ახალი წლის ციებ-ცხელებამ ნელნელა გადაიარა და ყველა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამასობაში კი, ვალენტინობაც მოგვიახლოვდა. დღე, როდესაც ყველა სიყვარულს ზეიმობს. მათ ვისაც გვერდით საყვარელი ადამიანები ჰყავთ, წელიწადის ამ დროს დილემასთან შეჯახება უწევთ. რით გავახაროთ საყვარელი ადამიანი? რა საჩუქარი იქნება ყველაზე შესაფერისი ამ დღეს? და რა თქმა უნდა, გვაქვს თუ არა საამისოდ საჭირო თანხები…

მთავარი ყურადღებაა, შესაბამისად იქნება ეს ძვირადღირებული ნივთი, ყვავილები, შოკოლადი, თუ უბრალოდ განსაკუთრებულად თბილი მილოცვა, თქვენ საყვარელ ადამიანს აუცილებლად გაახარებთ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ბიუჯეტი, მით უფრო კარგია საჩუქარი. თუ თქვენ, უკვე იცით რა იქნება საუკეთესო საჩუქარი თქვენი მეორე ნახევრისთვის, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ პრობლემა სწრაფი სესხის აღებით გადაჭრათ. სესხის აღებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებიათ რა აჩუქოთ თქვენს შეყვარებულსა თუ მეუღლეს ვალენტინობაზე, ჩვენს შემოთავაზებებს გადაავლეთ თვალი:

 

  1. ყვავილები და შოკოლადი

ეს კლასიკაა… ქალების უმრავლესობას უყვარს ყვავილების მიღება, ხოლო შოკოლადი ვის არ უყვარს? მითუმეტეს, რომ დღესდღეობით უამრავი მაღაზიაა, სადაც ამ ყველაფერს საოცრად გაგიფორმებენ. თუ ორიგინალურობა გსურთ, ასევე შესაძლებელია ბუკეტის შოკოლადებისაგან გაკეთება.

  1. დაუვიწყარი საღამო

არ არის აუცილებელი, რომ საჩუქარი მაინცდამაინც კონკრეტული ნივთი იყოს. თქვენ შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი საღამო მოუწყოთ და ამით იგი უზომოდ გაახაროთ. ეს შეიძლება საკუთარ სახლშიც კი გააკეთოთ, გემრიელი და რომანტიული ვახშამის მოწყობით, ან ქალებისთვის საყვარელი სპა დღის მოწყობით. მითუმეტეს, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე სპა და ესთეტიკის ცენტრი სთავაზობს წყვილებს სპეციალურ ფასდაკლებებს.

  1. მოგზაურობა ევროპაში

ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, თუ რამდენად გაიაფებულია ტურების ფასები ევროპაში. სულ რაღაც 200 დოლარად უკვე შესაძლებელია საყვარელი ადამიანი რამდენიმე დღით ბუდაპეშტში, რომში, თუ ვენეციაში წაიყვანოთ. ეს მოგზაურობის მოყვარულთათვის ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია! თანაც ვალენტინობა ხომ სიყვარულის დღესასწაულია; ეს დრო საყვარელ ადამიანთან მაქსიმალურად ერთად უნდა გაატაროთ. ნებისმიერი ნივთი, რომელსაც თქვენ ვალენტინობაზე აჩუქებთ ძვირფას ადამიანს, შეიძლება დროთა განმავლობაში გატყდეს ან დაიკარგოს, ხოლო მოგზაურობის მოგონებები ორივეს სამუდამოდ გაგყვებათ.

  1. სამკაული სამახსოვროდ

თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ საკმარისი დროის გამონახვას ვალენტინობისათვის და გსურთ ეს საჩუქრის ხარჯზე აანაზღაუროთ, თქვენ შეგიძლიათ საიუველირო მაღაზიებს მიმართოთ, სადაც ქალებისა და მამაკაცებისთვის სამკაულების უდიდეს არჩევანს შემოგთავაზებენ.

 

როგორ ავიღო სესხი?

 

Vivus.ge-სგან ონლაინ სესხების მიღება 3 მარტივ ნაბიჯშია შესაძლებელი:

  1. გაიარეთ რეგისტრაცია ge-ს საწყის გვერდზე. ამისათვის, მოცემულ კალკულატორზე უნდა მიუთითოთ სასურველი თანხა და ვადა და დააჭიროთ ღილაკს „სესხის აღება“. ამის შემდეგ, თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით რეგისტრაციის გვერდზე, სადაც თქვენი პერსონალური ინფორმაციის მითითებას შეძლებთ.
  2. მეორე ნაბიჯი აპლიკაციის დადასტურებაა.
  3. მესამე და საბოლოო კი – იდენტიფიკაციის გავლა. ამისათვის თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე სიმბოლური 1 თეთრის გადმორიცხვაა საჭირო.

 

თანხის ასახვის შემდეგ, დამტკიცებული თანხა 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. ხოლო თანხის მიღების შემდეგ, თქვენ საყვარელი ადამიანისათვის სასურველი საჩუქრის გასაკეთებლად მზად იქნებით.