საათი, ფული, კალამი, ფურცელი

ფინანსური რჩევები საშუალო ფენის წარმომადგენლებს

ქართული მედიის მიერ გავრეცელბული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ბოლოს, საქართველოში საშუალო ფენის წარმომადგენელთა რაოდენობა დაახლოებით 15% -ით შემცირდა.

იგივე მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის აღნიშნულმა 15% -მა ღარიბთა ფენაში გადაინაცვლა.

ამ სამწუხარო სტატისტიკას ექპერტები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან, თუმცა არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებითაც, საშუალო ფენის კონკრეტულ წარმომადგენლს შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, უფრო დაბალ ფენაში გადანაცვლებისგან.

ამ სტატიაში vivus ge -ს ბლოგი სწორედ ამ მეთოდებზე გიამბობთ.

თუმცა, სანამ საშუალო ფენის წარმომადგენელთათვის განკუთვნილ ფინანსურ რჩევებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ vivus ge -ს სესხები ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.

Vivus ge -ში ინტერნეტ სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც:

  • არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის;
  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობს საქართველოში მოქმედ პირად საბანკო ანგარიშს;
  • შეძლებს ვალის გადახდას.

კლავიატურა

ინტერნეტ სესხის აღება vivus -ში

ინტერნეტ სესხის აღება vivus -ში შესაძლებელია სწრაფად და მარტივად.

ამისათვის უნდა ეწვიოთ vivus -ის მთავარ გვერდს, შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

Vivus ge -ში შეგიძლიათ აიღოთ 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის ონლაინ სესხი 30 დღის ვადით.

სესხის საკომისიო აქ ერთ -ერთი ყველაზე უფრო დაბალია საქართველოში და 5,4% -ს შეადგენს.

წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.

სესხი დაბალ პროცენტში

Vivus -ის სესხების დაბალი საპროცენტო განაკვეთის უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, მოგიყვანთ მაგალითს.

იმ შემთხვევაში თუ vivus ge -ში აიღებთ 100 ლარიან სწრაფ კრედიტს, 30 დღის შემდეგ თქვენ გიწევთ სულ რაღაც 105 ლარისა და 40 თეთრის დაბრუნება ანუ vivus -ის 100 ლარიანი სესხი მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარი და 40 თეთრი დაგიჯდებათ.

სპეციალურად მათთვის, ვინც ვალის დროულად დაფარვას ვერ ახერხებს, vivus -ში არსებობს სესხის გადავადების სერვისი.

აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რომ დაფაროს კრედიტი მისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი გრაფიკით.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენი სტატიის მთავარ თემას, საშუალო ფენის წარმომადგენელთათვის განკუთვნილ ფინანსურ რჩევებს, რომლებიც სპეციალისტებმა შეიმუშავეს მას შემდეგ რაც მოხდა საშუალო ფენის წარმომადგენელთა მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული ფინანსური შეცდომების შესწავლა.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, საშუალო ფენის ადამიანებს შორის, ყველაზე ხშირია შემდეგი ფინანსური შეცდომები:

შოპინგი

შეცდომა N1 – არაგონივრული შოპინგი

როგორც აღმოჩნდა, საშუალო ფენის წარმომადგენელთა უმეტესობას ახასიათებს ისეთი ნივთების შეძენა, რომელიც არ წარმოადგენს დიდ აუცილებლობას.

ეს გამოწვეულია კარგი რეკლამითა და იმპულსური, ემოციური შოპინგით, რომლის დროსაც ადამიანები საკმარისი გონიერების გამოჩენას ვერ ასწრებენ.

რჩევა N1 – დააყენეთ თქვენი საჭიროებები თქვენს სურვილებზე უფრო მაღლა.

ნივთის შეძენამდე კი გაეცით პასუხი ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა:

  • დაგჭირდებათ ეს ნივთი უახლოესი 6 თვის განმავლობაში? თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ სჯობს შენაძენი სამომავლოდ გადადოთ და მომავალშიც არ დაგავიწყდეთ იგივე შეკითხვის დასმა საკუთარი თავისთვის.
  • გაიხსენეთ თქვენს კუთვნილებაში უკვე არსებული ნივთები და შეეკითხეთ საკუთარ თავს, შემთხვევით უკვე ხომ არ ფლობთ პოტენციური შენაძენის მსგავს ნივთს, რომელმაც შესაძლოა მისი ფუნქციები შეითავსოს? თუ პასუხი დადებითია, სჯობს შენაძენისგან თავი შეიკავოთ.
  • ჰკითხეთ საკუთარ თავს, მართლა ძალიან მოგწონთ ის ნივთი რომლის შეძენასაც აპირებთ? თუ პასუხი 100% -ით დადებითი არ არის, ნუ გააკეთებთ ამ უსარგებლო შენაძენს, რომელიც შესაძლოა არც კი გამოიყენოთ, ფული კი ტყუილად დახარჯული აღმოჩნდება.

