საუკეთესო ონლაინ სესხები საქართველოში და ეგზოტიკური დასვენება

საუკეთესო ონლაინ სესხები საქართველოში და ეგზოტიკური დასვენება

ონლაინ სესხები საქართველოში 2013 წელს შემოვიდა.

პირველი კომპანია გახლდათ Vivus 4finance, რომელმაც მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა.

სწრაფი, მატრივი, ხარისხიანი, მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული და სანდო მომსახურების გამო vivus ge – მ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

ქართულ ბაზარზე შემოსვლიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, vivus – ს კონკურენტებიც გამოუჩნდა.

თუმცა უპირობო ლიდერის პოზიცია ჩვენს კომპანიას მუდმივად და მყარად უკავია.

საუკეთესო ონლაინ სესხები საქართველოში სწორედ vivus-ში გაიცემა.

სტატისტიკური მომაცემებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, სწრაფი ფულის მიღების საჭიროების შემთხვევაში, საზოგადეობის უმეტეს ნაწილს vivus ge ახსენდება.

ლიდერის სტატუსის შენარჩუნებაში vivus ge-ს რამდენიმე ფაქტორი ეხმარება.

წარმატების მთავარი საიდუმლო გახლავთ მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისები, მომსახურებები და პერსონალი.

წარმატებული მოღვაწეობის, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, საერთაშორისო გამოცდილება და უცხოელი პარტნიორების მიერ აპრობირებული მეთოდების საქართველოში დანერგვისა და ქართულ რეალობაზე მორგების ტრადიციაც.

როგორ გასცემს vivus ge საუკეთესო ონლაინ სესხებს საქართველოში?

Vivus-ის სწრაფი სესხის გაცემა ხდება ონლაინ რეჟიმში, ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.

სესხებთან დაკავშირებული ყველა პროცედურა: რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, ფულის მოთხოვნა და თანხის მიღება ონლაინ რეჟიმში ხდება.

თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სესხი vivus-ის სერვის ცენტრებშიც.

აღსანიშნავია vivus ge-ს კიდევ ერთი უპირატესობა. სესხის მისაღებად, თქვენ არ გჭირდებათ კომპანიისთვის თანხის მიზნობრიობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება.

ეს იმას ნიშნავს, რომ vivus-ის სწრაფი კრედიტები ნებისმიერი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რაც შეეხება ჩვენი სტატიის მეორე თემას, საუკეთესო საზაფხულო კურორტებს, დღეს გიამბობთ იმ ადგილებზე სადაც განსახვავებული და სასიამოვნო დასვენება გელით.

მსოფლიოს საუკეთესო, ეგზოტიკური, საზღვაო კურორტები.

კვიპროსი

თუ ერთმანეთისგან განსხვავებული შთაბეჭდილებებისა და სიამოვნების მიღება ერთდროულად გსურთ, მაშინ კვიპროსი თქვენთვისაა.

შვებულების კვიპროსში გატარება საშუალებას მოგცემთ გადაინაცვლოთ ანტიკურ ხანაში, დატკბეთ ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების ხილვით და თანაც ლამაზი რუჯი მიიღოთ უმშვენიერეს სანაპიროზე.

ასევე, საშუალება გექნებათ, მიირთვათ ხიდან თქვენი ხელითვე მოწყვეტილი ფორთოხალი, დააგემოვნოთ სამეფო ღვინო და გაიჩინოთ ახალი ნაცნობები.

გართობის მსურველი ახალგაზრდებისთვის, კვიპროსზე ყველაზე შესაფერისი ადგილებია ნისი-ბიჩი და აია-ნაპე.

რაც შეეხება ოჯახურ დასვენებას, ამისთვის მისა გრეკოსთან სჯობს დროის გატარება.

გამოცდილი მოგზაურები გირჩევენ, ნუ დახარჯავთ კვიპროსში გასატარებელი დროის მთლიან ნაწილს წყალში და პლიაჟზე.

აქაურობა ბევრად მეტს გთავაზობთ ვიდრე უბრალოდ ლამაზი რუჯია.

