თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

მსოფლიოში სახელგანთქმულმა, ამერიკულმა მედია კომპანიამ CNN, რომელიც უკვე თითქმის 40 წელია რაც პლანეტის ერთ -ერთ ყველაზე უფრო სანდო და გავლენიან საინფორმაციო წყაროდ ითვლება, ტურისტებისთვის მორიგი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

სტატია, რომლის სათაურიც გახლავთ „7 ქალაქი, რომელიც უნდა ნახო 2018 წელს“ საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ინფორმაციებს იმ ქალაქების შესახებ, რომლებიც CNN -მა ტურისტებისთვის საინტერესოდ მიიჩნია.

აღნიშნულ 7 -ეულში მოხვდა საქართველოს დედაქალაქი თბილისიც.

„ეს გახლავთ ქალაქი, რომელიც მრავალფეროვანი და აუცილებლად სანახავი მარშრუტებით გაგიმასპინძლდებათ“ – წერს Cnn თბილისის შესახებ.

სტატიაში ასევე საუბარია თბილისის მერის, კახი კალაძის სამომავლო გეგმებსა და ქალაქის განვითარების მისეულ ხედვებზე.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

თბილისის სავიზიტო ბარათებად კი სტატიის ავტორი ასახელებს ჩვენი დედქალაქის ისეთ მიღწევებს, როგორებიცაა:

  • მერსედეს -ბენცის მოდის კვირეული (Mercedes Benz Fashion Week Tbilisi) – აღნიშნული ღონისძიება თბილისში, ბოლოს 2018 წლის 3 -7 მაისს გაიმართა და მას მოდის სფეროს უამრავი წარმომადგენელი სტუმრობდა.
  • ტექნო მუსიკა – მოგეხსენებათ, ქართული ღამის კლუბები ხშირად მასპინძლობენ მსოფლიო დონის ტექნო არტისტებს და ზოგიერთ მათგანს ევროპის კლუბებს შორის საპატიო ადგილიც კი უკავია;
  • ღვინო – ეს სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი და ტრადიცია გახლავთ. უცხოელები ხომ საუკუნეების განმავლობაში იხიბლებოდნენ ქართული ღვინით.

ჩვენი ბლოგის მკითხველები ქართველები არიან, და მათთვის თბილისში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო, ამიტომ საუკეთესო 7 -ეულში შემავალ სხვა ქალაქებზეც სიამოვნებით გიამბობთ.

და სანამ CNN -ის შერჩეული ქალაქების განხილვას დავიწყებდეთ, შეგახსენებთ, რომ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა ან თანხის ნაწილი, თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ vivus ge -ში.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

სესხი vivus -ში

სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.vivus.ge და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსების შემდეგ, თანხას მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

კრედიტის მისაღებად არ არის საჭირო არც თავდები, არც გირაო, არც თანამსესხებელი და არც სესხის უზრუნველყოფა.

Vivus -ის სესხის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც:

  • არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის;
  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობს საქართველოში მოქმედ პირად საბანკო ანგარიშს;
  • შეძლებს სესხის დაფარვას.

სესხის ონლაინ განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც კომპიუტერიდან ასევე მობილური ტელეფონიდან და პლანშეტური კომპიუტერიდანაც.

CNN -ის მიერ რეკომენდირებული სხვა ქალაქები

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

დანდი – შოტლანდიაში მდებარე ქალაქი, რომელიც ოდესღაც გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ცენტრი გახლდათ.

გასული საუკუნის 80 -იან წლებში, ფინანსური კრიზისის გამო დანდიმ ფინანსური დედაქალაქის სტატუსი დაკარგა.

21 -ე საუკუნის დასაწყისში მოხდა ქალაქ დანდის ტრანსფორმაცია და ოდესღაც ფინანსური ცენტრი ნელ -ნელა განვითარდა ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით.

დღეისათვის აქ გელით მუზეუმები, ინოვაციური დიზაინით შექმნილი, თვალისმომჭრელი შენობები და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.

