შენი მეგობარი კომპანია

ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე 30 დღე გაძლოს, წყლის გარეშე -15, ძილის გარეშე კი -11, ამ ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მისი სხეული სიცოცხლისუნარიანობას კარგავს. არავინ იცის რამდენ ხანს ძლებს ადამიანის სხეული ბედნიერებისა და სულიერი სიმშვიდის გარეშე, თუმცა უდაოა, ეს პერიოდი რთულად გადასატანი არის. სულიერი საზრდოს მისაღებად თქვენ სიყვარული და პოზიტიური ურთიერთობები გჭირდებათ, რომელთა წყაროც გახლავთ მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები. ყველა სასურველი თვისების ერთ ადამიანში პოვნა რთულია, სწორედ ამიტომ ბედნიერების სრული პაკეტის მისაღებად თქვენ რამდენიმე მეგობარი გჭირდებათ.

 

აუცილებელია გყავდეს:

party

მეგობარი, რომელთან ერთადაც კარგად ერთობი

ადამიანი, რომელთანაც საერთო ჰობი გაკავშირებს და რომელსაც განტვირთვის ისეთივე მეთოდები იზიდავს როგორიც შენ. ასეთი მეგობარი ყოველთვის აგიბამს მხარს და ნებისმიერ გასართობ ღონისძიებას შენთვის ბევრად უფრო საინტერესოს გახდის.


smart

მეგობარი, რომელსაც გულს გადაუშლი

კარგი მსმენელი არის ნამდვილი განძი. ადამიანი, რომელიც მზად არის დაუსრულებლად ისმინოს შენი აზრები და გრძნობები, საუკეთესო ფსიქოლოგზე უფრო კარგ გავლენას ახდენს შენს შინაგან სამყაროზე. ის გეხმარება უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში, ნერვების დაწყნარებასა და სულის დამშვიდებაში.


listener

მეგობარი, რომელიც იზიარებს შენს მოსაზრებებს

რთულია ცხოვრება თუ არ გყავს ადამიანი, რომელიც აქტუალურ საკითხებს, ზუსტად ისე აღიქვამს როგორც შენ. თანამოაზრის გარეშე, თავს მარტოსულად იგრძნობ. სწორედ ამიტომ, გვერდში უნდა გყავდეს ადამიანი, რომელსაც შენი ესმის.


true

მეგობარი, რომელიც არ ერიდება სიმართლის თქმას

ძალიან ჭკვიანიც რომ იყო, განსხვავებული აზრის მოსმენა მაინც გჭირდება და აუცილებელია შენთვის. ადამიანები ხშირად არასწორად ვაფასებთ საკუთარ თავსა და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ყურადღების მიღმა გვრჩება მნიშვნელოვანი საკითხები და არასწორად ვხედავთ არსებულ სურათს. ყოველი სიტუაცია საჭიროებს მრავალმხრივ შეფასებას და ამ შეფასებების შეჯერებით საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. სწორედ ამიტომ გვჭირდება ის ვინც მზადაა თვალი აგვიხილოს, მოგვცეს რჩევები და ყოველთვის სიმართლე გვითხრას.


emotion

მეგობარი, რომელიც პრობლემების მოგვარებაში გეხმარება

ნამდვილი ბედის საჩუქარია ადამიანი, რომელიც შენს გვერდითაა, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის სწრაფად მოგვარების საჭიროების დადგომისას. რომელიც არ დაგაკარგვინებს დროს იმის ახსნა-განმარტებაში თუ რატომ, საიდან, როგორ გაჩნდა პრობლემა და უბრალოდ გაძლევს დაბრკოლებების გადალახვისთვის აუცილებელ რესურსს.შენი მეგობრების სიაში, ამ პოზიციის დაკავება თავისუფლად შეუძლია Vivus.ge-ს. ფინანსური პრობლემის არსებობის შემთხვევაში Vivus.ge შენს გვერდითაა და გეხმარება გააკეთო ის რისი გაკეთებაც უფულობის გამო არ შეგეძლო: დაფარო გაუთვალისწინებელი ხარჯი, წახვიდე გასართობად, შეიძინო სასურველი ნივთი და ა.შ.