თქვენ შეგიძლიათ ინახულოთ კვიპროსის ანტიკური მუზეუმი, რომელიც მოცულობით დიდი არ გახლავთ, მაგრამ მაინც კარგი იქნება თუ მისთვის 1,5 ან 2 საათს გამოყობთ და კარგად დაათვალიერებთ.

აუცილებლად ღირს ბიუკოკ-ხანის მონახულება. ეს გახლავთ მეთექვსმეტე საუკუნის ოსმანური ქარავანი, რომელიც კარგადაა შემონახული.

სასურველია ეწვიოთ ომერია ჰამამასაც. ეს არის უძველესი თურქული აბანო, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

კვიპროსზე საინტერესო ტურის მოწყობა შესაძლებელია არამხოლოდ ხმელეთზე არამედ წყალშიც, სადაც აკვალანგებით ჩაყვინთვის შემთხვევაში, ულამაზეს ჩაძირულ გემს იხილავთ.

და რაც მთავარია, კვიპროსის დატოვება არ ღირს ქალაქ მოჩვენებად წოდებული ვაროშას კვარტალის მონახულების გარეშე.

აქ გელით ოდესღაც ელიტური, მაგრამ ახლა მიტოვებული კურორტი, რომლის ხილვაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

პირველი ონლაინ სესხები საქართველოში vivus ge-ს მიერ გაიცემოდა

ისრაელი

ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ისრაელი სხვა მხრივაც მდიდარი გახლავთ.

როგორც ამბობენ საზღვაო დასვენება, პლიაჟი და კურორტები აქ უმაღლესი ხარისხს გპირდებათ.

თუმცა, კვიპროსის მსგავსად, მხოლოდ ლამაზი რუჯისთვის ისრაელში ჩასვლა უსამართლობა იქნება პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.

აუცილებლად უნდა გამოყოთ რამდენიმე დღე და დაათვალიეროთ იერუსალიმი.

ისრაელში ვიზიტისას კარგი იქნება თუ ინახულებთ:

  • იერუსალიმის ძველ ქალაქს,
  • გეფსიმანიის ბაღს,
  • ისრაეილის მუზეუმს,
  • იად ვა-შემის მემორიალს,
  • ტელ-ავივ-იაფას,
  • ნაციონალურ პარკს,
  • მასადის ციხე-სიმაგრეს,
  • მინი-ისრაელს
  • მკვდარ ზღვას.

ასევე რეკომენდირებულია ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება.

ონლაინ სესხები საქართველოში ფულის სწრაფად მიღების მეთოდია

საბერძნეთი

საუზმეზე აივანზე, რომელიც უსასრულო ზღვას გაჰყურებს, მაღალ მთებზე, ოქროს ქვიშებზე, ხალხმრავლობასმოკლებულ კუნძულებსა და სუფთა ჰაერზე თუ ოცნებობთ, მაშინ საბერძნეთი ყველა თქვენს სურვილს შეასხამს ფრთებს.

აქ ასევე, გელით უძველესი ისტორიული ძეგლები და თქვენი ყოველდღიურობისგან აბსოლუტურად განსხვავებული გარემო.

დასასვენებლად შეგიძლიათ შეარჩიოთ ულამაზესი და მითიური ისტორიების მქონე კუნძულები.

მაგალითად:

  • კუნძული მიკონოსი, სადაც გადმოცემის თანახმად ზევსისა და ტიტანების ბრძოლა გაიმართა. დღეს კი იბიცას ტოლს არ უდებს საკუთარი ცხოვრების სტილით.
  • კუნძული პაროსი, რომელიც ოდესღაც, ძველი სკულპტურების საყვარელი ადგილი გახლდათ. სწორედ ამ კუნძულის ქვისგან გახლავთ შექმნილი ვენერას ქანდაკება.
  • კუნძული როდოსი, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთის, როდოსის კოლოსის ლოკაცია გახლდათ. გარდა ამისა, სწორედ ამ კუნძულზე ჰყავდათ დატყვევებული მეკობრეებს ახალგაზრდა იულიუს ცეზარი.
  • კუნძული სკიატოსი, რომლის საშუალებითაც მეფე ლეონარდმა და 300-მა სპარტელმა, მათი გემის ჩაძირვის შემდეგ, ხმელეთით მოუჭრეს გზა პერსიის ჯარს.

