ფილმი

weekend-ისთვის რეკომენდირებული 10 ფილმი

იმ შემთხვევაში თუ შაბათ-კვირის სახლში გატარებას გეგმავთ და არ გსურთ მოწყენილი იყოთ, Vivus ge-ს ბლოგი დაგეხმარებათ და გირჩევთ 10 ფილმს, რომლებიც სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. ეს ფილმებია:

The Greatest Game Ever Played/ყველა დროის ყველაზე დიდებული თამაში

ეს გახლავთ სპორტული დრამა, რომელიც ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და დღემდე არ კარგავს მაყურებელში აქტუალობას.

ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერ ბიჭზე და მის პატარა მეგობარზე, რომლებიც ჩაერთვნენ სერიოზულ თამაშში.

გამარჯვების შანსები ერთი შეხედვით ძალიან ცოტაა, თუმცა თამაში არ არის მხოლოდ გამარჯვება.

The Intern/ინტერნტი

ინტერნტი არის მელოდრამა, რომელიც ძალიან წარმატებული ბიზნესმენი ქალის შესახებ გვიამბობს.

ფილმში დეტალურადაა აღწერილი კარიერული წინსვლის უარყოფითი მხარეები და თითქმის ყოველი კადრი გაჟღენთილია ხარისხიანი იუმორით.

„The Intern“ ეკრანებზე  2015 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ენ ჰეტევეი ასრულებენ.

The Dressmaker/მკერავი

ეს გახლავთ ულამაზესი ფილმი მკერავ ქალზე, რომელიც ბრუნდება მშობლიურ ქალაქში.

იქ სადაც რთული ბავშვობა გაატარა და ბევრი შეურაცხყოფა აიტანა.

მისმა გამოჩენამ მთელი ქალაქი ააფორიაქა, რადგან არავინ იცის რა გეგმები აქვს მკერავ ქალს.

ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 2015 წელს.

მთავარი როლების შემსრულებლებად მასში კეიტ უინსლეტი და ლაიამ ჰემსვორსი გვევლინებიან.

Little Boy/პატარა ბიჭი

ბავშვებს ყოველთვის სჯერათ სასწაულების.

ზოგჯერ მათი რწმენა იმდენად ძლიერია, რომ უფროსებიც იწყებენ იმის დაჯერებას რაც დაუჯერებლად ჟღერს.

სადამდე შეიძლება მიიყვანოს 8 წლის ბიჭუნას რწმენამ მისი გარშემომყოფები და როგორ შეუძლია ერთ ადამიანს სხვების ცხოვრების შეცვლა?

ამ ყველაფერს თქვენ გაიგებთ ფილმიდან „პატარა ბიჭი“ რომელიც ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიპყრო მელოდრამების მოყვარულთა გულები.

Der geilste Tag/ყველაზე ლამაზი დღე

სახალისო მომენტებით სავსე გერმანული დრამა, რომელიც ცოტათი ჰგავს ყველა დროის საუკეთსო კინონამუშევრების სიაში შესულ ფილმს „Knockin’ on Heaven’s Door“.

თუმცა სიუჟეტში არის დიდი განსხვავებებიც და მაყურებლისთვის სასიამოვნო განცდების მინიჭების საშუალებას, სწორედ ეს განსხვავებები აძლევს Der geilste Tag-ს.

Passengers/მგზავრები

ეს გახლავთ ახალი ფილმი, მომავლის სამყაროსა და მომავლის ადამიანებზე.

სიუჟეტის დასაწყისი თანამედროვე რობიზონ კრუზოს ისტორიას ჰგავს.

თუმცა, ფილმში ულამაზესი ჯენიფერ ლოურენსის გამოჩენის შემდეგ, მოვლენები იმაზე ბევრად უფრო საინტერესოდ ვითარდება ვიდრე ეს კუნძულზე მარტოდ დარჩენილი რობიზონ კრუზოს ცხოვრებაში მოხდა.

The best of me/საუკეთესო ჩემში

რომანტიული ფილმი ქალზე და კაცზე, რომლებსაც წლების წინ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ხანგრძლივი განშორების შემდეგ მათი გზები ისევ გადაიკვეთა.

ფილმის სიუჟეტი ორ სხვადასხვა დროში ვითარდება და სავსეა მოულოდნელობებით.

Focus /ფოკუსი

მძაფრსიუჟეტიანი კომედია, რომელიც მაღალი კლასის თაღლითისა და მისი მოსწავლის სიყვარულს ამბავს გიამბობთ.

ფილმში მთავარ როლებს უილ სმიტი და თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი ლამაზმანი მარგო რობი ასრულებენ.

მისი სიუჟეტი ბევრ სახალისო, საინტერესო და მოულოდნელ მონაკვეთს შეიცავს, რის გამოც ფოკუსის ყურება ნამდვილად ღირს.

The Lone Ranger/მარტოხელა რეინჯერი

ვესტრენტი, რომლის ყოველი კადრი გულიან სიცილს გპირდებათ.

ეს არის კანონის დამცველისა და იდუმალი ინდიელის თავგადასავალი, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ, მაგრამ საერთო მტრის დასამარცხებლად ერთიანდებიან.

ფილმი ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ასრულებენ ჯონი დეპი, ჰელენა ბონემ კარტერი და არმი ჰამერი.

Black Gold/შავი ოქრო

ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებელი ფილმი, რომლის რეჟისორმაც მოახერხა საოცარი ქარიზმატულობით გადმოეცა არაბეთის ემირატების უმდიდრეს ქვეყნად ქცევის ისტორია.

სიუჟეტი მოგვითხრობს უფლისწულ აუდაზე, რომლისგანაც წიგნების სიყვარულის გარდა არავინ არაფერს ელოდა.

თუმცა აუდამ ნამდვილი რევოლუცია მოაწყო და საკუთარი სამეფო მშრალი უდაბნოდან ნამდვილ სამოთხედ აქცია.

და ბოლოს, იმ შემთხვევაში თუ weekend-ის სახლში გატარება არ გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფი სესხი vivus-ში და გამოიყენოთ თანხა დროის უფრო სასიამოვნოდ გატარებისთვის.