საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

Vivus-ის სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი დანიშნულებით და მათ შორის ახალი კომპიუტერის ან ტელევიზორის შესაძენადაც.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი სესხი ონლაინ რეჟიმში და განაახლოთ ტექნიკა საახალწლოდ.

ეს არჩევანი განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება იმ ადამიანებისთვის რომლებიც დღესასწაულის სახლში გატარებას გეგმავენ.

Vivus-ის სესხი – როგორ მივიღო?

Vivus-ის სესხი მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ. ამისათვის საკმარისია:

  • ეწვიოთ ვებგვერდს Vivus ge;
  • შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი.

კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში თანხას მომენტალურად მიიღებთ და შეგეძლებათ იმავე დღეს შეიძინოთ ახალი ტექნიკა.

ახალი ტელევიზორის ან ლეპტოპის შეძენის შემდეგ კი თქვენს სადღესასწაულო განწყობას ძალიან მოუხდება ისეთი საახალწლო ფილმები როგორიცაა:

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

New Year’s Eve / ახალი წლის ღამე

ეს გახლავთ ჰოლივუდური მელოდრამა, რომელიც ეკრანებზე გამოვიდა 2011 წელს.

New Year’s Eve გიამბობთ ნიუ -იორკში, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარებული მოვლენების შესახებ.

ფილმი სავსეა ადამიანური ურთიერთობებით, სხვადასხვა ტიპის ისტორიებითა და საახალწლო ელემენტებით.

მთავარ გმირებს კი ასახიერებენ ისეთი ცნობილი მსახიობები როგორებიც არიან:

  • რობერტ დე ნირო;
  • მიშელ ფაიფერი;
  • ჯოლი ბერი;
  • ეშტონ კატჩერი;
  • სარა ჯესიკა პარკერი;
  • ჰილარი სვონკი;
  • ზაკ ეფრონი;
  • ჯესიკა ბილი;
  • კეტრინ ჰეიგლი;
  • ჯოშ დუნამელი;
  • ჯონ ბონ ჯოვი;
  • ტილ შვაიგერი;
  • ჰექტორ ელიზონდო;
  • ლარი მილერი.

ცნობისთვის, ფილმი „New Year’s Eve“ იმდენად ჰყავს ლეგენდარულ, ბრიტანულ საახალწლო ფილმს Love Actually” რომ მისი ამერიკული ვერსიაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ისე, ახალ ტელევიზორში ან კომპიუტერში არც „Love Actualy” -ის ნახვა იქნებოდა ურიგო, ამიტომ შეგიძლიათ ეს სასიყვარულო კომედიაც ჩაინიშნოთ საახალწლოდ სანახავი ფილმების სიაში.

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

LE PèRE NOël / ჩემი მეგობარი თოვლის ბაბუა

2014 წელს შექმნილი ფრანგული ფილმი, რომელიც გვიამბობს უცნაური თოვლის ბაბუასა და პატარა ბიჭის მეგობრობის ისტორიას.

ისინი ერთმანეთს ახალი წლის ღამეს გაიცნობენ.

პატარა ბიჭის სურვილისა და თოვლის ბაბუას ცხოვრებაში შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის გამო, მათ დამეგობრება მოუწევთ და საკმაოდ საინტერესო ისტორიებიც გადახდებათ თავს.

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

A Boyfriend for Christmas / შეყვარებული საახალწლოდ

ბევრი გოგონას საახალწლო სურვილი გახლავთ შეყვარებული და ეს განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულ მარტოხელა ქალებს სჩვევიათ.

ფილმ A Boyfriend for Christmas -ის მთავარ გმირს, 33 წლის ჰოლი გრანტს, თოვლის ბაბუამ სურვილი შეუსრულა და შეყვარებული გამოუგზავნა, თუმცა ყველაფერი ისე სწორხაზოვნად არ არის როგორც ამას ჰოლი ელოდა.

თოვლის ბაბუას საჩუქრისა და ჰოლი გრანტის რომანტიული ისტორიის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ გაიგოთ ფილმიდან. საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

A CAROL CHRISTMAS / საშობაო სიმღერა

ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არაერთი ფილმი გახლავთ გადაღებული.

ზოგიერთი მათგანი პირდაპირ მიყვება დიკენსის სცენარს, ზოგიც შეცვლილია და თანამედროვეობას არის მორგებული.

A CAROL CHRISTMAS -ის რეალური სიუჟეტი მდიდარ ბიზნესმენზე გვიამბობს, თუმცა თანამედროვე რიმეიქებში მსგავსი ისტორიის გმირები არიან ცნობილი ტელეწამყვანი, ცნობილი მომღერალი და სხვა წარმატებული ადამიანები.

მთავარი გმირების პიროვნებებსა და ცხოვრებას შორის განსხვავებების მიუხედავად, ყოველი ფილმი სახელწოდებით A CAROL CHRISTMAS ატარებს საახალწლო ხასიათს და ამიტომ ჩვენი ბლოგი ყველა მათგანს უწევს რეკომენდაციას.

Jingle All the Way / საშობაო საჩუქარი

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვისეს არის ფილმი, სადაც არნოლდ შვარცნეგერს განსაკუთრებული მისია აქვს.

