მომხმარებელი  თანხმობას აცხადებს, რომ შპს „4ფინანსმა“ მის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების (კერძოდ, პირადი მონაცემების გადამოწმება, სესხის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი მხარეთა ზუსტი რეკვიზიტების: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ა.შ. – დადგენა, სესხის განაცხადის შეფასება დადებითი ან უარყოფითი პასუხის დასადგენად), სესხის ლიმიტის დამტკიცებისა და სესხის თანხის გაცემის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ორგანიზაციისთვის აუცილებელი, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და აღნიშნულზე მომხმარებლის ნების დასტურს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის მიერ შპს „4ფინანსი“-ს ანგარიშზე, იდენტიფიკაციის მიზნით სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადმორიცხვა.

წერილობით თანხმობად ასევე მიიჩნევა შპს „4ფინანს“-სა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულება ან შეთანხმება მატერიალური ან კანონმდებლობით დაშვებული ელექტრონული ფორმით, რაზეც ხელის მოწერით მომხმარებელი ადასტურებს მისი ნების გამოვლენას სესხის დამტკიცების მიზნით პერსონალური მონაცემების გადამოწმების თაობაზე, გამსესხებლის უფლებამოსილებას მოიძიოს/გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის და არა მხოლოდ საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ან/და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან/და სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში).

მომხმარებელი აცნობიერებს, რომ შპს „4ფინანსი“-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება ან/და იდენტიფიკაციის პროცესის არასათანადოდ დასრულება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. სესხის გაცემაზე უარი არ წარმოშობს კომპანიის ვალდებულებას, ახსნას აღნიშნული უარის საფუძველი.