კადრი ფილმიდან "ოუშენის 8 მეგობარი"

საუკეთესო ფილმები, რომლებიც 2018 წელს გამოვა ეკრანებზე და სესხი

სესხი საუკეთესო პირობებით შეგიძლიათ მიიღოთ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია 4finance –ს ბრენდისგან Vivus ge.

აქ ხელმისაწვდომია 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი ონლაინ სესხები 30 დღის ვადით.

სესხი Vivus –ში – როგორ მივიღო?

სესხი Vivus ge -ში შეგიძლიათ მიიღონ ონლაინ რეჟიმში.

ამისათვის უნდა ეწვიოთ Vivus -ის ოფიციალურ საიტს, სადაც მთავარ გვერდზე იხილავთ სესხის ონლაინ კალკულატორზე.

აღნიშნულ კალკულატორზე უნდა მონიშნოთ თქვენთვის სასურველი სესხის ოდენობა და სესხის დაფარვის თქვენთვის სასურველი დრო, რის შემდეგაც ავსებთ სესხის ონლაინ განაცხადს და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში თანხას მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

Vivus -ის კრედიტის მისაღებად არ არის საჭირო არც არანაირი დოკუმენტი, არც დოკუმენტის ასლი, არც თავდები, არც თანამსესხებელი, არც სესხის უზრუნველყოფა და არც გირაო.

იმისათვის, რომ Vivus ge -სგან სწრაფი ონლაინ სესხი მიიღოთ, საკმარისია:

  • იყოთ 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გქონდეთ საქართველოში მოქმედი პირადი საბანკო ანგარიში;
  • შეგეძლოთ ვალის გადახდა.

სესხი, Vivus

თანხის მიღება შესაძლებელია როგორც კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონისა და პლანშეტური კომპიუტერის საშუალებითაც.

მომხმარებელთათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით არსებობს Vivus ge -ს მობილური ვერსიაც, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი App Store -სა და Play Store -ზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ Vivus -ისგან მიღებული ფული შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დანიშნულებით, მაგალითად შეიძინოთ ახალი კომპიუტერი ან ტელევიზორი, რომელთა ეკრანებზეც ახალი და საინტერესო ფილმების ნახვას შეძლებთ.

რაც შეეხება ახალ და საინტერესო ფილმებს, 2018 წელს ეკრანებზე არაერთი ფილმი გამოვა და ზოგიერთ მათგანს მაყურებელი მოუთმენლად ელის.

ამ სტატიაში სწორედ იმ ფილმებზე გიამბობთ, რომელთა ეკრანებზე გამოსვლასაც ყველაზე მეტად ელიან კინომანები.

ფილმები, რომლებსაც მოუთმენლად ელიან

ოუშენის 8 მეგობარი - ფილმის პოსტერი

Ocean’s 8 / ოუშენის 8 მეგობარი

ეს ფილმი ეკრანებზე 2018 წლის ზაფხულში გამოვა და მისი სათაური ყველას ახსენებს იმ ოუშენის მეგობრებს, რომლის როლიც ჯორჯ კლუნიმ განასახიერა, თუმცა Ocean’s 8 სულ სხვა მძარცველის ისტორიას გვიამბობს.

Ocean’s 8 -ში მთავარ როლს ასრულებს სანდრა ბალოკი, რომელიც ციხიდან ახლახანს გამოსული მძარცველი ქალია და რომელიც თავის გამოცდილ დაქალებთან ერთად ახალ ძარცვას გეგმავს.

Ocean’s 8 -ში, სანდრა ბალოკთან ერთად მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან:

  • კეიტ ბლანშეტი
  • მეტ დეიმონი
  • ენ ჰეტევეი
  • დაკოტა ფენინგი
  • რიჰანა
  • ელენა ბონემ კარტერი
  • კეიტ ჰოლმსი
  • ჯეიმს კორდენი

Ocean’s 8 -ის რეჟისორი გახლავთ გარი როსი.

მამა მია 2 - ფილმის პოსტერი

MAMMA MIA! HERE WE GO AGAIN

გასული წლების ჰიტი, კაშკაშა ვარსკვლავებით დატვირთული ჰოლივუდური მელოდრამა „Mamma Mia / მამა მია“ ეკრანებს უბრუნდება მეორე ნაწილით.

ამჯერად ფილმის სიუჟეტი ერთდროულად გვიამბობს ფილმის პირველი ნაწილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და წარსულის ისტორიებს.

MAMMA MIA! HERE WE GO AGAIN დატვირთულია მუსიკალური ნომრებით, სახალისო დიალოგებით, მეგობრობითა და რა თქმა უნდა სიყვარულით.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ:

  • მერილ სტრიპი
  • შერი
  • პირს ბროსნანი
  • კოლინ ფერტი
  • ამანდა სეიფილდი
  • ლილი ჯეიმსი
  • კრისტინ ბარანსკი
  • ჯული ვოლტერსი
  • დომინიკ კუპერი
  • ენდი გარსია

MAMMA MIA! HERE WE GO AGAIN ეკრანებზე გამოვა 2018 წლის ზაფხულის ბოლოს.

ტომ კრუზი

Mission: Impossible 6 / შეუსრულებელი მისია 6

ბლოკბასტერი, რომლის პირველი ნაწილიც 22 წლის წინ (1996 წელს) გამოვიდა ეკრანებზე აქტუალობას დღესაც არ კარგავს.

