ონლაინ სესხები

ფინანსური პრობლემები უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მოვლენაა, რისი გადაჭრაც ამა თუ იმ პერიოდში ყველა ადამიანს უწევს. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტაბილური სამსახური და შემოსავალი გაქვთ, ძალიან მარტივია გაუთვალისწინებელ ხარჯებთან გამკლავება და ფულის ნაკლებობის განცდა. ასეხომ სულ ხდება: აი, ვთქვათ მოულოდნელად გაგიფუჭდათ მაცივარი ან რომელიმე მილი გასკდა, თქვენ კი ხელფასამდე ამ ხარჯებს ვერ გაწვდებით, რა ხდება ამ დროს? სწორედ მსგავს შემთხვევებში არის ონლაინ სესხები ყველაზე გამართლებული.

რა მიზეზითაც არ უნდა დაგჭირდეთ თანხა ხელფასამდე, სწრაფი საბანკო სესხი მშვენიერი ალტერნატივაა . მითუმეტეს მაშინ, როდესაც თანხა სწრაფად გჭირდებათ და არც ბევრი თავისუფალი დრო არგაქვთ უსასრულო რიგებსა და საბუთების მოგროვებაში დასაკარგავად.

სწრაფი სესხები ძირითადად მოკლე ვადით გაიცემა, მაგრამ ზოგჯერ ეს სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. ონლაინ სესხები ნამდვილად გამოირჩევა ბევრი უპირატესობით, თუმცა აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. სესხის აღებისას ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული თუ რა თანხის მიღება გსურთ და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ ამ თანხის დაფარვას დროულად შეძლებთ. Vivus.ge ჯგუფი 4 ფინანსის ბრენდია, რომელიც ძირითადად ონლაინ სესხებზე მუშაობს.

4 ფინანსი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ჯგუფია და შესაბამისად ის საერთაშორისო ნდობას იმსახურებს. იგი ბაზარზე 2005 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მომხმარებელს ექსტრემალურ სიტუაციებში ფულის სწრაფად მიღების გამარტივებული გზა შესთავაზა, რაც სესხის ონლაინ რეჟიმში მიღებას გულისხმობს. მარტივი აპლიკაცია, უსწრაფესი დასტური, კომფორტული მომსახურება - ეს Vivus.ge-ის მთავარი პრიორიტეტებია.

იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მაქსიმალური სარგებელი ნახონ ჩვენი სერვისისაგან ჩვენ მათ სესხის მიმართ მეტ პასუხისმგებლობაზემოვუწოდებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის მოთხოვნამდე თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პირობები თქვენთვის ნამდვილად შესაფერისია. ამისათვის საჭიროა გქონდეთ რეგულარული შემოსავალი და მისი დაფარვის შესაძლებლობა 30 დღეში.

ასევე დაფიქრდით, თუ რატომ დაგჭირდათ Vivus.ge-ს სწრაფი სესხი. უბრალოდ დამატებითი თანხა დაგჭირდათ ხელფასამდე ან დაუგეგმავი შენაძენის გაკეთება გიწევთ, თუ მოულოდნელად მოსული კომუნალური გადასახადის გადახდა? თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხი გაქვთ მაშინ Vivus.ge-ს სესხი თქვენთვის

შესაფერისია, მაგრამ ჩვენი სესხით არ უნდა ისარგებლოთ იმ შემთხვევაში, თუ:

  • გსურთ სხვა სესხის დაფარვა, მაგალითად: იპოთეკური ან სხვა მსგავსი ტიპის სესხის
  • აპირებთ გრძელვადიანი ფინანსური პრობლემების გადაჭრას
  • აპირებთ თანხის უპასუხისმგებლოდ დახარჯვას

დღესდღეობით, საქართველოში საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ონლაინ სესხებს. ყველა კომპანიას სხვადასხვა პირობები აქვს. ბლოგის საშუალებით თქვენ მიიღებთ სრულ ინფორმაციას ჩვენი ონლაინ სესხების შესახებ, მათ ტიპებზე, პირობებზე, პლიუსებსა თუ მინუსებზე, და ზოგადად მათ ისტორიაზე.

ჩვენს ბლოგზე შეხვდებით პოსტებს ისეთ თემებზე, როგორიცაა „როგორ ავარჩიოთ საუკეთესო სწრაფი სესხი?“, „რა უნდა ვიცოდეთ ონლაინ სესხის აღებამდე?“, „როგორ ავიღოთ ონლაინ სესხი სახლიდან გაუსვლელად?“, „როგორ დავფაროთ სესხი?“, „ როგორ მოვიქცეთ თუ დროულად ვერ ვფარავთ სესხს?“ და ა.შ. თქვენ ასევე შეძლებთ სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიღებას პროფესიონალებისგან. ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ კონკრეტულად ონლაინ სესხებზე, არამედ ზოგადად ფულის სწორ მართვაზე, ეკონომიაზე და ბიუჯეტზე. მაგალითად, „როგორ დავაგროვოთ ფული სესხების დაფარვის პარალელურად?“, „სად ვიშოვოთ დამატებითი შემოსავალი?“, „ნივთები, რაშიც ხშირად ვხარჯავთ ფულს, მაგრამ რეალურად არ გვჭირდება“ და „როგორ დაველაპარაკოთ ჩვენს შვილებს ეკონომიაზე?“.

100 ₾
1.200 ₾
500 ლარზე მეტი თანხის აღება შესაძლებელია განმეორებითი სესხის შემთხვევაში
თანხა
500 ₾
საკომისიო
27 ₾
წლიური ეფექტური
94,3 %
ჯამი
527 ₾
სესხის დაფარვის თარიღი
21/10/2017
სესხის ვადა არის ფიქსირებული 30 დღე

თუ უკვე ბრძანდებით დარეგისტრირებული, თქვენი ლიმიტის სანახავად გთხოვთ შებრძანდეთ თქვენს პროფილში.