საუკეთესო მარტივი კრედიტი

საუკეთესო ფილმები პრინცებზე და პრინცესებზე და საუკეთესო მარტივი კრედიტი

მარტივი კრედიტი გახლავთ Vivus ge -ს eloan, რადგან ის მარტივიად გაიცემა.

სიმარტივესთან ერთად ეს გახლავთ სწრაფი, სანდო და მოსახერხებელი e-loan, რომელსაც ონლაინ რეჟიმში მიიღებთ.

როგორ მივიღო მარტივი კრედიტი?

მარტივი კრედიტის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ vivus ge-ს ოფიციალურ ვებგვერდს, შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი და ექსპრეს სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხას ერთ წუთში მიიღებთ.

Vivus -ის უნი კრედიტის პირველად მოთხოვნის დროს, თქვენ მოგიწევთ ონლაინ რეგისტრაციის გავლა და პირადი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია.

ყოველი განმეორებითი სესხის შემთხვევაში კი საკმარისია თქვენს პირად პროფილზე შესვლა და თანხის მოთხოვნა.

ის რაც უნდა იცოდეთ მარტივი კრედიტის შესახებ

Vivus ge-ში მარტივი კრედიტი გაიცემა 30 დღის ვადით.

სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში თქვენ დაგეკისრებათ ფულადი ჯარიმა.

სპეციალურად მათთვის ვინც სესხის დროულად დაფარვას ვერ ახერხებს, არსებობს სესხის გადავადების სერვისი.

აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, სესხის საკომისიო გაიზრდება 0,3%-ით.

რაც შეეხება თავად საკომისიოს, Vivus -ში მისი ოდენობა გახლავთ 5,4%.

წლიური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 94,3%-ს.

მარტივი კრედიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ vivus ge-ს ცხელ ხაზს, ნომერზე +995 322 47 37 37, ჩვენი პოსტის თემა კი იცვლება და ახლა იმ ფილმებზე გიამბობთ, რომელთა მთავარი გმირებიც პრინცები და პრინცესები არიან.

რომაული არდადეგები / Roman Holiday

პრინცებისა და პრინცესების შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესოს სტატუსი სამართლიანად ეკუთვნის კინოკლასიკად აღიარებულ ფილმს „რომაული არდადეგები“

ეს ფილმი იმდენად ძველი და იმდენად პოპულარულია, რომ რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ულამაზესი პრინცესასა და რომაელი ჟურნალისტის თავგადასავალი ნანახი არ აქვს.

მასში მთავარ როლებს მეოცე საუკუნის ჰოლივუდის მთავარი ვარსკვლავები, გრეგორი პეკი და ოდრი ჰეპბერნი ასრულებენ.

მთავარი გმირის პროტოტიპი სავარაუდოდ ინგლისის ამჟამინდელი დედოფალი ელიზაბეტი ან მისი უმცროსი და მარგარეტი უნდა იყოს.

გასული საუკუნის მსოფლიოს მთავარი პრინცესების, ელიზაბეტისა და მარგარეტის კიდევ ერთი თავგადასავალი შეგიძლიათ იხილოთ ფილმში ლონდონური არდადეგები/A Royal Night Out.

რომაული არდადეგებისგან განსხვავებით, ლონდონურ არდადეგებში ფილმის პროტოტიპი შეფარვით არ არის მითითებული და პირდაპირ ჩანს თუ ვისი თავგადასავლის შესახებ გვიამბობს სცენარი.

დედოფალ ელიზაბეტ მეორის შესახებ გადაღებული კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფილმი გახლავთ დედოფალი/The queen.

წინა ორი ფილმისგან განსხვავებით, ეს არ გახლავთ სახალისო მელოდრამა.

სიუჟეტი გვიამბობს იმ დღეებზე და სირთულეებზე, რომლებიც ინგლისის სამეფო ოჯახმა პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ გამოიარა.

ელიზაბეტ მეორისა და მისი ოჯახის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, 2016 წელს ეკრანებზე გამოვიდა სერიალი გვირგვინი/The Crown.

ის უინძორების ოჯახის იმ თაობებზე გვიამბობს, რომლებიც დედოფალ ელიზაბეტ მეორის თანამედროვენი არიან.

პრინცებისა და პრინცესების შესახებ გადაღებული კომედიური ჟანრის მელოდრამები

Coming to America/მოგზაურობა ამერიკაში გახლავთ ძალიან სახალისო ფილმი, რომლის სიუჟეტიც გიამბობთ აფრიკელ პრინც აკიმზე.

აკიმი გახლავთ უფლისწული, რომელიც ზღაპრული ცხოვრებით ცხოვრობს.

აქვს ყველაფერი ის, რაზეც რიგითი მოკვდავები ოცნებასაც კი ვერ ბედავენ, მაგრამ ოცნებობს იმაზე რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მისთვის კი არა.

პრინც აკიმს სურს თავად შეარჩიოს საცოლე და თანაც უნდა, რომ მისმა რჩეულმა მასში ადამიანი დაინახოს და არა პრინცი.