სასწორი

შეცდომა N2 – ვალების დაგროვება.

სტატისტიკის თანახმად, სესხებისა და კრედიტების აღება ყველაზე მეტად სწორედ საშუალო ფენის წარმომადგენლებს ახასიათებთ.

ზოგიერთი მათგანი კი იმდენად ღრმად ეფლობა ვალებში, რომ მთელი მისი შემოსავალი ვალებისა და მათი პროცენტების დაფარვას ხმარდება.

რჩევა N2 – ისესხეთ გონივრულად, რაც თავის თავში მოიცავს შემდეგს:

  • აიღეთ სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას.
  • აიღეთ მხოლოდ იმ ოდენობის კრედიტი, რომლის გადახდის უნარიც გაგაჩნიათ.

პენსია

შეცდომა N3 – გრძელვადიანი გეგმის არქონა.

ამ შემთხვევაში იგულისხმება საპენსიო ასაკი, რომლის დაგეგმვაზე ფიქრსაც ყველა არ იწყებს დროულად და შედეგად ვიღებთ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელ მოხუცებს, რომლებმაც ახალგაზრდობა საშუალო ფენაში გაატარეს.

რჩევა N3 – საპენსიო ასაკი აუცილებლად უნდა გქონდეთ წინასწარ დაგეგმილი და მასზე ზრუნვა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ.

გადადეთ ფული ან წინასწარ შექმენით ფინანსური წყარო, რომელიც უზრუნველი სიბერის შექმნაში დაგეხმარებათ.

შეცდომა N4 – ფინანსური დანაზოგის არქონა

საშუალო ფენის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მთელ შემოსავალს ხარჯავს და არ ფიქრობს ე.წ. „შავ დღეზე“

გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევის აუცილებლობის წინაშე აღმოჩენის შემდეგ კი ისინი იძულებულნი ხდებიან, რომ აიღონ ვალი და ამით საშუალო ფენის წარმომადგენელთა მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სიის N2 პრობლემას ეჯახებიან.

რჩევა N4 – იქონიეთ ფინანსური დანაზოგი.

არა აქვს მნიშვნელობა რამდენია თქვენი შემოსავალი და თქვენი ყოველთვიური ხარჯი, ყველა შემთხვევაში გადადეთ თქვენი ხელფასის 10% ყოველთვიურად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევა თქვენთვის ძალიან რთული იქნება.

ფული

შეცდომა N5 – ხელფასზე დამოკიდებულება

საშუალო ფენის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული ხელფასზე, რომელიც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ფაქტიურად ცდილობს გაიტანოს თავი ხელფასიდან ხელფასამდე.

დამატებითი შემოსავლის ძიების ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების ნაცვლად კი დაწინაურებასა და ხელფასის მომატებაზე ოცნებობენ.

სპეციალისტთა აზრით აღნიშნული მიდგომა გახლავთ მცდარი.

რჩევა N5 – შეიცვალეთ აზროვნება!

უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, გადადით მოქმედებაზე და იმის ნაცვლად, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრებას მოერგოთ, იფიქრეთ და იზრუნეთ თქვენი შემოსავლის ზრდაზე.

ფული, სწავლა

შეცდომა N6 – ძვირადღირებული სასწავლებლები

როგორც აღმოჩნდა, საშუალო ფენის წარმომადგენლები იმაზე მეტ ფულს ხარჯავენ შვილების განათლებაში ვიდრე შეუძლიათ.

შედეგად კი ისინი კარგავენ მატერიალურ კეთილდღეობას და ზოგჯერ ვალებსაც კი იღებენ.

მართალია, განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, მაგრამ ის ყოველთვის არ გახლავთ გონივრული.

რჩევა N6 – ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას შვილის განათლების გამო.

შეეცადეთ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ შედარებით დაბალ ფასიან სასწავლებლებზე, მათ შორის აუცილებლად იპოვით დაწესებულებას, რომელიც კარგ განათლებას მისცემს თქვენს შვილს ისე, რომ თქვენი ოჯახის ბიუჯეტს არ დააზიანებს.

ასევე, კარგი იქნება თუ თვალს გაუსწორებთ იმ ფაქტს, რომ ძვირადღირებული სასწავლებელი ვერ იქნება თქვენი შვილის ნათელი მომავლის 100% -იანი გარანტი.