რა არის ონლაინ კრედიტი?

ონლაინ კრედიტი გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი სერვისი, რომელიც ფულის სესხების პროცესს საოცრად ამარტივებს.

სწორედ ონლაინ კრედიტის დამსახურებაა, რომ ფულისთვის მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების შეწუხება საჭირო აღარ არის.

თანამედროვე ადამიანს აღარ უწევს უხერხული მდგომარეობის შექმნა ახლობელ ადამიანებთან ფულის სასესხებლად მისვლით, რადგან ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიები საჭირო თანხას ახლობელზე უფრო სწრაფად და მარტივად გაძლევენ. ონლაინ კრედიტს საკუთარი უპირატესობები აქვს არამხოლოდ ადამიანებთან, არამედ ბანკებთან მიმართებაშიც, რადგან საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ფული ინტერნეტ საიტის მეშვეობით და არ არის საჭირო ბანკის ოფისში მისვლა. სესხის ონლაინ განაცხადზე პასუხს რამდენიმე წუთში იღებთ და ფულს საბანკო ანგარიშზე გირიცხავენ.

ეს საოცარი კომფორტი გახლავთ, მითუმეტეს ბანკის პირობების ფონზე, სადაც აუცილებელია ოფისში მისვლა, აპლიკაციის ადგილზე შევსების გრძელი პროცედურის გავლა, სესხის ხელშეკრულების გაფორმება და დასტურის მოლოდინში არცთუ ისე ხანმოკლე დროის გატარება.

ონლაინ კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში კი სესხის მოთხოვნა, მისი დამტკიცება, თანხის მიღება, სესხის აღება, სესხის დაფარვა და სესხთან დაკავშირებული სხვა ყველა პროცედურაც ონლაინ რეჟიმში ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ონლაინ კრედიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა ჩაატაროთ ნებისმიერი ადგილიდან.

საჭიროა მხოლოდ თავისუფალი წვდომა ინტერნეტთან.

როგორ ავიღო ონლაინ კრედიტი?

მიკრო საფინანსო ორგანიზაცია Vivus 4finance –ში ონლაინ კრედიტის მიღების პროცედურა საოცრად მარტივია.

თუ სესხს პირველად იღებთ, მაშინ პირველ რიგში აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა. ამ ეტაპის გავლისას მოგიწევთ თქვენი პირადი ინფორმაციის მითითება, რომელიც კომპანიას თქვენი იდენტიფიკაციისთვის სჭირდება.

მეორე ეტაპი გახლავთ საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია.

თქვენი საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის საჭიროა შპს 4ფინანსის ანგარიშზე 1 თეთრის გადმორიცხვა, რაც კომპანიას თქვენი პირადი მონაცემებისა და თქვენი საბანკო ანგარიშის შედარების საშუალებას მისცემს.

იმ შემთხვევაში თუ 1 თეთრი თქვენი პირადი ანგარიშიდან არ არის გადმორიცხული, სესხის გადმორიცხვა არ მოხდება.

რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შემდეგ, სესხის მიღება შესაძლებელია რამდენიმე წუთში.

პროცედურა უფრო ხანმოკლე და მარტივია განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში.

ამ დროს აღარ არის საჭირო არც რეგისტრაციის და არც იდენტიფიკაციის გავლა, საკმარისია თქვენს პირად გვერდზე შესვლა და სწრაფი სესხის მოთხოვნა.

რაც შეეხება სესხის საკომისიოს, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების დაწესების შემდეგ, პირველი სესხი უპროცენტოდ აღარ გაიცემა, თუმცა საგრძნობლადაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთი. 2017 წლიდან vivus ge - ს ონლაინ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 5,4% გახდა. (წლიური ეფექტური 99,4%) სესხის დაბრუნება აუცილებელია 30 დღის ვადაში.

სპეციალურად იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მომხმარებელი ვალის დაფარვას მოცემულ დროში ვერ ახერხებს, არსებობს სესხის გადავადების სერვისი.

აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, სესხის საკომისიო სულ რაღაც 0,3%-ით იზრდება.

Vivus ge - ს ონლაინ კრედიტზე მოქმედებს თანხის ოდენობასთან და კლიენტის ასაკთან დაკავშირებული ლიმიტებიც. ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ 21-დან 65 წლამდე ასაკის პირებს.

სესხის მინიმალური ლიმიტი 100 ლარი გახლავთ, მაქსიმალური კი 1200.

რამდენად უსაფრთხოა ონლაინ კრედიტები?

აღსანიშნავია ისიც, რომ სანდოობის მაღალი მაჩვენებელი ონლაინ კრედიტების გამცემ ყველა კომპანიას არ აქვს.

სხვა კომპანიებზე საუბრის კომპეტენციისა და უფლების არქონის გამო, ვისაუბრებთ მხოლოდ vivus ge - სა და მისი სერვისების სანდოობის შესახებ.