თავისი ოცნების ასრულების მიზნით, აკიმი ამერიკაში მიდის და ერთგულ მეგობართან ერთად, ღარიბ უბანში სახლდება, სადაც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას იწყებს.

ფილმი 1988 წელსაა გადაღებული. მასში მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ედი მერფი.

The prince and me/პრინცი და მე – ეს გახლავთ დაახლოებით იგივე შინაარსის ფილმი, როგორიც Coming to America/მოგზაურობა ამერიკაში, თუმცა ამ შემთხვევაში, მთავარი გმირი არა აფრიკელი, არამედ დენმარკელი პრინცია.

ყვითელი პრესისა და სკანდალებისგან დასვენების მიზნით, პრინცი ედი ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტი ხდება, სადაც არავინ იცის, რომ ის უფლისწულია.

აღნიშნული ფილმის პოპულარობის გამო, მოგვიანებით მისი გაგრძელებაც გადაიღეს, თუმცა მეორე და მესამე ნაწილმა მაყურებლის მოლოდინი ვერ გაამართლა.

სამეფო ტახტის მემკვიდრეების შესახებ გადაღებული მელოდრამების სიაში საპატიო ადგილი უკავია ფილმს The Princess Diaries/პრინცესას დღიურები.

პრინცი აკიმისა და პრინცი ედისგან განსხვავებით, ამ ფილმის მთავარი გმირის, პრინცესა მიას ვინაობა არამხოლოდ გარშემომყოფებმა, არამედ თავად მიამაც კი არ იცის.

საკუთარი ჩამომავლობის შესახებ მია მამის გარდაცვალების შემდეგ იგებს და მის ცხოვრებაში დიდი თავგადასავალი იწყება.

პრინცესა მიას ისტორიამ მაყურებლის გულები ისე დაიპყრო, რომ მოგვიანებით მისი გაგრძელება გადაიღეს.

The Princess Diaries 2: Royal Engagement/პრინცესას დღიურები 2: სამეფო ნიშნობა – ასე ქვია ფილმის მეორე ნაწილს და ის იმდენად კარგი გამოვიდა, რთულია გაარკვიო რომელი სერია არის უკეთესი.

ამიტომ გირჩევთ, პრინცესა მიას ცხოვრების შესახებ გადაღებული ორივე მელოდრამის ნახვას.

კიდევ ერთი კარგი მელოდრამა, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრეებზე გვიამბობს გახლავთ Prince of Persia: The Sands of Time/სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშა.

ფილმის სიუჟეტი სპარსეთის მეფის შვილობილის, დასტანისა და ალმუტის პრინცესა ტამინას ზღაპრულ თავგადასავალს გიამბობთ.

ფილმში მრავლადაა როგორც სახალისო, ასევე საინტერესო და რომანტიული ეპიზოდები, რის გამოც მის აუცილებლად ნახვას გირჩევთ.

პრინცებისა და პრინცესების შესახებ გადაღებული ისტორიული ფილმები

The Young Victoria/ახალგაზრად ვიქტორია – ეს გახლავთ ფილმი, რომელიც ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ცხოვრების იმ მონაკვეთზე გვიამბობს, როდესაც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ქმარს ირჩევდა.

სიუჟეტი მოიცავს დედოფლის ბავშვობის წლებსა და მისი მმართველობის პირველ ხანასაც.

ულამაზესი კადრებისა და რეჟისორის ზუსტი ხედვების გამო, ეს ფილმი დედოფალ ვიქტორიას შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესოა.

ასევე თავისუფლად შეგვიძლია, სამეფო ოჯახებისა და მონარქების შესახებ შექმნილ საუკეთესო კინო-ნამუშევრებს შორისაც მივუჩინოთ ადგილი.

Black Gold/შავი ოქრო გახლავთ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი.

ის არაბი პრინცის აუდასა და მის მიერ, საკუთარ სამეფოში განხორციელებულ კარდინალურ ცვლილებებზე გვიამბობს.

აუდა არ გახლდათ ტახტის მემკვიდრე. მამამისის სამეფო დაუძლურებული იყო, თავად კი ტყვედ იმყოფებოდა ემირ ნასიბის კარზე.

უყვარდა წიგნების კითხვა და სუსტი ადამიანის იმიჯის გამო ხშირად დაცინვის ობიექტიც კი ხდებოდა, თუმცა გარემოებათა ცვლილება პრინც აუდას ცხოვრების სტილის შეცვლასა და თამამი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს.

თუ სად მიიყვანს ახალგაზრდა პრინცს საკუთარი სიმამაცე და გონიერება, ამას ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ.

A ROYAL AFFAIR/სამეფო რომანი – ეს გახლავთ დენმარკის დედოფლის, კეროლინ მატილდას ტრაგიკული ცხოვრების ისტორია.

კეროლინ მატილდა გახლდათ დენმარკის მეფის კრისტიან მეექვსის მეუღლე.

მეფე კრისტიანს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც უჭირდა სახელმწიფოს მართვაც და ქმრის მოვალეობის შესრულებაც.

ამ ფაქტმა დედოფალს ღალატისა და რევოლუციის მოთავეობისკენ უბიძგა.