მოკლევადიანი სესხები – ფულთან წვდომა როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ

მარტი 14, 2016

მოკლევადიანი სესხების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მათი სისწრაფეა. სწორედ ამიტომ, მათ სწრაფ სესხებს უფრო ეძახიან. თუ თქვენ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ და თანხის უკან დაბრუნებას მოკლე ვადებში გეგმავთ, სწრაფი სესხი თქვენთვის ნამდვილად ყველაზე ხელსაყრელი და მარტივი გამოსავალია..

ონლაინ კრედიტები ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება პრობლემის გადამჭრელი აღმოჩნდეს. მაგალითად, ავიღოთ უბრალო სიტუაცია, როდესაც თვის ბოლოს კომუნალური გადასახადები მოგივიდათ და მათ დასაფარად საკმარისი თანხა არ გაქვთ. ხელფასამდე კიდევ რამდენიმე დღეა. რას აკეთებთ ასეთ სიტუაციაში? ზოგი დახმარებისათვის ახლობლებს მიმართავს, ჩვენ კი უფრო მარტივ, სწრაფ და მოსახერხებელ გზას გთავაზობთ – სწრაფ სესხს. სწრაფი სესხი შესაძლებლობას გაძლევთ ხელფასამდე ზუსტად ის თანხა ისესხოთ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში გჭირდებათ და ამისათვის არ არის საჭირო უამრავი საბუთის მოგროვება და ლოდინი.

მოკლევადიანი სესხები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ გადაუდებელ სიტუაციებში, როგორიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს სწრაფი რეაგირება კრიტიკულია. ხოლო სახსრების მოძიებაზე ბევრი დრო შეიძლება დაიკარგოს, რასაც სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება შეუძლია.

თუ ექიმთან ვიზიტი გადაუდებელია, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სწრაფი სესხი და დანიშნულების პუნქტამდე მისვლამდე თქვენ თანხა უკვე ბანკის ანგარიშზე გექნებათ.

ასევე, მათ ვინც საჭესთან ბევრ დროს ატარებენ, ნამდვილად ექნებათ გამოცდილი ის არასასიამოვნო სიტუაცია, როდესაც ავტომობილს სასწრაფოდ სჭირდება რაიმე ნაწილის შეცვლა ან შეკეთება. ასეთ დროს, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რამდენიმე დღე არაფერს შეცვლის და მანქანას ხელფასის აღების შემდეგ შეაკეთებთ. მაგრამ, რეალობაა სხვაა. ამ რამდენიმე დღეში თქვენს მანქანას შეიძლება გაცილებით მაღალ ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნათ.

სწრაფი სესხები არა მხოლოდ გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად არის გამოსადეგი. ასეთი სესხები, უბრალოდ სურვილების დროულად დასაკმაყოფილებლადაც მშვენიერი ალტერნატივაა. რატომ უნდა გადადოთ ცხოვრება ხელფასამდე?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობრები გუდაურში მიდიან გასართობად, ხოლო ხელფასამდე კიდევ 1 კვირაა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ კვირას თანხა არ გაქვთ და ვერ წახვალთ, და მომავალ კვირას წახვიდეთ დასასვენებლად, მაგრამ მეგობრების გარეშე ან მარტივად აიღოთ სწრაფი სესხი, გაერთოთ მეგობრებთან ერთად, ხოლო სესხი ხელფასის აღებისთანავე დაფაროთ.

კიდევ ერთი სიტუაცია, სადაც სისწრაფე პრიორიტეტია, საყვარელი ადამიანის საჩუქრით გახარებაა; იქნება ეს მეგობრის, ნათესავის, თუ მეუღლის დაბადების დღე. ასეთ სიტუაციებში თანხები კონკრეტულ დღეს არის საჭირო და ამაში ისევ და ისევ მოკლევადიან სესხებს შეგიძლიათ მიმართოთ. შედეგი – საყვარელ ადამიანს დროულად გაახარებთ, ხოლო სესხს არჩეულ ვადაში დაფარავთ.

სწრაფ სესხებს ასევე სხვა უამრავი უპირატესობა აქვს, ესენია

  • სისწრაფე
  • სიმარტივე
  • კომფორტი
  • დაბალი საკომისიო
  • ნაკლები რისკი
  • ნაკლები სტრესი

Vivus.ge ზემოთხსენებული სიტუაციებიდან ყველაზე მარტივ და სწრაფ გამოსავალს გთავაზობთ. Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომელსაც იცნობენ და ენდობიან მსოფლიო მასშტაბით. სესხის მიღება 15 წუთში, ყველანაირი საბუთის გარეშე შეგიძლიათ.

ცხოვრებაში ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები, როდესაც ფული სასწრაფოდ გჭირდებათ. ასეთ დროს, მთავარია ვიცოდეთ რომელია საუკეთესო გამოსავალი.

Tags: sesxebi, sesxi, vivus.ge, მოკლევადიანი სესხები

100 ₾
1.200 ₾
500 ლარზე მეტი თანხის აღება შესაძლებელია განმეორებითი სესხის შემთხვევაში
თანხა
500 ₾
საკომისიო
27 ₾
წლიური ეფექტური
94,3 %
ჯამი
527 ₾
სესხის დაფარვის თარიღი
21/10/2017
სესხის ვადა არის ფიქსირებული 30 დღე

თუ უკვე ბრძანდებით დარეგისტრირებული, თქვენი ლიმიტის სანახავად გთხოვთ შებრძანდეთ თქვენს პროფილში.