სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

დასვენება არასდროს არის ისეთი აქტუალური, როგორც აგვისტოს თვეში, რადგან ეს გახლავთ ზაფხულის სიცხეებისა და მხიარული ატმოსფეროს გამოყენების ბოლო შანსი.

იმ შემთხვევაში თუ აგვისტოს ბოლოს შვებულებას გეგმავთ, შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ საზღვარგარეთის კურორტებზე, სადაც აგვისტოში კარგი სეზონია.

ხოლო მათთვის, ვინც აგვისტოს ბოლოს საქართველოში გატარებას აპირებს, ჩვენი ბლოგის ყოველკვირეული ივენთ კალენდარი საინტერესო იქნება, რადგან ის საქართველოს საკურორტო დედაქალაქში, ბათუმსა და მის შემოგარენში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში ანუ 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გიამბობთ.

მიმდინარე კვირის ივენთ კალენდარი

სასიამოვნო სიურპრიზი ელით ქართული მიუზიკლების მოყვარულებსა და ლეგენდარული ანსამბლის, ივერიას თაყვანისმცემლებს.

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

27 აგვისტოს, ბათუმის კლუბ სექტორ 26 -ში იმღერებს აშშ -ში მოღვაწე ქართველი მომღერალი სალიო იგივე სალომე კორკოტაშვილი.

ივენთი საღამოს 9 საათზე გახლავთ დაგეგმილი და მასზე დასასწრები ბილეთის ფასებია: 20 და 30 ლარი.

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

28 აგვისტოს, ბათუმში მორიგ კონცერტს გამართავს ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“

ივენთი საღამოს 9 საათზე, კლუბ სექტორ 26 -შია დაგეგმილი.

მასზე დასწრების საფასური გახლავთ: 20 და 30 ლარი.

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

28 აგვისტოს, ბლექ სი არენაზე, გაიმართება ძველი და ყველასათვის კარგად ნაცნობი მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილის“ გამართვას გეგმავს.

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება და ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში იმართება.

მასში მონაწილეობენ ანსამბლ ივერიას ძველი თაობის ვარსკვლავები და ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, კერძოდ: თემურ წიკლაური, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ნუცა ბუზალაძე, ბორის ბედია, ანდრია გველესიანი, ვახტანგ ტატიშვილი, ქეთი წიკლაური, გურამ ჯაში და სხვები.

მიუზიკლი საღამოს 9 საათზე გახლავთ დაგეგმილი, თუმცა მაყურებლისთვის, ბლექ სი არენას კარი საღამოს 7 საათიდან ღია იქნება.

წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთის ფასებია: 10 და 15 ლარი.

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

28 აგვისტოს, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ჯაზმენი, ირაკლი შარაძე და მისი მეგობრები, ბათუმის შერატონის აუზთან წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

კონცერტი საღამოს 9 საათზე გახლავთ დაგეგმილი და მასზე დასასწრები ბილეთის ფასებია: 10 და 20 ლარი.

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

28 აგვისტოს, დათო ფორჩხიძის დაბადების დღეს, კონცერტით აღნიშნავს ჯგუფი სახე.

კონცერტი გაიმართება ბათუმში, კლუბ აფთუიუში.

ღონისძიება დაგეგმილია ღამოს 12 საათზე და მასზე დასასწრები ბილეთის ფასია 30 ლარი.

სად შეიძლება დასვენება და გართობა მიმდინარე კვირაში?

ლიანა ისაკაძის ფესტივალი

28 და 29 აგვისტოს, ლიანა ისაკაძის საიუბილეო ფესტივალს „ღამის სერენადები“ ბათუმის სასტუმრო შერატონი უმასპინძლებს.

ცნობისთვის „ღამის სერენადები“ გახლავთ საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეათედ იმართება.

ის 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა.

აფხაზეთის ომის შემდგომ, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა 18 წლის შემდეგ, 2009 წელს ისევ დაუბრუნდა მსმენელს და ბათუმში დაიდო ბინა.

აღნიშნული ფესტივალის სულისჩამდგმელი გახლავთ ქართველი მევიოლინე და დირიჟორი, ლიანა ისაკაძე.

წლევანდელ ღამის სერენადებზე დასასწრები ბილეთის ფასებია: 60, 90 და 120 ლარი.