თანამედროვე ქართველი პრინცები და პრინცესები vivus

თანამედროვე ქართველი პრინცები და პრინცესები (ფოტო)

საქართველოში თავად-აზნაურობა და მონარქია მრავალი წლის წინ დასრულდა.

თუმცა, ბოლო პერიოდში, აღნიშნული საკითხის გააქტიურებისა და ამ თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გამო, vivus ge -ს ბლოგმა გადაწყვიტა ერთი პოსტი მიეძღვნა მისთვის.

საქართველოს პრინცისა და პრინცესას, კანონმდებლობით მინიჭებული სტატუსი, დღეს არავის გააჩნია.

თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უფლისწულისა და მეფის ასულის წოდება მიენიჭებათ.

ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე, პოტენციური, ქართველი პრინცისა და პრინცესას შესახებ გიამბობთ.

ბაგრატიონთა სახლის მთავარ უფლისწულად დღეისათვის ითვლება 4 წლის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი.

ის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟია.

მონარქიის აღდგენის მსურველთა დიდი ნაწილი და მათ შორის საპატრიარქოც, სწორედ მცირეწლოვან უფლისწულს აღიარებს ტახტის მემკვიდრედ.

მეორე ცნობილი უფლისწული გახლავთ 4 წლის გიორგის მამა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი.

ის გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელისა და მარია დე ლას მერსედესიის მეორე ვაჟია.

დაიბადა და გაიზარდა ესპანეთში.

2003 წლიდან ცხოვრობს საქართველოში.

ერთდროულად გახლავთ ესპანეთისა და საქართველოს მოქალაქე.

დავით ბაგრატიონ მუხრანელს ჰყავს უფროსი ძმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელმაც საქართველოს ტახტზე ძმის სასარგებლოდ განაცხადა უარი. ასევე უფროსი და მარია ანტუანეტა ბაგრატიონ მუხრანელი და უმცროსი ნახევარ ძმა უგო იგივე გურამ ბაგრატიონი.

უგო ბაგრატიონი გახლავთ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი, მეორე ქორწინებიდან.

უგოს დედა ესპანელი ნურია ლოპეს ი ოლიარტია.

32 წლის უგო ნათესაურ კავშირშია ესპანელ დიდგვაროვნებთან.

სხვა პრინცებისგან გამოარჩევენ განსაკუთრებით კარგი გარეგნობით, რის გამოც ერთ-ერთ ყველაზე უფრო სასურველ სასიძოდ ითვლება არამხოლოდ ესპანეთსა და საქართველოში, არადამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

მის შესახებ ხშირად წერს ესპანური მედია.

უგო გამოირჩევა გართობისა და მოგზაურობის სიყვარულით.

გატაცებულია ტექნო მუსიკით.

ხშირად სტუმრობს საქართველოს და მეგობრობს ბევრ თბილისელთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად, უგო ბაგრატიონი თავისი ძმისშვილის, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის ნათლიაა.

მიიღე ქართული კრედიტი vivus –ში.

რაც შეეხება 4 წლის გიორგი ბაგტარიონის დედას, ანა ბაგრატიონ-გრუზინკის, ის საქართველოში გახლავთ დაბადებული და გაზრდილი.

წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

ანა ბაგრატიონ გრუზინსკი გახლავთ პრინც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და ლეილა ყიფიანის ქალიშვილი.

პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი მარიამ ბაგრატიონ-გრუზინსკი და ირინა ბაგრატიონ-გრუზინსკი.

2009 წელს ანა მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე დავით ბაგრატიონ მუხრანელი გახდა.

ქორწინების შემდეგ წყვილი ორჯერ დაშორდა ერთმანეთს. ამჟამად ქორწინებაში არ იმყოფებიან.

მისი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის კავშირი გახლდათ მუხრანელებისა და გრუზინსკების შტოს დანათესავებისა და მათი საერთო მემკვიდრის (გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის) დაბადების მიზნით შექმნილი ოჯახი.

კიდევ ერთი ქართველი პრინცი გახლავთ ხუან ბაგრატიონი.

უგოსა და დავითის მსგავსად ხუანიც ესპანეთშია გაზრდილი.

ნათესაური კავშირი აქვს ესპანეთის მეფესთან.

დაქორწინებულია ქართველ მოდელზე, ქრისტინე ძიძიგურზე.

საქართველოს სამეფო ტახტის კიდევ ერთი მემკვიდრე გახლავთ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი.

ბიძაშვილებისგან განსხვავებით ირაკლი ჩრდილში ცხოვრებას არჩევს.

მეგობრული ურთიერთობა აქვს სხვა ბაგრატიონებთან, როგორც საქართველოში ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

ცხოვრობს რუსთავში და მუშაობს IT სპეციალისტად.

ირაკლი ბაგრატიონი დაქორწინებული არ გახლავთ და ქართველ თავად-ზანაურობას სურს, მისი მეუღლე აფხაზი დიდგვაროვანი იყოს, რის მიზეზადაც ბაგრატიონთა სახლის გაძლიერებისა და გაფართოების სურვილს ასახელებენ.

საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ითვლება ბაგრატიონთა კიდევ ერთი ოჯახი იმერეთიდან.

ეს გახლავთ იმერთბატონიშვილების შთამომავლების ოჯახი, კერძოდ ირაკლი დავითის ძე ბაგრატიონი და მისი დები ქეთევან და თამარ ბაგრატიონები.

ეს გახლავთ ქართველ დიდგვაროვანთა არასრული ჩამონათვალი, რაც შეეხება ქართულ კრედიტს, eloan -ის მიღების საუკეთესო გზა არის express სესხი vivus ge-ში.