დღეს, ყველა ამ კუნძულზე ზღაპრული კურორტებია გაშენებული, თუმცა ყოველ მათგანზე იგრძნობა მისტიური სული, რაც დასვენების პროცესს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

მაროკო

მაროკოში საზაფხულო არდადეგების გატარების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ გაირუჯოთ როგორც ხმელთაშუა ზღვის ასევე ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

მაროკოს ყველაზე პოპულარული კურორტები გახლავთ აგარიდი და ეს-სუვეირა.

აღნიშნულ ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებელია წითელი პლიაჟის მონახულებაც, რომელსაც ლერგიზს უწოდებენ.

რა თქმა უნდა, არ ღირს უარის თქმა უდაბნოში ჯიპ-ტურის გავლაზე.

იმ შემთხვევაში თუ მაროკოში ბავშვებთან ერთად გსურთ წასვლა, მაშინ ხმელთაშუა ზღვის ნაპირას, ტანჟერსა და ელ-ხოსეინს შორის მდებარე ტერიოტორიის არჩევას გირჩევთ. წყნარი ზღვა, მსუბუქი ტალღები და მყუდრო გარემო სასიამოვნო ოჯახურ დასვენებას გპირდებათ.

მაროკოს დატოვება არ ღირს მანამ სანამ:

  • არ გაუსინჯავთ გემოს აფრიკულ ღვინოს,
  • არ გაეცნობით ადგილობრივი მხატვრების თანამედროვე ნამუშევრებს,
  • არ დააგემოვნებთ ტრადიციულ სამზარეულოს
  • არ გაივლით მაროკოს სუვენირების ბაზარში, სადაც მრავალი ეგზოტიური ნივთი გელით.

Vivus-ის მიერ გაიცემა ონლაინ სესხები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტში

მალდივები

მალდივები ის ადგილია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო.

როგორც ამბობენ, ეს გახლავთ სამოთხე სერფერებისთვის, დაივერებისთვის და შეყვარებული წყვილებისთვის.

მალდივების მთავარი ღირსება საოცრად სუფთა წყალი, ზღაპრული პლიაჟები და სასტუმროები გახლავთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან მალდივებზე შეგიძლიათ:

  • ინახულოთ კუნძული ვაადხუ, სადაც ვარსკვლავებით სავსე ოკეანე გელით. მართალია მანათობელ წყალში ჩასვლა სარისკოა, მაგრამ მის ნაპირზე დაუვიწყარი რომანტიული საღამო გელით.
  • ითევზაოთ. მალდივებზე ძალიან ბევრი სახეობის თევზი დაცურავს წყალში. მთავარია სწორად გამოიცნოთ ამინდი, რაშიც ადგილობრივები დაგეხმარებიან.
  • გაისეირნოთ წყალქვეშა ნავით და დატკბეთ არნახული ხედებით წყლის ქვეშ. ეს მათთვისაა ვისაც დაივინგი არ იტაცებს ან შიში აქვს წყალში ღრმად ჩაყვინთვის.

  • გადაკვეთოთ ეკვადორი.
  • უყუროთ ფილმს ქვიშის კინოთეატრში. აქ სკამების ნაცვლად, თეთრ ქვიშაზე მოკალათებული ნახავთ ფილმებს.
  • განიტვირთოთ მსოფლიოში საუკეთესო სპა სალონებში, რომელთა მთავარი ღირსებაც საოცარი ხედები გახლავთ.
  • დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო.
  • განმარტოვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად რომელიმე დაუსახლებელ კუნძულზე. ივახშმოთ, ისეირნოთ და დატკბეთ ერთად ყოფნით.

Vivus.ge-ს ბლოგი სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!