მოგეხსენებათ, სანდოობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისას, პირველ რიგში უნდა დააკვირდეთ ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიის ვებგვერდს.

იმ შემთხვევაში თუ მისი URL იწყება სიმბოლოებით https, მაშინ აღნიშნული ვებგვერდი საიმედოა. რასაც ვერ ვიტყვით იმ საიტებზე, რომელთა URL-ს საწყისი გახლავთ http.

ამ მხრივ, Vivus ge ხარისხის მოთხოვნას აკმაყოფილებს და მისი URL მისი სანდოობის ერთ-ერთი დასტურია. Vivus ge - ს სანდოობის მაჩვენებელს საგრძნობლად ამაღლებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან მომხმარებლის პირადი მონაცემები, შემოწმების მიზნით, მრავალ პროცედურას გადის.

აღნიშნული პროცედურების საშუალებით ხდება როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის დადგენა, რაც კომპანიას უპასუხისმგებლო კლიენტებისგან თავის დაცვაში ეხმარება.

თავდაცვითი მექანიზმი გახლავთ ის ფაქტიც, რომ პირველ ჯერზე კლიენტს მხოლოდ 500 ლარიანი სესხის აღება შეუძლია. სწორედ ამ მექანიზმის საშუალებით დგინდება მისი სესხებთან დამოკიდებულება, გადამხდელუნარიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

აღნიშნული მექანიზმი იცავს არამხოლოდ კომპანიას არამედ მომხმარებელსაც, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებენ ისეთი თანხის ვალად აღებას, რომლის გადახდაც არ შეუძლიათ.

Vivus ge - ში მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვებიც.

ჩვენი კომპანია არ გასცემს სესხებს 21 წლამდე ასაკის პირებზე, რადგან მათ უმეტესობას არ გააჩნია პირადი ფინანსური შემოსავალი და ნაკლებად გადამხდელუნარიანები არიან.

Vivus-ის სესხის გაცემა არ ხდება არც 65 წლის ასაკს გადაცილებულ პირებზე, რადგან 21 წლამდე ასაკის პირთა მსგავსად, ისინიც რისკ ჯგუფში არიან.

უსაფრთხოების კიდევ ერთი მექანიზმი გახლავთ საბანკო ანგარიშის ნომრის იდენტიფიკაცია, რაც 1 თეთრის გადარიცხვის საშუალებით ხდება.

აღნიშნული პროცედურა კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ თავი დაიცვას თქვენთვის კუთვნილი თანხის სხვისთვის გადარიცხვისგან და ასევე თაღლითებისგანაც.

შპს 4 ფინანსი, რომლის შემადგენელი ნაწილიც გახლავთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus ge, არის მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანია.

აღნიშნული მასშტაბები მას განსაკუთრებულად დიდ პასუხსიმგებლობას ანიჭებს.

მისი მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია პრესტიჟი და რეპუტაცია, სწორედ ამიტომ ხდება ყოველი დეტალის მაქსიმალური კონტროლი, რათა წვრილმანმა ხარვეზმა ჩრდილი არ მიაყენოს კომპანიის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა კმაყოფილებაა და სწორედ ამიტომ, ყოველი სერვისი, ყოველი პროდუქტი და ყოველი თანამშრომელი მაქსიმალურად გახლავთ კონცენტრირებული მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

სწორედ მომხმარებელთა კმაყოფილებისა და მათი დაცვის მიზნით გახლავთ Vivus ge - ს აბსოლუტურად ყველა კლიენტის შესახებ არსებული ყველანაირი ინფორმაცია კონფიდენციალური.

ჩვენს საინფორმაცია ბაზაში არსებული ინფორმაცია, ჩვენი კლიენტების შესახებ, არასოდეს არ გაიცემა მესამე პირზე. გარდა ამისა, მომხმარებელთა დაცულობისა და Vivus ge - ს სანდოობის მაჩვენებელს, საგრძნობლად ამაღლებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია მაქსიმალურად არის მორგებული სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებსა და კანონით მიღებულ აბსოლუტურად ყველა ნორმას.

ქვეყნის კანონმდებლობისა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების ფარგლებში მოქმედების პროცესი, შპს 4 ფინანსის მენეჯმენტის მიერ ყოველდღიურად კონტროლდება და კომპანიის მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, Vivus-ის მიერ, აღნიშნულ საზღვრებზე გადაცდენის ფაქტი დაფისქსირებული არ გახლავთ.

100 ₾
1.200 ₾
500 ლარზე მეტი თანხის აღება შესაძლებელია განმეორებითი სესხის შემთხვევაში
თანხა
500 ₾
საკომისიო
27 ₾
წლიური ეფექტური
94,3 %
ჯამი
527 ₾
სესხის დაფარვის თარიღი
23/12/2017
სესხის ვადა არის ფიქსირებული 30 დღე

თუ უკვე ბრძანდებით დარეგისტრირებული, თქვენი ლიმიტის სანახავად გთხოვთ შებრძანდეთ თქვენს პროფილში.