ინტერნეტ კრედიტი საუკეთესო პირობებით

hare_headვივუსის ინტერნეტ კრედიტით სარგებლობა ძალზედ მარტივია, ხოლო უსწრაფესი დასტური კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მომსახურებას.

პირველ რიგში, იმისთვის რომ ისარგებლოთ ონლაინ კრედიტით საჭიროა იყოთ საქართველოს მოქალაქე და გქონდეთ ანგარიში საქართველოში არსებულ ბანკში.

პირველი სესხი 100-დან 250 ლარამდეა და მისი მაქსიმალური ოდენობა დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიებზე. 20 ან 21 წლის ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ 100 ლარი. 22-24 წლის – 200, 25-65 წლის ადამიანს კი 250 ლარი.

სესხის ვადა განისაზღვრება ფიქსირებული 30 დღით.

იმისთვის რომ თანხა ჩაირიცხოს თქვენს ანგარიშზე, საჭიროა თქვენი პირადი ანგარიშიდან გადმორიცხოთ 1 თეთრი ჩვენს პირად ანგარიშზე ინტერნეტ ბანკის ან ბანკის ფილიალის მეშვეობით. 1 თეთრი ირიცხება მომენტალურად და თუკი თქვენ ანგარიში გახსნილი გაქვთ ერთ-ერთ ჩვენს რეზიდენტ ბანკში, სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილი სესხი ჩაგერიცხებათ 15 წუთის განმავლობაში.

თუ თქვენ სრულად არ გაქვთ გამოყენებული საკრედიტო ლიმიტი, შეგიძლიათ დაიმატოთ დარჩენილი თანხა ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში სესხის დაფარვის თარიღი არ იცვლება.

თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში თქვენ კვლავ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით და მიიღოთ სესხი გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში.

განმეორებით ონლაინ სესხზე Vivus.ge გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ საკომისიოს თვიურ 5,4%-ს, დღიური დარიცხვით.

საკრედიტო ლიმიტი გაგეზრდებათ სესხის წარმატებით დაფარვიდან 7 დღის შემდეგ.