აღნიშნულ ქალაქში სასტუმროს ფასები 60 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

მასკატი – არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე, აზიური სახელმწიფოს, ომანის დედაქალაქი.

ომანის მრავალფეროვანი ბუნება, მთები, უდაბნო და პლიაჟები არ გახლავთ აქაურობის ერთადერთი ღირსება.

მასკატში გელით საინტერესო ტურები მუზეუმებში, ოპერასა და ისტორიულ შენობებში.

აღნიშნულ ქალაქში, სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები 50 დოლარიდან იწყება.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

ტორონტო – კანადის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ქალაქი.

2018 წელს სანახავი ქალაქების სიაში, ტორონტო არამხოლოდ CNN -მა არამედ გავლენიანმა ბიზნეს გამოცემამ Forbes -მაც შეიყვანა.

ტურისტულ გზამკვლევებს თუ დავუჯერებთ, ტორონტო განთქმულია რესტორნებით, სადაც საოცრად გემრიელი კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

ის ასევე მდიდარია საინტერესო არქიტექტურით, რაც ტურისტებს ნოყიერ სანახაობას პირდება.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

ტოკიო – იაპონიის დედაქალაქი გახლავთ ულტრათანამედროვეობისა და სიძველის ულამაზესი სინთეზი.

აქ გელით ისტორიული ძეგლები, იშვიათი ჯიშის მცენარეებით სავსე ბაღები, თანამედროვე პარკები, გასართობი ცენტრები, ულამაზესი ხედები და შოპინგისთვის იდეალური გარემო.

რაც შეეხება სასტუმროებს, აქ ერთი ოთახის საფასური 70 დოლარიდან იწყება.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

სან მიგელ დე ალენდე – მექსიკაში მდებარე ეს ქალაქი, 2017 წელს, ტურისტებმა საუკეთესოდ აღიარეს.

ტურისტებმა აქაურობა ფერების გამო შეიყვარეს, რადგან სხვადასხვა ფერის სახლები და ვიწრო ქუჩები, მას ულამაზეს სიჭრელეს სძენს.

თუმცა, სტუმრების მხრიდან ინტერესის გამოვლენის შემდეგ, სან მიგელ დე ალენდე კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან ტურისტებისთვის ლამაზი ხედების გარდა, სხვადასხვა ფესტივალების შეთავაზება დაიწყო.

აღნიშნულ ფესტივალებს შორის, ერთ -ერთი ყველაზე უფრო სახელგანთქმული გახლავთ 2018 წლის მარტში, სან მიგელ დე ალენდეში ჩატარებული „მსოფლიოს ბედნიერების ფესტივალი“

სან მიგელ დე ალენდეში ვიზიტის შემთხვევაში, სამვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გათენება 59 ფუნტი სტერლინგი დაგიჯდებათ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები კი 130 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

თბილისი საუკეთესო ტურისტული ქალაქების სიაში მოხვდა

უკვდავი პარიზი

ერთი შეხედვით ბანალურია, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქის გარეშე ეს სია უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.

ეიფელი, ლუვრი, მოდის ინდუსტრია, რომანტიული ქუჩები და სასტუმროები და სხვა მრავალი დეტალი პარიზს დაუვიწყარ ელფერს მუდმივად უნარჩუნებს, სწორედ ამიტომ, ეს ქალაქი CNN -ის შესსანიშნავ 7 -ეულში ისევ მოხვდა და ის აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

პარიზში მოგზაურობის მსურველებს, 3 ვარსკლავიანი სასტუმროს ნომრის დაქირავება დაახლოებით 150 დოლარად შეუძლიათ, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრების ფასები კი 500 დოლარიდან იწყება.

რაც შეეხება თვითმფრინავის ბილეთებს, თბილისის აეროპორტიდან პარიზამდე ჩაფრენის საფასური 265 ლარიდან იწყება, ქუთაისის აეროპორტიდან კი 129 ლარიდან.

Vivus ge გისურვებთ სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობას.