Vivus.ge თავის სერვისს „მიიღე ფული ხელზე“ უფრო კომფორტულს ხდის. ამიერიდან, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, ც.დადიანის #7-ში, სესხის ხელზე აღება Vivus.ge-ს სერვის ცენტრში იქნება შესაძლებელი. Vivus.ge პირველი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელმაც არა მარტო ფულის ხელზე აღება გახადა შესაძლებელი, არამედ, თავისი ოფიციალური სერვის ცენტრიც გახსნა.

მომსახურების ცეტრში მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ხარისხით მოემსახურებიან. ცენტრში მოქმედებს რიგის ელექტრონული მართვის სისტემა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს სერვისით სარგებლობას. ამის გარდა, კლიენტს ადგილზევე შეეძლება თანხის გადახდა Paybox-ის (გადახდის აპარატის) მეშვეობით.

სერვის ცენტრი მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-22:00-მდე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მასშტაბითა და ბათუმში ასევე მუშაობს Vivus.ge-ს თანხის ხელზე გასაცემი დესკები.