აღნიშნული ფილმი და მასში მთავარი როლის შემსრულებელი ტომ კრუზი ისევ უბრუნდებიან ეკრანებს.

ფილმი დატვირთულია სპეცეფექტებით და რა თქმა უნდა, აქვს მძაფრი სიუჟეტი.

მართალია მისი მთავარი გმირის როლის შემსრულებელი ტომ კრუზი უკვე 55 წლისაა, მაგრამ მან მაინც არაჩვეულებრივად გაართვა თავი საშიშ კადრებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ -ერთი ასეთი კადრის გადაღებისას მსახიობის სიცოცხლეს საფრთხეც კი შეექმნა, მაგრამ ამას ვეტერანი კინოვარსკვლავი არ შეუშინებია.

„Mission: Impossible 6 / შეუსრულებელი მისა 6“ ეკრანებზე გამოვა 2018 წლის 27 ივლისს.

მერილ სტრიპი და ტომ ჰენსკი

The Post / საიდუმლო დოსიე

„სტივენ სპილბერგი, მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი“ – ეს სამი სახელი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მაყურებელი მოლოდინით აივსოს, სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ყველა მოუთმენლად ელის ეკრანებზე ფილმ The Post/საიდუმლო დოსიეს გამოსვლას.

ფილმის სიუჟეტი გვიამბობს ცნობილი ამერიკული გაზეთების ვაშინგტონ პოსტისა (The Washington Post) და ნიუ იორკ თაიმსის (The New York Times) ჟურნალისტების შესახებ, რომლებმაც მიზნად დაისახეს, გაარკვიონ სიმართლე ვიეტნამის ომის შესახებ.

The Post -ში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი.

ფილმის რეჟისორი გახლავთ ლეგენდარული სტივენ სპილბერგი.

The Post ეკრანებზე გამოვა 2018 წლის იანვარში.

კადრი ფილმიდან შუაღამის მზე

Midnight Sun/შუაღამის მზე

ეს გახლავთ ახალგაზრდული ფილმი, რომელიც არასტანდარტული სიყვარულის ისტორიას გვიამბობს.

ფილმის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა გოგონა იშვიათი დაავადებით. მისი სახელია კეიტი და კეიტს მზეზე ალერგია აქვს.

საკუთარი სენის გამო, გოგონა სახლიდან მხოლოდ ღამით გამოდის, დღისით კი სამყაროს სპეციალური მინებით დაბურული ფანჯრიდან აკვირდება.

კეიტის ჰობია გიტარაზე დაკვრა და სწორედ გიტარისა და სიმღერის საშუალებით მიიქცევს იმ ბიჭის ყურადღებას, რომელზეც ბავშვობიდან არის შეყვარებული.

როგორც ამბობენ Midnight Sun არის პოპულარობისთვის განწირული ფილმი.

არნოლდ შვარცნეგერი და პატრიკ შვარცნეგერი

მასში მამაკაცის მთავარ როლს ასრულებს არნოლდ შვარცნეგერის შვილი პატრიკ შვარცნეგერი და Midnight Sun -ის პიარ კამპანიაში ლომის წვლილი სწორედ ლეგენდარულმა არნოლდმა შეიტანა.

კინოვარსკვლავი მამა აქტიურად უჭერს მხარს საკუთარ ვაჟს და მაქსიმალურად იყენებს საკუთარ სახელს პატრიკის დასახმარებლად.

Midnight Sun ეკრანებზე გამოვა 2018 წლის 22 მარტს.

ფილმის რეჟისორია სკოტ სპირი. მთავარ როლს კი ასრულებს სერიალ „Famous in Love“ -ის ვარსკვლავი, ულამაზესი მსახიობი ბელა თორნი.

კადრი ფილმიდან წითელი ბეღურა

Red Sparrow / წითელი ბეღურა

ჯაშუშური ფილმი, რომელიც რუსეთის საიდუმლო აგენტის თავგადასავალს გვიამბობს.

დომინიკა ეგოროვა გახლავთ პრიმა ბალერინა, რომელიც ჯაშუშთა სკოლის გავლის შემდეგ სასტიკ ადამიანად იქცა.

ერთ -ერთი დავალების შესრულებისას კი საშიშ აგენტს სიყვარული ეწვევა და ეს გრძნობა მას რთული არჩევანის წინაშე აყენებს.

ფილმის რეჟისორია ფრენსის ლოურენსი.

მთავარ როლებს ასრულებენ ახალგაზრდა ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და ქარიზმატული ჯოელ ეგერტონი.

მსგავსი სტატიები

იმ შემთხვევაში თუ ფილმების მოყვარული ბრძანდებით, იხილეთ Vivus ge -ს ბლოგის მიერ მომზადებული, შემდეგი მსგავსი სტატიები:

  • საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვი
  • საუკეთესო ფილმები პრინცებზე და პრინცესებზე და საუკეთესო მარტივი კრედიტი
  • weekend-ისთვის რეკომენდირებული 10 ფილმი

ცნობისთვის, სტატიაში გამოყენებული ინფორმაცია და ფოტოები მოპოვებულია IMDb -სა და ვიკიპედიაზე.