ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას მოკლევადიან სესხებს. მიზეზი მარტივია! სწრაფ სესხებს გაცილებით უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს ვიდრე სხვა მსგავს სესხებს.

სწრაფი სესხების უპირატესობები:

  • სისწრაფე
  • სიმარტივე
  • კომფორტი
  • დაბალი საკომისიო
  • ნაკლები რისკი
  • ნაკლები სტრესი

სისწრაფე

ონლაინ სესხის მოთხოვნის პროცესი სწრაფი და მარტივია. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენ თანხას აპლიკაციის შევსებიდან მაქსიმუმ 15 წუთში მიიღებთ. ხოლო აპლიკაციის შევსებას მხოლოდ რამდენიმე წუთი უნდა. განმეორებითი სესხის მიღება კიდევ უფრო სწრაფად ხდება. ამ შემთხვევაში დასტურს რამდენიმე წამში იღებთ და თანხა ანგარიშზე 5 წუთში გიჯდებათ.

სიმარტივე

სწრაფი სესხის მიღება საოცრად მარტივია. თქვენ უბრალოდ უნდა შეავსოთ ონლაინ განაცხადი, რომელიც მხოლოდ 3 საფეხურს მოიცავს.

დასაწყისისთვის თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. ეს vivus.ge-ს მთავარ გვერდზე ხდება. მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე უნდა მიუთითოთ სასურველი თანხა და ვადა. თქვენ ავტომატურად დაინახავთ, თუ რამდენი იქნება თქვენი სესხის საკომისიო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შემდეგ დააჭერთ ღილაკს „სესხის აღება“ და ავტომატურად გადახვალთ რეგისტრაციის გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოთ პერსონალური ინფორმაცია. რეგისტრაციის აპლიკაცია უმარტივესია და მხოლოდ რამდენიმე ველს მოიცავს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ აპლიკაციის დადასტურებას. ამის შემდეგ ბოლო საფეხურიღა რჩება – იდენტიფიკაციის გავლა.

იმისათვის, რომ გაიაროთ იდენტიფიკაცია და მიიღოთ თანხა, თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან vivus.ge-ს ანგარიშზე 1 თეთრი უნდა გადარიცხოთ. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ გადარიცხული 1 თეთრი vivus.ge-ს ანგარიშზე აისახება, დამტკიცებული თანხა საბანკო ანგარიშზე 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ. ერთი თეთრის გადარიცხვა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკიდან ან ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან.

კომფორტი

სწრაფი სესხის მისაღებად თქვენ სახლიდან გასვლა, უამრავი საბუთის მოგროვება და უსასრულო რიგებში დგომა არ გჭირდებათ. სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად ყველანაირი საბუთის გარეშე შეგიძლიათ.

დაბალი საკომისიო

საკომისიო განმეორებით სესხზე მხოლოდ 5,5 -15%-მდეა, რაც ონლაინ სესხებში ყველაზე დაბალია.

ნაკლები რისკი

გრძელვადიანი სესხის აღებისას რისკი ყოველთვის უფრო მეტია, რადგან რთულია წინასწარ იცოდე რა მოხდება 6 თვეში, თუ ერთ წელში. ხოლო 30 დღის პროგნოზის გაკეთება გაცილებით უფრო მარტივია.

ნაკლები სტრესი

როდესაც ვალი დიდი პერიოდის განმავლობაში გაქვს ამას გარკვეული გავლენა აქვს ნერვებზეც. მითუმეტეს, თუ საკომისიო გროვდება და გროვდება. მოკლევადიანი სესხი კი დროებითია და ეს არ გადაიზრდება თქვენს ყოველთიურ რუტინაში.

ყველა ამ უპირატესობასთან ერთად, vivus.ge ერთგულ მომხმარებელს დამატებით სარგებელს სთავაზობს. vivus.ge-ს ნებისმიერი მომხმარებლისათვის პირველი სესხი უპროცენტოა. აბრუნებთ ზუსტად იმდენს, რამდენსაც სესხულობთ. ხოლო, თუ თქვენ ხშირად სარგებლობთ vivus.ge-ს სერვისით, თქვენ ავტომატურად ჩაერთვებით vivus.ge-ს ლოიალურობის პროგრამაში. განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში პროცენტი კიდევ უფრო დაბალი იქნება. vivus.ge ერთგულ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას სთავაზობს – 10, 15 და 20%-ანი ფასდაკლება საკომისიოზე.