მან უნდა შეიძინოს საკუთარი შვილისთვის საჩუქარი, რომელიც დეფიციტშია და არსად არ იშოვება.

მრავალი მცდელობისა და სასაცილო სიტუაციაში არაერთხელ ჩავარდნის მიუხედავად, არნოლდი მიზნის მიღწევას ვერ ახერხებს და ბოლოს მხოლოდ ერთი გამოსავალიღა რჩება.

როგორ მოახერხებს მონდომებული მამა შვილის გახარებას, ამას უკვე აღარ გეტყვით, რადგან ეს ნამდვილი სპოილერი იქნება. საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

Four Christmases / ოთხი შობა

ეს გახლავთ ფილმი, რომელიც გიამბობთ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის შესახებ.

კეიტი და ბრედი იდეალურად უგებენ ერთმანეთს და თითქოს იდეალური წყვილცაა, მაგრამ არის ერთი მაგრამ… ისინი არ იცნობენ ერთმანეთის ოჯახებს.

და აი, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ სტუმრობა მშობლებთან.

4 სხვადასხვა ოჯახში ვიზიტებისას კეიტი და ბრედი ისეთ თვისებებს გამოავლენენ, რომ საფრთხე მათ ურთიერთობასაც კი დაემუქრება.

The Holiday / არდადეგები

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვისეს არის რომანტიული კომედია, რომელშიც მონათხრობია ორი, ერთმანეთისთვის უცნობი ქალის ისტორია.

ერთი ლონდონის გარეუბანში ცხოვრობს, ცალმხრივად უყვარს ყოფილი ბოიფრენდი და აქვს დეპრესია.

მეორე  კი ჰოლივუდის ერთ -ერთი ულამაზესი სახლის ბინადარი და ძალიან წარმატებული ქალია, რომელსაც ქმართან განშორებისა და გადაღლილობის გამო ნერვული შეტევები აქვს.

ეს ქალბატონები გადაწყვეტენ გაცვალონ საკუთარი სახლები და სწორედ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდეგ იწყება საოცარი ისტორია, რომელიც უკეთესობისკენ ცვლის არაერთი ადამიანის ცხოვრებას.

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

Borrowed Hearts / ოჯახი ქირით

ლამაზი ფილმი, რომელიც გვიამბობს მარტოხელა დედის, მისი პატარა ქალიშვილისა და იმ მდიდარი ბიზნესმენის შესახებ, რომელიც დედა -შვილს, საახალწლოდ მისი ცოლ -შვილის როლის შესრულებისთვის დაიქირავებს.

Borrowed Hearts ეკრანებზე გამოვიდა 1997 წელს, თუმცა დღემდე აქტუალურია საახალწლო დღეებში.

HOLIDAY INN / საახალწლო წვეულება

საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვისმეოცე საუკუნის 40 -იანი წლების ჰოლივუდში შექმნილი სადღესასწაულო კომედია, რომელიც დღემდე სასიამოვნო და საინტერესო სანახავია.

ის გიამბობთ პენსიაზე გასული პოპულარული მუსიკალური ტრიოს შესახებ, რომლებსაც საახალწლო წვეულებაზე საინტერესო თავგადასავალი გადახდება.

„HOLIDAY INN“ ძველი ფილმი გახლავთ, თუმცა მისი მუსიკალური გაფორმება და ძველი ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი ხიბლი  მაინც არ კარგავს საკუთარ ეფექტს და თანამედროვეობის ნაკლებობას, ფილმის ყურებისას ვერც კი იგრძნობთ. საუკეთესო საახალწლო ფილმები და vivus-ის სესხი ტელევიზორისთვის

Ёлки / ნაძვის ხეები

თუ რუსული კინოს მოყვარული ხართ, მაშინ „ბედის ირონია“ არ გახლავთ ერთადერთი საახალწლო ფილმი, რომელიც სადღესასწაულო პერიოდში სასიამოვნო სანახავია.

რუსული კინემატოგრაფია საკმაოდ მდიდარია ახალი ფილმებითაც.

მათ შორის ყველაზე პოპულარული გახლავთ საახალწლო ფილმების სერია „Ёлки“

აღნიშნული ფილმების საგა 5 ნაწილს მოიცავს. პირველი მათგანი გადაიღეს 2010 წელს, ბოლო კი 2016 -ში.

საახალწლო ფილმების სერიაში „Ёлки“ რუსული შოუ -ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობებიც თამაშობენ.

მთავარი როლის შემსრულებელი კი გახლავთ რუსული სატელევიზიო სივრცის ყველაზე პოპულარულ პერსონად აღიარებული შოუმენი და მსახიობი ივან ურგანტი, რომელსაც სხვათაშორის, ეროვნებით ქართველი მეუღლე ჰყავს.

С новым годом, мамы! / ახალ წელს გილოცავთ დედებო

რუსული მელოდრამა, რომელშიც თანამედროვე რუს მსახიობებთან ერთად, მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონიც მონაწილეობს.

ფილმში წარმოდგენილია რამდენიმე საახალწლო ისტორია, რომელთა მთავარი გმირებიც არიან დედები.