრული აბონიმენტის ფასი 325 ევროა, ერთდღიანი ბილეთის შეძენას კი 79 ევროდ შეძლებთ.

რაც შეეხება მგზავრობას, აგვისტოს თვეში, ქუთაისის აეროპორტიდან ბუდაპეშტში გამგზავრება 370 ლარი დაგიჯდებათ.

სად დავისვენოთ აგვისტოში და სად მივიღოთ გრძელვადიანი სესხი?

ბითლზის კვირეული იგეგმება, ლეგენდარული ჯგუფის სამშობლოში, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში.

ფესტივალის ფარგლებში, მსოფლიო დონის ვოკალისტები შეასრულებენ ბითლზის ცნობილ ჰიტებს და მსმენელთან ერთად შეეცდებიან როკ ენ როლის სულის დღესასწაულის მოწყობას.

ფესტივალი დაიწყება 23 აგვისტოს და 29 აგვისტომდე გასტანს.

კვირეულზე დასასწრები ბილეთის მინიმალური ფასია 93 ფუნტი სტერლინგი, მაქსიმალური კი 208 ფუნტი სტერლინგი.

ბილეთის ფასი დამოკიდებულია მისი მოქმედების ვადაზე.

ფესტივალი არა, მაგრამ მასზე არანაკლებ საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი 16 აგვისტოს ვილნიუსში.

ამ დღეს, აქ, მსოფლიო დონის ვარსკვლავის, რობი უილიამსის სოლო კონცერტი გაიმართება.

Vivus ge -ს ბლოგი გისურვებთ სასიამოვნო დასვენებასა და გართობას და შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია სესხები 3 ათას ლარამდე.