Golden Brand 2015Vivus.ge გოლდენ ბრენდი 2015-ის მფლობელი გახდა. გოლდენ ბრენდის დაჯილდოვება უკვე მეთერთმეტე წელია რაც იმართება და მიზნად სხვადასხვა კატეგორიაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული კომპანიების გამოვლენას ისახავს. Vivus.ge აღნიშნული ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მეორე წელი ხდება – კომპანია საუკეთესო ონლაინ სესხების კატეგორიაში დაჯილდოვდა.

„კომპანია „4Finance“, რომელსაც ბრენდი Vivus ეკუთვნის, ლატვიაში დაარსდა და უკვე 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს 15 ქვეყანაში. Vivus.ge ძალიან სწრაფად გახდა ლიდერი ონლაინ სესხების სფეროში, რაც კომპანიის ღირებულებებისა და სწრაფი და უნაკლო მომსახურების დამსახურებაა. Vivus.ge-ს, ასევე, კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დაბალი საკომისიო  აქვს სესხზე, რაც მას უპირატესობაში აყენებს. ჩვენი სწრაფი ზრდა გამოწვეულია მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისითა და უმაღლესი დონის მენეჯმენტით.“ – განაცხადა Vivus.ge-ს გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ბზარაშვილმა.

დაჯილდოვება სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა. Golden Brand Award 2006 წლიდან იმართება და საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს დაჯილდოვებაა.

ღონისძიებას წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.