vivus ge

სესხის ვადის სწორად შერჩევის მნიშვნელობა

ალბათ, ხშირად დამდგარხართ პრობლემის წინაშე: გარკვეული ნივთის შეძენა გჭირდებათ „დღეს“ თუ არა, როცა ფული გექნებათ „ხვალ“.  დღევანდელ დღეს ამ პრობლემის გადაჭრა არც თუ ისე რთულია, მთავარია არ იჩქაროთ და ფინანსური ორგანიზაციების უამრავ შემოთავაზებას შორის სწორი არჩევანი გავაკეთოთ.  აუცილებელია კრედიტების შედარება ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის მიხედვით. ცხადია სესხის პირობებს რამოდენიმე პარამეტრი განაპირობებს: სესხის ვალუტა, მისი ხანგრძლივობა, თქვენი შემოსავალი…

პირველ რიგში ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიზანზე – რისთვის და რა ვადით გჭირდებათ თანხა. მნიშვნელოვანია კარგად გათვალოთ რა თანხის გადადებას შეძლებთ ყოველვიურად სესხის დასაფარად. როდესაც ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებთ სწორი არჩევანის მიღებაც გაგიადვილდებათ.

თუ თქვენ გაკლდებათ თანხა რაიმე ნივთის შესაძენად ან სამოგზაუროდ და ფიქრობთ, რომ შეძლებთ სესხის დაფარვას ერთ თვეში ან ნაკლებ ვადაში, მაშინ თქვენთვის უმჯობესია სწრაფი სესხის აღება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი  არის ის, რომ პირველი სესხი ზოგიერთ ონლაინ  სწრაფი სესხების კომპანიებში უპროცენტოა, ანუ თქვენ დააბრუნებთ ზუსტად იმ რაოდენობის თანხას, რასაც ისესხებთ. გარდა ამისა თავიდან აიცილებთ ზედმეტ ფორმალობასა და შეკითხვებს, შემოსავლების დადასტურებას, სესხის საგარანტიო ქონების იპოთეკით დატვირთვას. სესხის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახლიდან გაუსვლელად 10-15 წუთის შემდეგ თანხა უკვე თქვენს ანგარიშზეა. ფაქტიურად თქვენს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე შეგიძლიათ აისრულოთ სურვილი. აქ სესხის ვადის შერჩევა შეიძლება დღეების სიზუსტით, ჩვენი რჩევა იქნება, რომ თადარიგში 2-3 დღე დაიტოვოთ და თუ სესხის დაბრუნებას 10 დღეში ვარაუდობთ, სესხი ორი კვირით აიღოთ. ამით თავიდან აიცილებთ სესხის პირობების დარღვევას და სამომავლოდ  კარგ საკრედიტო ისტორიას შეიქმნით. ვინ იცის კიდევ როდის მოგივათ ახალი იდეა თავში და დაგჭირდებათ შემდეგი სესხის აღება. ჯობია სესხი ვადამდე დააბრუნოთ, ვიდრე  დააგვიანოთ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასესხებელი თანხა დიდია და სწრაფი სესხების კომპანიების მიერ გასაცემ თანხას აღემატება, უმჯობესია მიმართოთ ბანკებს. გარდა ამისა თანხის სიდიდის გამო დაგჭირდებათ სესხის ხანგრძლივი ვადით აღება. ვადის მიხედვით შეიძლება სესხის პროცენტიც სხვადასხვა იყოს. ნუ აიღებთ სესხს გაცილებით დიდი ვადით, ვიდრე გჭირდებათ, მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველთვიურად ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ, კარგად დაფიქრდით სესხის დაფარვის მომენტისთვის საბოლოო ჯამში  რა თანხა გექნებათ გადახდილი.

Vivus.ge ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ თუ კი გაგიჩნდებათ ზედმეტი თანხა, დაფაროთ სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, რაც შეგიმცირებთ მომდევნო თვეებში გადასახდელ თანხას.

ბანკების შემთხვევაში დგება მთავარი პრობლემა, ბანკს უნდა დაუდასტუროთ, რომ თქვენ საკმაოდ დიდი შემოსავალი გაქვთ, ფლობთ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას და ა.შ. მოკლედ როგორც ცნობილ ხუმრობაშია: „იმისთვის რომ ბანკში სესხი მიიღოთ, ბანკს უნდა დაუმტკიცოთ, რომ მათი სესხი არაფერში არ გჭირდებათ“.